„ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 5 /

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2020 16:31

მიღების თარიღი ივლისი 09, 2020

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   დადგენილება №5

2020 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი

„ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 თებერვლის №1 დადგენილებაში (სარეგისტრაციო კოდი: 010100000.17.010.016079, გამოქვეყნების თარიღი 02.03.2020) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი სექტემბრიდან.“;

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების“ მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. გარდამავალი დებულებები

ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან კომისიას მიაწოდონ ინფორმაცია არაუგვიანეს 2020 წლის პირველ სექტემბრამდე საქართველოს კანონის „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ 66-ე მუხლის მე-9 პუნქტითა და ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი   ელისო ასანიძე
კომისიის წევრი   ვახტანგ აბაშიძე
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი   მერაბ ქათამაძე
თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები