„კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმ

ნომერი: 1 /

გამოქვეყნების თარიღი მარტი 27, 2014

მიღების თარიღი მარტი 27, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2014 წლის 27 მარტი

ქ.თბილისი

„კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N 3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილებაში (სსმ III, 09.11.2009 № 138 მუხ. 1594) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე“.

2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. დამტკიცდეს   “საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების შემდეგი წესი: ა) საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს  საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისის შემთხვევისა;

ბ) საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე)  წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და სიხშირით;

გ) დასავლური წარმოების მხატვრული ფილმი არის პროდუქცია, რომელიც წარმოებულია აშშ-სა და კანადაში, აგრეთვე ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია “ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია;

დ) ამ პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ვალდებულია მის სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები, მისი თვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების არანაკლებ 10% ოდენობით.  თუ ერთი თვის მანძილზე სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია არასახელმწიფო ენაზე წარმოებული არა უმეტეს 10 მხატვრული ფილმისა, მაშინ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირებით განთავსდება 1 დასავლური წარმოების მხატვრული ფილმი მაინც;

ე) თუ ამ პუნქტის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქცია თვის სამაუწყებლო ბადეში მეორდება, განმეორებითი განთავსება უნდა განხორციელდეს იმავე ენაზე, რა ენაზეც პირველად იქნა ჩასმული სამაუწყებლო ბადეში; გამეორება არ ითვლება ცალკე განთავსებად".

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები