“ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებში დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2011

მიღების თარიღი მაისი 27, 2011

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

 

1. “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების  მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებულ  “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” (სსმ III, 23.03.2006 წ. N39, მუხლი 468) შევიდეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-12 პუნქტი:

„12. ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებისას, შესაძლებლობა მისცეს მომხმარებელს, მომსახურების პაკეტში აირჩიოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული მომსახურების  სახეები, შემდგომ უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ არჩეულ მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანა (მომსახურების სახეების შეზღუდვა ან/და დამატება) მომხმარებლის მოთხოვნით; მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანა (მომსახურების სახეების შეზღუდვა) ხორციელდება უფასოდ, თუ ეს არ იწვევს მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევას;  მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებლის მოთხოვნის გარეშე, მაგრამ მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების პირობით, მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების პაკეტში დაამატოს მომსახურების ის ახალი სახე (სახეები), რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მომხმარებელს არ სთავაზობდა.

ბ) მე-105 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ე) ქვეპუნქტი:

„ე) ვალდებულია მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებისას, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებლობა მისცეს მას, მომსახურების პაკეტში აირჩიოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული მომსახურების  სახეები, შემდგომ უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ არჩეულ მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანა (მომსახურების სახეების შეზღუდვა ან/და დამატება) მომხმარებლის მოთხოვნით; მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანა (მომსახურების სახეების შეზღუდვა) ხორციელდება უფასოდ, თუ ეს არ იწვევს მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევას;  მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებლის მოთხოვნის გარეშე, მაგრამ მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების პირობით, მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების პაკეტში დაამატოს მომსახურების ის ახალი სახე (სახეები), რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მომხმარებელს არ სთავაზობდა.

გ) მე-105 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ვ) ქვეპუნქტი:

„ვ) უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ როუმინგული მომსახურების მიღების ქვეყანაში მოქმედი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის  მომხმარებლისთვის მიწოდებას;

დ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. გაწეული მომსახურების საფასური მომხმარებელს ერიცხება მომსახურების გაწევიდან არაუგვიანეს სამი თვისა, ხოლო ანგარიში წარედგინება გაწეული მომსახურების საფასურის დარიცხვიდან არაუგვიანეს მომდევნო ერთი თვისა.”

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტი, გარდა გ) ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ხოლო პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი 2011 წლის 1 სექტემბერს.

                კომისიის წევრები                                                                                       ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები