“ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

ნომერი: 7 /

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2010

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების  მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზესაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებულ  “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” (სსმ III, 23.03.2006 წ. N39, მუხლი 468) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

ფ) შეტყობინება – მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, წერილობითი ან სატელეფონო (ტელეფონოგრამა) შეტყობინების ფორმით, აგრეთვე ინტერნეტში საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსების გზით; შეტყობინების მისაწოდებლად დამატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების გამოყენებით ინფორმაციის (ცნობის) საჯაროდ გავრცელება;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) წუთობრივი მომსახურების საფასურიმომსახურების მიმწოდებლის  მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული ისეთი ელექტრონული საკომუნიკაციო მოსახურებისთვის დადგენილი საფასური, რომელიც გამოითვლება წუთობრივად (ადგილობრივი, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო, მობილური სატელეფონო კავშირით და სხვა მომსახურებისათვის დადგენილი საფასური); წუთობრივი მომსახურების საფასურის დარიცხვა ხორციელდება გაწეული მომსახურების წამობრივი სიზუსტით;”

გ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მომსახურების მიმწოდებელი განცხადებას ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების შესახებ აკმაყოფილებს და ქსელში ჩართვას უზრუნველყოფს 15 სამუშაო დღის ვადაში რიგითობის წესით, თანაბარი პირობებით, დისკრიმინაციის გარეშე, იმ უპირატესობების და შეღავათების გათვალისწინებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.“

) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. მომსახურების მიმწოდებელი:

ა) მომხმარებელს გაწეული მომსახურებისთვის საფასურს არიცხავს წამობრივი სიზუსტით;

ბ) მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების შეცვლის შემთხვევაში, უზრუნველყოფს შეტყობინებით მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის  მიწოდებას ახალი ტარიფებით მომსახურების დაწყებამდე, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა;“

) მე-104 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. განხორციელებული საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ზარების ღირებულება განისაზღვრება სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობისა და სატარიფო პირობების მიხედვით; საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი გაწეული მომსახურებისთვის მომხმარებელს  საფასურს არიცხავს წამობრივი სიზუსტით.”

) მე-105 მუხლის მე-2 პუნქტის ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მომხმარებელს გაწეული მომსახურებისთვის საფასურს არიცხავს წამობრივი სიზუსტით;“

) მე-105 მუხლის მე-2 პუნქტის ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოთხოვნის შემთხვევაში, როუმინგული მომსახურების გათიშვის დღიდან 30 დღის განმავლობაში  უბრუნებს აბონენტს როუმინგული მომსახურების დეპოზიტიდან დარჩენილ თანხას.“

თ) დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-121 მუხლი:

”მუხლი 121.  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება ზეპირი გარიგების საფუძველზე

1. ზეპირი გარიგების საფუძველზე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გაწევა შესაძლებელია ამ რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში;

2.იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება ამ რეგლამენტის შესაბამისად მიეწოდება ზეპირი გარიგების საფუძველზე, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამავე მუხლით განსაზღვრული მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის ეფექტური ხელმისაწვდომობა იმგვარად, რომ მომხმარებელმა შეძლოს ამ ინფორმაციის შენახვა და ნებისმიერ დროს გამოყენება. ინფორმაციის ეფექტური ხელმისაწვდომობა მოიცავს სარეკლამო ბუკლეტების გავრცელებას, ვებ-გვერდიდან განსაზღვრული ფორმატის ფაილის გადმოტვირთვის შესაძლებლობას და სხვ.“

) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომსახურების შეზღუდვა ხორციელდება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ უშუალოდ ან ამ უკანასკნელის მიერ მომსახურების სხვა მიმწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული წესით;“

) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებელით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეზღუდვა დაიშვება მომხმარებლის წინასწარი შეტყობინებიდან არა უადრეს 3 დღისა, სამუშაო  დღის წინა სამუშაო დღეს.“

) მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებელით მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეზღუდული მომსახურების აღდგენა ხდება შეზღუდვის მიზეზების აღმოფხვრიდან არა უგვიანეს მეორე დღის დასრულებამდე.“

) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14.   მომსახურების შეწყვეტა

1. ადგილობრივი ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტა დაიშვება მომხმარებლის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 60 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გარდა, სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების  მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტა დაიშვება მომხმარებლის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 45 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში;”

) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17.  მომსახურების  შეჩერება

1. ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის წერილობითი ურთიერთშეთანხმებით, შესაძლებელია ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების დროებით შეჩერება სააბონენტო ნომრის შენარჩუნებით შემდეგი პირობებით:

ა)  სააბონენტო გადასახდელის წინასწარი გადახდით;

ბ) სააბონენტო გადასახდელის გადახდის გარეშე, რა დროსაც მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია სატელეფონო ნომერი დროებითი სარგებლობისათვის გადასცეს სხვა მომხმარებელს.

2. მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის წერილობითი ურთიერთშეთანხმებით, შესაძლებელია მომსახურების დროებით შეჩერება, სააბონენტო ნომრის შენარჩუნებით, მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული პირობებით.“

ო) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-7 პუნქტი:

”7. დაუშვებელია გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა.”

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

კომისიის თავმჯდომარე                                                                        ი.ჩიქოვანი

                კომისიის წევრები                                                                                       ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები