,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თა

ნომერი: 9 /

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №9

ქ. თბილისი                                                                           28 დეკემბერი 2007 წელი    

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ადგენს:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებულ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” (სსმ N39, 23.03.2006, მუხლი 468)  შევიდეს  ცვლილება და მისი მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 8. პერსონალური ინფორმაცია

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია არ გასცეს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი საქართველოს კანონით.”

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონით დადგენილი წესით.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                 გ. არველაძე

წევრი                                                                            ზ.ნონიკაშვილი

წევრი                                                                            დ.პატარაია

წევრი                                                                             გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები