,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თა

ნომერი: 1 /

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2009

მიღების თარიღი იანვარი 30, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება N 1

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების  მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის

N3 დადგენილებაში  ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ადგენს:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებულ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” (სსმ III, 23.03.2006წ., N39,  მუხლი 468)  შევიდეს  შემდეგი  ცვლილებები და დამატებები:

ა)  მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დაზიანებად ითვლება კავშირის დარღვევის ყოველი ფაქტი, რომელიც დადასტურებულია გამზომ-გამსინჯავი მოწყობილობის საშუალებით, მომხმარებლის (აბონენტის) გამოკითხვით და რომელიც ზღუდავს შეთავაზებული მომსახურებებიდან ერთ-ერთს, მათ შორის ინტერნეტ-მომსახურების მიღებას.”

ბ) მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საკაბელო (სპილენძის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სხვა).”

გ) მე-181  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კავშირის ყველა სახის დაზიანება უნდა აღმოიფხვრას შემდეგ ვადებში:

            ა) სასადგურო–სააბონენტო დაზიანებები განაცხადის შემოსვლიდან 3 სთ–ის განმავლობაში;

            ბ) სატელეფონო ქსელებში სახაზო–სააბონენტო დაზიანებები:

            ბ.ა)  საჰაერო შემყვანით დადგმული ტელეფონების აღდგენა, თუ ხაზის სიგრძე არ აღემატება 120 მეტრს და ხაზი არ მოითხოვს შეცვლას იმავე დღეს, თუ განაცხადი შემოვიდა 15 სთ–მდე;

            ბ.ბ) თუ საჰაერო ხაზის სიგრძე აღემატება 120მ. და ხაზის დაზიანებული ნაწილი მოითხოვს შეცვლას განაცხადის შემოსვლიდან 24 სთ–ის განმავლობაში;

            ბ.გ) ტრანზიტულად დადგმული ტელეფონების აღდგენა, რომლებიც გადიან რამდენიმე ასს –ის ზონაში განაცხადის შემოტანიდან 12 სთ–ის განმავლობაში;

            გ) სატელეფონო ქსელში საკაბელო დაზიანებები დამაბოლოებელ მოწყობილობებში: (გამანაწილებელი ყუთები, ბოქსები, საკაბელო           ყუთები, დამცავი ზოლი და სხვა). მაგისტრალურ და გამანაწილებელ კაბელებში დაზიანებული წყვილების შეცვლა განაცხადის შემოტანიდან იმავე დღეს, თუ განაცხადი შემოვიდა 15 სთ–მდე, ხოლო დამაბოლოებელი მოწყობილობის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში 48 საათის განმავლობაში;

            დ) დაზიანებები სადგურთაშორისო, მაგისტრალურ და გამანაწილებელ კაბელებში, თუ გაზომვების შედეგად დადგენილია, რომ კაბელი მთლიანად არ არის დაზიანებული და მის აღსადგენად საჭიროა ქუროს გახსნა:

            დ.ა) 200X2 წყვილამდე – 36 საათის განმავლობაში;

            დ.ბ) 400X2 წყვილამდე – 48 საათის განმავლობაში;

            დ.გ) 600X2 წყვილამდე – 60 საათის განმავლობაში;

            დ.დ) 800X2 წყვილამდე – 72 საათის განმავლობაში;

            დ.ე) 1200X2 წყვილამდე – 80 საათის განმავლობაში;

            დ.ვ) ოპტიკური კაბელი – 3 საათის განმალობაში;

            ე) თუ კაბელის დაზიანების აღსადგენად შესაცვლელია კაბელის დაზიანებული მონაკვეთი ან აუცილებელია კაბელის ნაჭერის ჩამონტაჟება:

            ე.ა) 200X2 წყვილამდე – 72 საათის განმავლობაში;

            ე.ბ) 400X2 წყვილამდე – 96 საათის განმავლობაში;

            ე.გ) 600X2 წყვილამდე – 120 საათის განმავლობაში;

            ე.დ) 800X2 წყვილამდე – 144 საათის განმავლობაში;

            ე.ე) 1200X2 წყვილამდე – 160 საათის განმავლობაში;

            ე.ვ) ოპტიკური კაბელი – 5 საათის განმალობაში.

            ვ) სადგურთაშორისო კავშირის აღდგენა შემოვლითი ხაზების გამოყენებით განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში;

            ზ) დაზიანებების იმ კატეგორიისათვის, რომლის გამომწვევი მიზეზია სხვა პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დაზიანების აღდგენის დადგენილი ვადები არ მოქმედებს. მსგავსი დაზიანებები აღდგენილი უნდა იქნას სხვა პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული დაზიანების გამოვლენიდან 96 საათის განმავლობაში.”

            დ) მე-181  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

            ,,3. ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ნებისმიერი სხვა შეფერხება, რომლის აღმოფხვრის ვადაც არ არის განსაზღვრული წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში, უნდა აღმოიფხვრას არაუგვიანეს 24 საათისა, თუკი ის არ არის გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოებებით ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო  მომსახურების მიმწოდებელი  სხვა კომპანიების ქსელის გაუმართაობით.”

            ე) მე-181  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 ,,4. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება ხორციელდება სხვა ავტორიზებული პირის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, ავტორიზებული პირები ერთობლივად ვალდებულნი არიან მათ შორის დადებულ შესაბამის  ხელშეკრულებებში გაითვალისწინონ დაზიანებათა აღმოფხვრის წესები და ვადები ამ რეგლამენტის შესაბამისად.”

            2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონით დადგენილი წესით.

            3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კომისიის თავმჯდომარეს

მოვალეობის შემსრულებელი                                                     . ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                     . ნონიკაშვილი 

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                     . კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები