„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 6 /

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 02, 2014

მიღების თარიღი ოქტომბერი 02, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №6

2014 წლის 2 ოქტომბერი ქ. თბილისი

„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება

1. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21.  კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება WACC და დატვირთული კაპიტალის ღირებულება

1. მომსახურების ტარიფების გასაანგარიშებლად და კომისიის მიერ ზღვრული ტარიფების დადგენისას გამოყენებული დატვირთული კაპიტალის ღირებულება იანგარიშება შემდეგი ფორმულით: დატვირთული კაპიტალის ღირებულება = (მომსახურების მისაწოდებლად აუცილებელი ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების:  ღირებულებას  - აკუმულირებული ცვეთა) x WACC;

2. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC) - არის ავტორიზებული პირის მიერ განხორცილებული ინვსეტიციების ალტერნატიული ღირებულების შეფასების მეთოდი. WACC  წარმოადგენს  საკუთარი კაპიტალის და   ნასესხები კაპიტალის საშუალო შეწონილ ღირებულებას;

3. WACC რეგულირებადი საქმიანობისთვის დგინდება კომისიის გადაწყვეტილებით;

4. WACC-ის გაანგარიშების მიზნებისთვის,  კომისიას შეუძლია ისარგებლოს საკონსულტაციო ან აუდიტორულ  კომპანიის მომსახურებით.“

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

„მუხლი 211. ძირითადი დატვირთული კაპიტალის განაწილება

1. შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების მიზნებისთვის ძირითადი დატვირთული კაპიტალი განისაზღვრება, როგორც  მთლიან აქტივებს (გუდვილის, შეძენის დროს წარმოშობილი არამატერიალური აქტივების და დეპოზიტზე განთავსებული ფულადი სახსრების გარდა)  გამოკლებული  მთლიანი ვალდებულებები (მიმდინარე და გადავადებული მოგების გადასახადების, გადასახდელი დივიდენდის და გრძელვადინი სესხის გარეშე). დატვირთული ძირითადი კაპიტალის გაანგარიშებაში მონაწილე ფულადი სახსრები არ უნდა აღემატებოდეს მიმდინარე ვალდებულებებს.

2. ძირითადი დატვირთული კაპიტალი მომსახურების სახეებზე უნდა გადანაწილდეს ქვემოთ მოცემული პრინციპების მიხედვით:

ა) ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები,  რომლებიც პირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ საქმიანობას, მომსახურების სახეს ან ქსელის ელემენტებს, პირდაპირ უნდა მიეკუთვნოს კონკრეტულ საქმიანობას, მომსახურების სახეს ან ქსელის ელემენტებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი საშუალებები  და არამატერიალური აქტივები პირდაპირ არ უკავშირდება კონკრეტულ საქმიანობას, მომსახურების სახეს ან ქსელის ელემენტებს, მაშინ ასეთი ძირითადი საშულებების მიკუთვნება უნდა მოხდეს შესაბამისი დანახარჯების მატარებლების ან საქმიანობების მოცულობების მიხედვით;

ბ) სასაქონლო მარაგები უნდა მიეკუთვნოს იმ მომსახურების სახეს, რომლისათვისაც ის არის განკუთვნილი;

გ) სავაჭრო და სხვა მოთხოვნები უნდა მიეკუთვნოს მომსახურების იმ სახეს, რომლის მიწოდების შედეგადაც წარმოიშვა ეს მოთხოვნა;

დ) ფული და ფულადი ეკვივალენტები უნდა მიეკუთვნოს მომსახურების სახეებს საოპერაციო, კაპიტალური დანახარჯების მოცულობების ან შემოსავლების მიხედვით;

ე) სავაჭრო ვალებულებები უნდა გადანაწილდეს მომსახურების სახეებზე ვალდებულების წარმოშობის მიზეზების შესაბამისად;

ვ) მოკლე და გრძელვადიანი სესხები უნდა გადანაწილდეს მომსახურების სახეებზე სესხის წარმოშობის მიზეზების მიხედვით.

3. გადანაწილების შედეგად მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების ჯამი (აქტივები აიღება პლუს ნიშნით, ხოლო ვალდებულებები მინუს ნიშნით) ძირითადი დატვირთული კაპიტალის ღირებულების ტოლი უნდა იყოს.“

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის  N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ  წესების“ დანართი N2;

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი                                                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                          კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                          ირაკლი მოსეშვილი

თავმჯდომარე                                                                             ვახტანგ აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები