მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 7 /

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 23, 2013

მიღების თარიღი აგვისტო 23, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

                              დადგენილება N7

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.017018 ვებ-გვერდი 25.07.2013) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

დამტკიცდეს „მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმები თანდართული სახით (დანართი N1, დანართი N2, დანართი  N3);

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                           კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                          ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                          სოფიო ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები