კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწ

ნომერი: 3 /

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 30, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის, 51-ე და 511-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია,

 ადგენს:

1. დამტკიცდეს ”კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის  პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების შემდეგი წესი:

ა) არასახელმწიფო ენაზე (ქართულ და აფხაზურ ენებზე წარმოებული ფილმების გარდა)  წარმოებული მხატვრული, ასევე დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში განთავსდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით;

ბ) კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები, აგრეთვე  საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებენ არასახელმწიფო ენაზე  წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულნი არიან სამაუწყებლო ბადეში განათავსონ დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და სიხშირით;

გ) დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები არის პროდუქცია, რომელიც წარმოებულია   აშშ-სა და კანადაში, აგრეთვე ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია  ”ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია;

დ) დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში განთავსება მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირებით;

ე) ამ პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძო ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვალდებულია მის  სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები, მისი თვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების 20% ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს კვირაში 4 მხატვრული ფილმისა. თუ ერთი თვის მანძილზე, სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია არასახელმწიფო ენაზე წარმოებული 4 მხატვრული ფილმი, მაშინ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირებით, განთავსდება 1 დასავლური წარმოების მხატვრული ფილმი;

ვ) თუ ამ პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქცია თვის სამაუწყებლო ბადეში მეორდება, განმეორებითი განთავსება უნდა განხორციელდეს  იმავე ენაზე, რა ენაზეც პირველად იქნა ჩასმული სამაუწყებლო ბადეში; გამეორება არ ითვლება ცალკე განთავსებად;

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება იმ მაუწყებელზე, რომელსაც თვის სამაუწყებლო ბადეში 4-ზე ნაკლები არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმი აქვს განთავსებული,

3. კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა,  რომელიც მაუწყებლობს ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ ყველა სამაუწყებლო ზონაში, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება დაიწყონ 2010 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ყველა სხვა მაუწყებელმა 2010 წლის 1 ივლისიდან;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                     ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                    კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                    ა. სიხარულიძე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები