კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწ

ნომერი: 2 /

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2010

მიღების თარიღი მაისი 14, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება № 2

       “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილებით დამტკიცებულ “კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 09.11.2009 № 138 მუხლი 1594) შევიდეს შემდეგი რედაქციის ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს  ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი  განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით  განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა;

ბ) პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ) კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმებს,  ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით,  ამ დადგენილებით განსაზღვრული სიხშირით;

გ) პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;

დ) პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ე) ამ პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძო ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვალდებულია მის სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები, მისი თვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების არანაკლებ 30%-ს ოდენობით. თუ ერთი თვის მანძილზე სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია არასახულმწიფო ენაზე წარმოებული არა უმეტეს 5 მხატვრული ფილმისა, მაშინ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით განთავსდება 1 დასავლური წარმოების მხატვრული ფილმი მაინც;”

ე) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას;

2. კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად თვის სამაუწყებლო ბადეში მხატვრული ფილმების ამ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული პროცენტული გაანგარიშებით განთავსება უზრუნველყონ  ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 2 თვის შემდეგ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წევრი                                                                                                               სოფიო ბრიტანჩუკი

წევრი                                                                                                           კარლო კვიტაიშვილი

წევრი                                                                                                               აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები