„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების შესახებ

ნომერი: 5 /

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2006

მიღების თარიღი აპრილი 20, 2006

ქ. თბილისი                                        20 აპრილი, 2006 წელი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  35-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 64-ე  მუხლის  მე-7 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია

            ადგ:

1. დამტკიცდეს ავტორიზებული პირების მიერ დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვისა და  განაწილების მეთოდოლოგიური წესები“;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა  სამსახურს (კ.ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                            დ. ქიტოშვილი

             კომისიის წევრი                                                             დ. პატარაია                                       

            კომისიის წევრი                                                             გ. ფრუიძე          

             კომისიის წევრი                                                            ზ. ნონიკაშვილი

დამტკიცებულია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

                                                                                2006 წლის 20 აპრილის N 5 დადგენილებით

 „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად

განაწილების მეთოდოლოგიური წესები“

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) პრინციპების შესაბამისად. დებულებაში მოყვანილი რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებული იყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ავტორიზებული პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე განხორციელებული საქმიანობისას დანახარჯების აღრიცხვის, განაწილებისა და მომსახურების ტარიფების გასაანგარიშებლად.

მუხლი 2. ტერმინების განმარტება

წინამდებარე დებულებაში გამოყენებულია \\\"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ\\\" საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინები. ამ დებულებაში დამატებით მოცემული ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:

ა) არაპირდაპირი დანახარჯები – საერთო და ერთობლივი ზედნადები დანახარჯები, რომელიც უშუალოდ არ მიეკუთვნება ცალკეული მომსახურების (ან პროდუქციის) სახეს. არაპირდაპირი დანახარჯები ნაწილდება მომსახურების კონკრეტულ სახეზე ავტორიზებული პირის მიერ შერჩეული მეთოდის შესაბამისად.

ბ) დანახარჯების განაწილება – მომსახურების კონკრეტულ სახეზე ზედნადები დანახარჯების განაწილება დანახარჯთა აღრიცხვის შერჩეული მეთოდის შესაბამისად.

გ) ერთობლივი დანახარჯები - რამოდენიმე სახის მომსახურების გაწევასთან ან პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული ზედნადები დანახარჯები.

დ) თანამედროვე აქტივების მიმდინარე ღირებულები აღრიცხვის პრინციპი – საოპერაციო აქტივების ღირებულებისა და ამორტიზაციის ოდენობების განსაზღვრა ექვივალენტური სიმძლავრისა და ფუნქციონალობის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მოდენიზაცია-გადაიარაღების საბაზრო ღირებულებისა და აქტივების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობის გათვალისწინებით;     

ე) კაპიტალის ღირებულება – საკუთარი და სასესხო კაპიტალის საშუალო შეწონილი ოდენობა, რომელიც გაიანგარიშება დარგის საშუალო მომგებიანობისა და სასესხო საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით.

ვ) პირდაპირი დანახარჯები - დანახარჯები, რომელებიც უშუალოდ არის დაკავშირებული კონკრეტული სახის პროდუქციის გამოშვებასთან ან მომსახურების გაწევასთან.

ზ) რეგულირებადი მომსახურება – ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახე, რომელსაც ავტორიზებული პირი ახორციელებს კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში.

თ) სააღრიცხვო ფინანსური ინფორმაცია – ამ დებულების შესაბამისად შედგენილი სააღრიცხვო-ფინანსური მონაცემების ერთობლიობა.

ი) საერთო დანახარჯები – საერთო საწარმოო ზედნადები დანახარჯები.

კ) საქმიანობის სახეობები – ავტორიზებული პირის საწარმოო საქმიანობის ძირითადი სახეობები, რომლებიც ერთობლიობაში დაკავშირებულია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფასთან. საწარმოს საქმიანობის სახეობებია:

კ.ა) ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობა;

კ.ბ) ძირითადი საკომუტაციო ქსელებითა და საშუალებებით  საქმიანობა;

კ.გ) საცალო საქმიანობა;

კ.დ) ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზებით საქმიანობა;

კ.ე) საქმიანობის სხვა სახეობები.

ლ) საცალო მომსახურება – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით ბოლო მომხმარებელზე მიწოდებული საკომუნიკაციო მომსახურება, მათ შორის ადგილობრივი კავშირის ზონაში სატელეფონო ზარები, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო ზარები, ზარები მობილური კომანიის აბონენტებთან, გაფართოებული და დამატებითი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება და სხვა.

მ) საოპერაციო დანახარჯები – ოპერატორის მიერ გაწეული პერიოდული დანახარჯები ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ფუნქციონირებისა და მომხმარებლების მომსახურების უზრუნველსაყოფად

ნ) ძირითადი გამანაწილებელი სისტემა – ადგილობრივი დაშვების ქსელის ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა, რომელიც განთავსებულია ოპერატორის სადგურში და უზრუნველყოფს მომხმარებლების სახაზო საკაბელო წყვილების საკომუტაციო სადგურის კომუტატორთან დაკავშირებას.

თავი II. დანახარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვის ძირითადი პრინციპები

მუხლი 3. დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვა

ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობისას განცალკევებულად აღრიცხოს გაწეული დანახარჯები და მიღებული შემოსავლები რეგულირებად და არარეგულირებად მომსახურების სახეებზე.

მუხლი 4. საწარმოო დანახარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვის სისტემა

ავტორიზებულმა პირმა უნდა შეიმუშაოს შიდასაწარმოო დანახარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვის გამჭვირვალე სისტემა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს დანახარჯების ძირითად კატეგორიებად დაჯგუფების კრიტერიუმები, აგრეთვე ერთობლივი და საერთო დანახარჯების განაწილების წესები.

მუხლი 5. დანახარჯების შემადგენელი მუხლები

ზედნადები დანახარჯების განაწილების მეთოდი, რომელიც ავტორიზებული პირის მიერ არის შერჩეული, უნდა ითვალისწინებდეს კონკრეტული საქმიანობის სახეზე დანახარჯებისა და შემოსავლების განაწილებას ცალკეული შემადგენელი მუხლების მიხედვით, მათი წარმოშობის საფუძვლებისა და მიზეზობრივი კავშირების გათვალისწინებით.

მუხლი 6. განცალკევებული აღრიცხვის მეთოდოლოგიის დანერგვა

ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს საკუთარ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ფილიალებში დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის მეთოდის დანერგვა და შესაბამისი სააღრიცხვო-ფინანსური ინფორმაციის წარმოება.

მუხლი 7. დანახარჯების აღრიცხვა საქმიანობის სახეების მიხედვით

ავტორიზებულმა პირმა განცალკევებულად უნდა აწარმოოს საოპერაციო დანახარჯების, კაპიტალის ღირებულებისა და შემოსავლების აღრიცხვა და სააღრიცხვო-ფინანსური დოკუმენტაცია საქმიანობის ცალკეული სახეობების მიხედვით.

მუხლი 8. დანახარჯების აღრიცხვა ქსელის ელემენტების მიხედვით

ავტორიზებულმა პირმა განცალკევებულად უნდა აწარმოოს ადგილობრივი დაშვების ქსელთან, საკომუტაციო სადგურთან, ურთიერჩართვის მაგისტრალურ ხაზებთან და ქსელის სხვა შესაბამის ელემენტებთან დაკავშირებული დანახარჯების აღრიცხვა.

მუხლი 9. დანახარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა მომსახურების სახეების მიხედვით

ავტორიზებულმა პირმა განცალკევებულად უნდა აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა და სააღრიცხვო-ფინანსური დოკუმენტაცია ადგილობრივი კავშირის ქსელთან დაშვების მომსახურებაზე, ურთიერთჩართვის მომსახურებაზე, ურთიერჩართვის მაგისტრალური ხაზებით მომსახურებაზე, საცალო მომსახურების სახეებზე, და სხვა არასაკომუნიკაციო საქმიანობის სახეებზე.

თავი III. დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის მეთოდოლოგია

მუხლი 10. ადგილობრივი კავშირის ქსელთან დაშვების საქმიანობა

ავტორიზებულმა პირმა უნდა აწარმოოს შემოსავლებისა და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვა ადგილობრივი კავშირის ზონაში მომხმარებლების საცალო მომსახურებაზე და საკომუტაციო სადგურის ძირითად გამანაწილებელ სისტემაში სხვა ოპერატორის დაშვების მომსახურებაზე, მათი სახეების მიხედვით.

მუხლი 11. ძირითადი საკომუტაციო ქსელით საქმიანობა

ავტორიზებულმა პირმა უნდა აწარმოოს შემოსავლებისა და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვა მომხმარებლების საცალო და სხვა ოპერატორზე მიწოდებული ურთიერთჩართვის მომსახურების სახეების მიხედვით. ურთიერთჩართვის წერტილამდე ურთიერთჩართვის ტექნიკურ საშუალებებზე გაწეული დანახარჯები მიეკუთვნება ავტორიზებული პირის ურთიერთჩართვის მომსახურებას.

მუხლი 12. ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზებით საქმიანობა

ავტორიზებულმა პირმა განცალკევებულად უნდა აღრიცხოს ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზებით მომსახურების დანახარჯები საკუთარი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოხმარებისა და სხვა ავტორიზებულ პირებზე გაწეული მომსახურების სახეების მიხედვით. ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდებისას ურთიერთჩართვის მაგისტრალურ ხაზებზე გაწეული საოპერაციო დანახარჯები და კაპიტალის ღირებულება უნდა განაწილდეს ურთიერთჩართვის მომსახურების სახეებზე პროპორციულობის პრინციპით.

მუხლი 13. საცალო საქმიანობა

ავტორიზებულმა პირმა განცალკევებულად უნდა აღრიცხოს მომხმარებლების საცალო მომსახურების ცალკეულ სახეებზე გაწეული დანახარჯები და შემოსავლები. საცალო მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯები აღირიცხება შიდა საწარმოო ტრასფერული გატარების საფუძველზე, როგორც ამ მომსახურეობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის სახეებზე გაწეული დანახარჯები.

მუხლი 14. საქმიანობის სხვა სახეები

ავტორიზებულმა პირმა განცალკევებულად უნდა აღრიცხოს საქმიანობის იმგვარ სახეზე გაწეული დანახარჯები და შემოსავლები, რომელიც არ არის დაკავშირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასთან.

თავი IV. დანახარჯებისა და შემოსავლების განაწილების პრინციპები

მუხლი 15. დანახარჯების და შემოსავლების განაწილება

დანახარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვისა და განაწილების სისტემა, რომელიც ავტორიზებული პირის მიერ არის შერჩეული, დაფუძნებული უნდა იყოს მიზეზობრივი კავშირის პრინციპებზე, ანუ დანახარჯები და შემოსავლები უნდა განაწილდეს საქმიანობის კონკრეტულ სახეზე მასთან მიზეზობრივი კავშირის საფუძველზე.

მუხლი 16. დანახარჯების განაწილების სისტემა

დანახარჯების განაწილების სისტემის შემუშავება უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპების საფუძველზე:

ა. უნდა დადგინდეს ავტორიზებული პირის საწარმოო საქმიანობის ძირითადი სახეობები. საქმიანობის ძირითადი სახეობების დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი აუცილებლობის გამომწვევი ფაქტორები და მომხმარებლებზე (მათ შორის ბოლო მომხმარებლებზე) მიწოდებული მომსახურების სხვა და სხვა სახის უზრუნველყოფასთან სპეციფიური მიზეზობრივი კავშირი.

ბ. უნდა ჩამოყალიბდეს საქმიანობის თითოეული სახეობისათვის დანახარჯთა კატეგორიები და მუხლები. საოპერაციო დანახარჯების და კაპიტალის ხარჯების ცალკეული შემადგენელი მუხლების საქმიანობის სახეზე განაწილება უნდა მოხდეს სპეციფიური მიზეზობრივი კავშირის გათვალისწინებით;

გ. საქმიანობის სახეებზე განაწილებული დანახარჯები უნდა მიეკუთვნოს მომსახურების კონკრეტულ სახეს სპეციფიური მიზეზობრივი კავშირის საფუძველზე.

მუხლი 17. დანახარჯების განაწილების პროცესი

1. დანახარჯების განაწილება ხორციელდება ეტაპობრივად და მისი სანიმუშო სქემა მოცემულია დანართი 1-ში.

2. პირველ ეტაპზე საბუღალტრო ინფორმაციის საფუძველზე გამოიყოფა დანახარჯების არანაკლებ შემდეგი კატეგორიები: საოპერაციო დანახარჯები; კაპიტალის ღირებულება; ზედნადები და საწარმოო მმართველობითი დანახარჯები; ამორტიზაცია.

3. მეორე ეტაპზე, ზემოთაღნიშნული კატეგორიებში გაერთიანებული დანახარჯები ნაწილდება ავტორიზებული პირის მიერ შერჩეული მეთოდის შესაბამისად შემდეგ მუხლებზე:

ა) უშუალოდ საქმიანობის სახეებზე:

ა.ა)ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებთან დაშვების საქმიანობის სახეებზე;

ა.ბ)ძირითადი საკომუტაციო ქსელით საქმიანობის სახეებზე;

ა.გ)საცალო მომსახურების საქმიანობის სახეებზე;

ა.დ)ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზებით საქმიანობის სახეებზე;

ა.ე)საქმიანობის სხვა სახეებზე.

ბ) საქმიანობის კონკრეტულ სახესთან დაკავშირებულ ქსელის ელემენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ :

ბ.ა)გამოძახების კომუტაციას და გატარებას;

ბ.ბ)ადგილობრივი კავშირის ქსელთან დაშვების მომსახურებას;

ბ.გ)ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზებით მომსახურებას;

ბ.დ)ბილინგს და/ან საფასურის შეგროვების მომსახურებას.

გ) რელევანტურ ფუნქციებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდებასთან:

გ.ა) ბილინგი და ანგარიშსწორება მომხმარებლებთან;

გ.ბ) მომხმარებელზე ზრუნვის სისტემის მართვა;

გ.გ) ტერმინალური აპარატების მიმდინარე რემონტი და ტექნიკური უზრუნველყოფა;

გ.დ) საზოგადოებასთან ურთიერთობა;

გ.ე) რეკლამა;

გ.ვ) მარკეტინგი;

გ.ზ) დისტრიბიუტორების ჰონორარები და სხვა.

დ) სხვა ფუნქციებზე, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული მომსახურების კონკრეტულ სახესთან, მაგრამ წარმოადგენენ ავტორიზებული პირის მმართველობითი ზედნადები დანახარჯების მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის:

დ.ა) მმართველობით აპარატთან დაკავშირებული ზედნადები დანახარჯები;

დ.ბ) ბუღალტრული აღრიცხვის დანახარჯები;

დ.გ) საქმიანობის საოპერაციო დაგეგმვა და სხვა.

მუხლი 18. დანახარჯების განაწილების საფეხურები

მომსახურების კონკრეტულ სახეზე დანახარჯების განაწილება ხორციელდება ავტორიზებული პირის მიერ შერჩეული მეთოდის საფუძველზე განზომილების ერთეულების შესაბამისად შემდეგ საფეხურებად:

ა) პირველ საფეხურზე, სხვა ფუნქციებზე დაჯგუფებული დანახარჯები ნაწილდება რელევანტურ ფუნქციებზე, ქსელის ელემენტებზე და საქმიანობის სახეებზე;

ბ) მეორე საფეხურზე, რელევანტურ ფუნქციებზე დანახარჯები ნაწილდება ქსელის ელემენტებზე და საქმიანობის სახეებზე;

გ) მესამე საფეხურზე, ქსელის ელემენტებზე დანახარჯები განაწილდება საქმიანობის კონკრეტულ სახეებზე;

დ) მეოთხე საფეხურზე, საქმიანობის სახეებზე განაწილებული დანახარჯები მიეკუთვნება მომსახურების კონკრეტულ სახეს, სპეციფიური კავშირის საფუძველზე.

მუხლი 19. დანახარჯების განაწილების პროცესის სპეციფიურობა

ავტორიზებული პირის მიერ შერჩეული მეთოდის შესაბამისად დანახარჯების განაწილების პროცესი შეიძლება განსხვავდებოდეს აღნიშნული ნიმუშისგან. ავტორიზებულმა პირმა უნდა დაიცვას დანახარჯების აღრიცხვისა და განაწილების ძირითადი პრინციპები.

მუხლი 20. საოპერაციო დანახარჯები

1. ავტორიზებული პირის საქმიანობისას გაწეული საოპერაციო დანახარჯები უნდა დაჯგუფდეს შემდეგ კატეგორიებად:

ა) ტექნიკური საშუალებების დამონტაჟება და გამართვა;

ბ) სარემონტო სამუშაოების და შეკეთების დანახარჯები;

გ) ქსელის დაგეგმვის და განვითარების დანახარჯები;

დ) ქსელის მართვის დანახარჯები;

ე) მარკეტინგის და გაყიდვის დანახარჯები;

ვ) ბილინგი და საფასურის შეგროვების დანახარჯები;

ზ) დანახარჯები საცალო მომსახურებაზე;

თ) მომხმარებლების საცნობარო მომსახურების დანახარჯები;

ი) ანგარიშსწორება სხვა ავტორიზებული პირებთან ურთიერთჩართვის მომსახურებაზე;

კ) სხვა საოპერაციო დანახარჯები (მმართველობითი უზრუნველყოფის).

2. საოპერაციო დანახარჯების განაწილების სანიმუშო წესები მოცემულია დანართი 1-ში.

მუხლი 21. კაპიტალის ღირებულება და დატვირთული კაპიტალი

1. კაპიტალის ღირებულება

ა) კაპიტალის ღირებულება უნდა ასახავდეს ავტორიზებული პირის ქსელის ელემენტებში და სხვა რელევანტურ აქტივებში ინვესტირებული ნასესხები და საკუთარი სახსრების ალტერნატიულ ღირებულებას. კაპიტალის ღირებულების გაანგარიშებისათვის ავტორიზებული პირებმა შესაძლებელია გამოიყენონ შემდეგი ფინანსური მონაცემები:

ა.ა) ავტორიზებული პირის საკუთარი და სასესხო კაპიტალის ოდენობა E და D;

ა.ბ) სასესხო კაპიტალის საშუალო შეწონილი განაკვეთი გრძელვადიანი სესხების სხვადასხვა პირობების მიხედვით;

ა.გ) საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის განაკვეთი დარგის საბაზრო რისკ-ფაქტორების შესაბამისი სიდიდის გათვალისწინებით.

 

ბ) კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილი განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი ფორმულის საშუალებით:

WACC=Re x E / (D + E) + Rd x D / (D + E)

სადაც:

WACC - კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილი განაკვეთი;

Re - საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის განაკვეთი;

Rd - სასესხო კაპიტალის საშუალო შეწონილი განაკვეთი;

D - სასესხო კაპიტალის ოდენობა;

E - საკუთარი კაპიტალის ოდენობა;

გ) კაპიტალის ღირებულება უნდა იყოს დადგენილი საქმიანობის ცალკეული სახეების მიხედვით ოპერატორის მიერ შერჩეული განაწილების მეთოდის შესაბამისად ამ სახეებთან დაკავშირებული ქსელის შესაბამისი ელემენტების აქტივების ღირებულების ოდენობის გათვალისწინებით.

2. დატვირთული კაპიტალი

აქტივების ღირებულება, რომელიც განაწილებულია საქმიანობის სახეებზე (მაგ. ამორტიზაციის სახით), უნდა განისაზღვროს თანამედროვე აქტივების მიმდინარე ღირებულების აღრიცხვის პრინციპის შესაბამისად, ხოლო მათი ოდენობები უნდა განაწილდეს დატვირთული კაპიტალის განაწილების სანიმუშო მეთოდოლოგის შესაბამისად (დანართი 2), რომელშიც მითითებულია აღნიშნული მუხლების განაწილების შესაძლო მეთოდები და, აგრეთვე, საქმიანობის ის სახეები, რომლებზეც შესაძლებელია ამ მუხლების განაწილება.

მუხლი 22. შემოსავლების განაწილების ძირითადი პრინციპები

1. საკომუნიკაციო მომსახურების შემოსავლები

საკომუნიკაციო მომსახურების შემოსავლები პირდაპირ უნდა განაწილდეს კონკრეტული საცალო მომსახურების სახეზე გამოწერილი ანგარიშისა და ბილინგის ინფორმაციის საფუძველზე. შემდგომ ეტაპზე უნდა მოხდეს ამ შემოსავლების მუხლების განაწილება საქმიანობის სახეებზე, რომლებიც სპეციფიურად დაკავშირებულია კონკრეტული საცალო მომსახურების უზრუნველყოფასთან. საკომუნიკაციო მომსახურების შემოსავლების განაწილების სანიმუშო ცხრილი მოცემულია დანართი 3-ში.

2. სხვა შემოსავლები

სხვა მომსახურების გაწევიდან ან საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები უნდა განაწილდეს სხვა საქმიანობის სახეებზე და აღირიცხოს განცალკევებულად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის “_20__”აპრილის2006 წ.. N  5 დადგენილების

დანართი.1. საოპერაციო დანახარჯების განაწილება

აღწერა

საქმიანობის რომელ სახეზე ნაწილდება

ამორტიზაციადანახარჯები ტექნიკური საშუალებების გამართვაზე და შემდგომში ტექნიკურ მომსახურებაზე ხელშეკრულებითსარემონტო სამუშაოების და შეკეთების დანახარჯები ქსელის საოპერაციო  მართვის დანახარჯებიტექნიკური საშუალებების გაყიდვის ღირებულება.დანახარჯები საზოგადოებასთან ურთიერთობაზერეკლამაზემარკეტინგზედისტრიბიუტორების ჰონორარებზედა სხვა.ბილინგი და საფასურის შეგროვების დანახარჯებიოპერატორის საცნობარო მომსახურების დანახარჯებისხვა საოპერაციო ზედნადები დანახარჯებიაქტივების და პასივების კატეგორიები

განაწილების მეთოდოლოგია

ადგილობრივი საკომუტაციო სადგურის ტექნიკური საშუალებები

ძირითადი ქსელით საქმიანობის სახეებზე

ნაწილი ადგილობრივი დაშვების ქსელით საქმიანობის სახეებზე

ტანდემური კომუტაციის ტექნიკური საშუალებებისაერთაშორისო გატარების საშუალებებიგაუმჯობესებული მომსახურებისათვის კომუტაციის ტექნიკური საშუალებებიკომუტაციის სხვა ტექნიკური საშუალებებიგამოძახებების გატარების ტექნიკური საშუალებებისალაპარაკო პუნქტები და მასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებებიმომხმარებლის შენობაში განთავსებული ტექნიკური საშუალებებადამხმარე საწარმოო ერთეულებიქსელის ფიქსირებული აქტივებიძირითადი კომპიუტერული სისტემაავტოტრანსპორტიავეჯი და ოფისის მოწყობაარამატერიალური აქტივები მოკლევადიანი ინვესტიციები (საკრედიტო დაწესებულებებში)ფასიანი ქაღალდებიმიმდინარე აქტივებიგრძელვადიანი გარიგებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებები მომსახურების სახეებიბოლო მომხმარებელზე სატელეფონო ხაზის იჯარით გაცემის საფასური (სააბონენტო გადასახდელი)შემოსავლები მომხმარებლის შენობაში განთავსებული ტექნიკური საშუალებების იჯარით გაცემიდან ან გაყიდვიდანშემოსავლები ურთიერთჩართვის მომსახურებიდანშემოსავლები ტრანზიტული გატარების მომსახურებიდანსხვა საკომუნიკაციო მომსახურების შემოსავლები

საამორტიზაციო ანარიცხების განაწილება უნდა მოხდეს საქმიანობის სახეებზე ქსელის შესაბამისი ელემენტების მიხედვით.

შრომის ანაზღაურების დანახარჯები

ძირითადი ქსელით, ადგილობრივი დაშვების ქსელით და ურთიერთჩართვის მაგისტრალური არხებით საქმიანობის სახეებზე

ძირითადი ქსელით, ადგილობრივი დაშვების ქსელით და ურთიერთჩართვის მაგისტრალური არხებით საქმიანობის სახეებზე

უშუალოდ ქსელის ელემენტებზე სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო შრომის დანახარჯების მიხედვით.

უშუალოდ ქსელის ელემენტებზე სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო შრომის დანახარჯების მიხედვით.

შრომის ანაზღაურებაზე ან ხელშეკრულებებით განსაზღვრული დანახარჯები

ძირითადი ქსელით, ადგილობრივი დაშვების ქსელით და ურთიერთჩართვის მაგისტრალური არხებით საქმიანობის სახეებზე

ქსელის ელემენტებზე მართვაზე დახარჯული შრომის დანახარჯების საფუძველზე.

ქსელის ელემენტებზე შერჩეული მეთოდის შესაბამისად

 

შრომის ანაზღაურების დანახარჯები

საცალო საქმიანობაზე

სხვა საქმიანობის სახეებზე

საცალო საქმიანობაზე

უშუალოდ პროდუქტებზე ან მომსახურების სახეებზე შრომის დანახარჯების შესაბამისად.

უშუალოდ პროდუქტებზე ან მომსახურების სახეებზე შრომის დანახარჯების ან გამოწერილი ანგარიშების რაოდენობის შესაბამისად.

შრომის ანაზღაურების დანახარჯები

საცალო საქმიანობაზე

უშუალოდ პროდუქტზე ან მომსახურებაის სახეებზე

შრომის დანახარჯების შესაბამისად.

ანგარიშსწორება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით

საცალო საქმიანობის სახეებზე

ოპერატორის მიერ შერჩეული მეთოდის შესაბამისად

განაწილდება საქმიანობასთან სახესთან დაკავშირებული სპეციფიკის შესაბამისად.

დანახარჯები განაწილდება იგივენაირად როგორც განაწილებულია მიწისა და შენობობა-ნაგებობების ღირებულება.

განაწილდება გამოყენებული კომპუტერელი დროის საფუძველზე.

განაწილდება ოპერატორის მიერ შერჩეული მეთოდის შესაბამისად, განაწილების ძირითადი პრინციპების დაცვით

ძირითადი ქსელით საქმიანობის სახეებზე

ძირითადი ქსელით საქმიანობის სახეებზე და საცალო მომსახურების სახეებზე

ძირითადი ქსელით საქმიანობის სახეებზე

და სხვა საქმიანობის სახეები

ძირითადი ქსელით საქმიანობის სახეებზე

განაწილდება შერჩეული მეთოდის და გატარებული ტრაფიკის მოცულობის შესაბამისად უშუალოდ ქსელის ელემენტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ძირითადი ქსელით საქმიანობასთან.

განაწილდება შერჩეული მეთოდის და განზომილების ერთეულის შესაბამისად უშუალოდ ქსელის ელემენტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ძირითადი ქსელით საქმიანობასთან. ქსელის ტექნიკური საშუალებები და ელემენტები, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივი დაშვების ქსელით საქმიანობასთან ( მაგ. ქსელის სისტემის სახაზო-საკაბელო ნაწილი, ხაზის ბარათის ჩათვლით) განაწილდება ადგილობრივი დაშვების ქსელით საქმიანობის სახეებზე. ქსელის ტექნიკური საშუალებები და ელემენტები, რომლებიც დაკავშირებულია ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზებით მომსახურებასთან განაწილდება ამ საქმიანობის სახეებზე.

განაწილდება შერჩეული მეთოდის და განზომილების ერთეულის შესაბამისად უშუალოდ საქმიანობის სახესთან დაკავშირებულ ქსელის ელემენტებზე.

განაწილდება შერჩეული მეთოდის და არხების გამოყენების საფუძველზე უშუალოდ ქსელის ელემენტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ძირითადი ქსელით საქმიანობასთან.

განაწილდება შერჩეული მეთოდის და განზომილების ერთეულის შესაბამისად უშუალოდ ქსელის ელემენტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ძირითადი ქსელით საქმიანობასთან.

განაწილდება შერჩეული მეთოდის და განზომილების ერთეულის შესაბამისად უშუალოდ ქსელის ელემენტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ძირითადი ქსელით საქმიანობასთან.

ქსელის სპეციფიკური ტექნიკური საშუალებები და ელემენტები

ძირითადი ქსელით საქმიანობის სახეებზე, ადგილობრივი დაშვების ქსელით საქმიანობის სახეებზე, საცალო საქმიანობის სახეებზე

საცალო საქმიანობის სახეებზე

სხვა საქმიანობის სახეებზე

განაწილდება შერჩეული მეთოდის და განზომილების ერთეულის შესაბამისად უშუალოდ ქსელის ელემენტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ძირითადი ქსელით საქმიანობასთან. ტექნიკური საშუალებები და ელემენტები, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივი დაშვების ქსელით საქმიანობასთან ( მაგ. ქსელის სისტემის სახაზო-საკაბელო ნაწილი) განაწილდება ადგილობრივი დაშვების ქსელით საქმიანობის სახეებზე.

განაწილდება შერჩეული მეთოდის და დახარჯული ელექტრო-ენერგიის შესაბამისად უშუალოდ ქსელის ელემენტებზე, რომლებიც დაკავშირებულია საქმიანობის სახესთან.

განაწილდება შერჩეული მეთოდის და განზომილების ერთეულის შესაბამისად უშუალოდ ქსელის ელემენტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ძირითადი ქსელით საქმიანობასთან.

მიწა და შენობა-ნაგებობები

საქმიანობის ყველა სახეებზე

საქმიანობის ყველა სახეებზე

საქმიანობის ყველა სახეებზე

საქმიანობის ყველა სახეებზე

განაწილდება საქმიანობის სახეებზე კომისიასთან შეთანხმებით.

ინვესტიციები მატერიალურ აქტივებში

წმინდა ფინანსური ინვესტიციები

ინვესტიციები არაძირითად საქმიანობაში

სხვა საქმიანობის სახეებზე

სხვა საქმიანობის სახეებზე

სხვა საქმიანობის სახეებზე

განაწილდება შერჩეული მეთოდის შესაბამისად უშუალოდ დაკავშირებულ საქმიანობის და მომსახურების სახეებზე საბილინგო ინფორმაციის საფუძველზე,

განაწილდება შერჩეული მეთოდის შესაბამისად უშუალოდ დაკავშირებულ საქმიანობის და მომსახურების სახეებზე,

სავაჭრო კრედიტორები

ყველა საქმიანობის სახეზე

ყველა საქმიანობის სახეზე

არ საჭიროებს განაწილებას

 

საცალო საქმიანობის სახეზე. შემდგომში გადანაწილდება ადგილობრივი დაშვების ქსელით საქმიანობაზე

გადანაწილდება ადგილობრივი დაშვების ქსელით საქმიანობაზე (შემდგომში სასურველია ცალკე ქვეჯგუფად გამოყოფა)

გადანაწილდება საცალო საქმიანობის სახეებზე, შემდგომში, გადანაწილდება ადგილობრივი დაშვების ქსელით საქმიანობაზე, ძირითადი ქსელით საქმიანობის სახეებზე და მომსახურების უზრუნველყოფასთან სპეციფიკურად დაკავშირებულ საქმიანობის სხვა სახეებზე.

ძირითადი ქსელით საქმიანობის სახეებზე, შემდგომში სასურველია ცალკე ქვეჯგუფად გამოყოფა - \\\"ურთიერთჩართვის ხაზებით მომსახურება\\\"

სხვა საქმიანობის სახეებზე

მომსახურების უზრუნველყოფასთან სპეციფიკურად დაკავშირებულ საქმიანობის სახეებზე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები