”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

ნომერი: 2 /

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2011

მიღების თარიღი აპრილი 01, 2011

”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების  საფუძველზე კომისია

ადგენს:

1. “ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში (სსმ 13.12.2006, №167, მუხ. 2271) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება: 

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. ადგილობრივი მაუწყებლობის ზონად განისაზღვროს საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების ზონა;”

ბ) ამოღებულ იქნას მე-2 პუნქტი;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. საეთერო  ციფრული სამაუწყებლო მომსახურების ზონა (შემდგომში ”სამაუწყებლო ზონა”) არის სახმელეთო ტერიტორია, რომელიც შემოსაზღვრულია ამ დადგენილების დანართი №2-ში მითითებული გეოგრაფიული კოორდინატების შესაბამისი წერტილების მომვლებით;”

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4. 87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;”

ე) მე-5 პუნქტით განსაზღვრული  დანართი №1  დამტკიცდეს თანდართული რედაქციით;

ვ) ამოღებულ იქნას მე-6 პუნქტი.

2. დადგენილებას დაემატოს დანართი №2 „WGS 84-ის (საერთაშორისო გეოდეზიური სისტემა 84) მიხედვით განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატები“  თანდართული რედაქციით;

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კომისიის წევრი                                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                   კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                   ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები