“მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 5 /

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 31, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”), “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად

ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესები”.

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                     ზ. ნონიკაშვილი

წევრი                                                                       დ. პატარაია

წევრი                                                                       გ. ფრუიძე                                  

დამტკიცებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

                                                  2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებით                 

მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და

კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესები “

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. დებულების მიზნები

ეს დებულება შემუშავებულია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. წინამდებარე დებულებით დგინდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) მიერ, კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, კვლევისა და ანალიზის ჩატარების გამჭვირვალე პროცედურები და მეთოდოლოგიური წესები, რომლებიც მოიცავენ: საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის; ამ სეგმენტებზე ავტორიზებული პირების საქმიანობაში კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების; მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის, ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების და მათთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დადგენის; აგრეთვე, წილების შეძენისა და შერწყმისას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შესაძლო დარღვევის ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოსავლენად წინასწარი გამოკვლევის ჩატარების მეთოდოლოგიურ წესებსა და პირობებს.

მუხლი 2.  დებულებაში გამოყენებული ტერმინები

1. ამ დებულებაში გამოიყენებულ ტერმინებს აქვს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში მოცემული განმარტებები.

2. დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) აუნაზღაურებადი დანახარჯები – გაწეული საინვესტიციო დანახარჯების ის მოცულობა, რომლის ანაზღაურებაც, საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შეუძლებელია გონივრულ ვადაში;

) ბაზარზე შესვლის დაბრკოლება (არასისტემური ბარიერი) - გარემოება ან მოქმედი ავტორიზებული პირის ან პირთა ჯგუფის ერთობლივი ქმედება, რომელიც ზღუდავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ახალი ავტორიზებული პირის (ბაზარზე შემომსვლელი ახალი ეკონომიკური აგენტის) მიერ საქმიანობის დაწყებას, ამ სეგმენტზე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას ან მიღებას, მის შესაძლებლობას კონკურენცია გაუწიოს მოქმედ აგენტებს და უფრო ფართო და ხელმისაწვდომი გახადოს მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;

) ბაზარზე შესვლის სისტემური დაბრკოლება - დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც განაპირობებს ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის დაწყების ან საქმიანობის წარუმატებლად განხორცილების შემთხვევაში, მინიმალური ფინანსური დანაკარგებით (დანახარჯებით), მისი შეწყვეტის შეუძლებლობას. ამგვარი დაბრკოლება არ არის განპირობებული ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკრეტული ავტორიზებული პირის ან პირთა ჯგუფის ქმედებით და დაკავშირებულია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში საქმიანობის განხორციელების საერთო ეკონომიკურ რისკ-ფაქტორებთან, მათ შორის: საქმიანობის წამოწყებისას აუნაზღაურებადი კაპიტალური დანახარჯების მაღალ წილთან, აქტივების დაბალ ლიკვიდურობასთან, საფონდო ბაზრის ინფრასტრუქტურის განუვითარებლობასთან, ეკონომიკური აგენტის დაბალ საფონდო კაპიტალიზაციასთან, ბიზნეს-საქმიანობის შეწყვეტის მაღალ ტრანზაქციულ ხარჯებთან და სხვა. ბაზარზე შესვლის სისტემურ დაბრკოლებად განიხილება ავტორიზებული პირების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული მარეგულირებელი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე რისკ-ფაქტორებიც;

) ბაზრის სტრუქტურა - ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციისათვის დამახასიათებელი რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებლების (ფაქტორების) ერთობლიობა, რომელიც მოიცავს: ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობას, ამ სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული პირების რაოდენობას, მათ მიერ დაკავებულ ფარდობით წილებს (გაზომვის შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში), საბაზრო კონცენტრაციის მაჩვენებლებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ოდენობას, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სხვა მაჩვენებლებს; 

) გონივრული  ვადა – დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და დინამიური ფაქტორების გათვალისწინებით, კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგად კომისიის მიერ მიღებული მარეგულირებელი ხასიათის გადაწყვეტილებები პერსპექტივაში არსებით გავლენას მოახდენს კონკურენციის პირობებზე;

) დელტა - შერწყმამდე და ამ ტრანზაქციის სავარაუდო განხორციელების შემდეგ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონცენტრაციის მაჩვენებლის (HHI) რაოდენობრივი ცვლილება.

) დისკრიმინაციული სატარიფო პოლიტიკა - მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებისათვის (სეგმენტირებულ ბაზარზე) ერთი და იმავე სახის და მოცულობის მომსახურების განსხვავებული ტარიფებით მიწოდება ან შეთავაზება (III ხარისხის დისკრიმინაცია), ან მომხმარებლისათვის განსხვავებული ტარიფებით სხვადასხვა მოცულობის მომსახურების მიწოდება ან შეთავაზება (II ხარისხის დისკრიმინაცია), ან სხვადასხვა მომხმარებლებისათვის მომსახურების ერთეული მოცულობის განსხვავებული ტარიფებით მიწოდება ან შეთავაზება (I ხარისხის დისკრიმინაცია);

) დისკრიმინაცია - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ სხვა ავტორიზებული პირებისათვის ან მომხმარებლებისათვის, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნების პირობებში, საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდების არაერთგვაროვანი პირობების შეთავაზება ან დადგენა;

) ეკონომიკური აგენტი - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე კომისიის მიერ ავტორიზებული პირი, რომელიც განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, საქართველოს ტერიტორიაზე ეწევა სამეწარმეო (ეკონომიკურ) საქმიანობას ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების სფეროში;

) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი - ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების (პროდუქტის) ბაზრის შესაბამისი სეგმენტი, სადაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ბოლო მომხმარებლისათვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;

) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტი - ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების (პროდუქტის) ბაზრის შესაბამისი სეგმენტი, სადაც ავტორიზებული ოპერატორი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას და საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საბითუმო მიწოდებას სხვა მსურველი ავტორიზებული პირისათვის, მის მიერ ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად;

) ერთობლივი ქმედება - ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირების შეთანხმებული (კოორდინირებული) მოქმედება, მათ შორის ისეთი სახის, რომელიც არ გამომდინარეობს ამ პირებს შორის სახელშეკრულებო ან სხვა ურთიერთობებიდან (აფილირებული პირები). ერთობლივ ქმედებად განიხილება იმგვარი გარემოებაც, როდესაც ბაზრის საცალო ან საბითუმო სეგმენტზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა, მისი სტრუქტურა ან ქსელებს შორის ინფრასტრუქტურული კავშირი ხელს უწყობს ავტორიზებულ პირებს, ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად განახორციელონ კორელირებული მოქმედებები, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ბაზრის ამ სეგმენტებზე მათ მიერ საბაზრო ძალაუფლების მოპოვებას ან შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას;  

) კომპლემენტარული მომსახურების სახეები - ურთიერთდამატებითი მომსახურების სახეების ჯგუფი, სადაც ერთი მომსახურების სახეზე მოთხოვნის ფარდობითი ზრდა შედეგად იწვევს მეორე მომსახურებაზე მოთხოვნის ფარდობით ზრდას;

) მასშტაბი განპირობებული ეკონომია (მაშტაბის ეკონომია) - ავტორიზებული პირის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების (ან პროდუქტის) პირობით ერთეულზე გაწეული საშუალო დანახარჯების შემცირების ეფექტი, რომელიც განპირობებულია გაწეული მომსახურების საერთო მოცულობის ზრდით;

) მომსახურების სახეების მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომია (მრავალფეროვნების ეკონომია) - ავტორიზებული პირის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების (ან პროდუქტის) პირობით ერთეულზე გაწეული საშუალო დანახარჯების შემცირების ეფექტი, რომელიც განპირობებულია ერთგვაროვანი ტექნოლოგიური პროცესით მიწოდებული მომსახურების მრავალფეროვანი სახეობების საერთო მოცულობის ზრდით;

) მიწოდების მხარის ჩანაცვლების ელასტიურობა ავტორიზებული პირის მიერ მიწოდებული (ან დაგეგმილი) მომსახურების მოცულობის ფარდობითი ზრდა, რომელიც განპირობებულია  ამ მომსახურების სახეზე ფასების (ტარიფების) საერთო დონის ფარდობითი ზრდით;

) მყიდველის უპირატესი ძალაუფლება – მონოპსონიურ (ან მაღალკონცენტრირებულ ოლიგოპსონიურ) ბაზრის სეგმენტზე მომხმარებლის საბაზრო უპირეტესობა მომსახურების მიმწოდებელთან შედარებით, როდესაც მან შეიძლება არსებითი გავლენა მოახდინოს მიმწოდებლის მიერ მომსახურების პირობების, მათ შორის: მიწოდებული მომსახურების მოცულობის, ტარიფების, და სხვა დაკავშირებული პირობების დადგენაზე;

) მოთხოვნის მხარის ჩანაცვლების კროსელსტიურობამომსახურების სახეზე მოთხოვნილი (ან მოხმარებული) მოცულობის ფარდობითი ცვლილების შეფარდება მეორე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეზე სატარიფო განაკვეთის ფარდობით ცვლილებასთან;

) მოთხოვნის მხარის ჩანაცვლების დანახარჯი - დამატებითი ერთჯერადი ან განმეორებადი დანახარჯი, რომელიც უნდა გასწიოს მომხმარებელმა ერთი მომსახურების სახის ურთიერთშენაცვლებადი მომსახურებით ჩანაცვლებისას. ენდოგენური ჩანაცვლების დანახარჯები დაკავშირებულია მომსახურების მიღებისას მომხმარებლის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევასთან, როგორიცაა მაგალითად საცნობარო მომსახურების მიღებისათვის ან ანგარიშსწორებისათვის სერვის ცენტრში მისვლის (სატრანსპორტო) დანახარჯები. ეგზოგენული ჩანაცვლების დანახარჯები დაკავშირებულია მომსახურების ჩანაცვლებისას ავტორიზებული პირის (ან პირების) მიერ მომხმარებლისათვის დამატებითი დანახარჯის დაკისრებასთან, მაგალითად ავტორიზებულ პირებს შორის გაფორმებული დაშვების ხელშეკრულების პირობების შესაძლო ცვლილებისას დამატებითი ხარჯის გაწევის მოთხოვნასთან;

) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი საზღვრების დადგენა – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მიკუთვნებული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფის და შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრა;

) მონოპსონიური ბაზრის სტრუქტურა - ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სტრუქტურული ანალიზის შეფასება, როდესაც ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებულია კონკურენტული მოთხოვნა მხოლოდ ერთი მომხმარებლის მხრიდან;

) მომსახურების დივერსიფიცირებული ნაკრები - მომსახურების ნაკრებში (კალათაში) სხვადასხვა მომსახურების სახეების ჩართვა და ერთგვაროვანი ტარიფით მომხმარებლისათვის მიწოდება;

) ოლიგოპოლიური ბაზარის სტრუქტურა – ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სტრუქტურული ანალიზის შეფასება, როდესაც ამ სეგმენტზე საქმიანობას (მომსახურების მიწოდებას) ახორციელებენ მცირე  რაოდენობის (3-დან 9-მდე) ეკონომიკური აგენტები, მომხმარებლების მხრიდან კონკურენტული მოთხოვნა საკმარისად მაღალია და თითოეულ ეკონომიკურ აგენტს საკუთარი ქმედებით შეუძლია გავლენა იქონიოს სხვა მოქმედი ეკონომიკური აგენტების ქმედებებზე ან გადაწყვეტილებებზე და გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ცვლილებები ბაზრის სტრუქტურაში; 

) საერთაშორისო ბენჩმარკი - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაში, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში საქმიანობის რაიმე მაჩვენებლის, მაგალითად ტარიფების აბსოლუტური დონის, აგრეთვე მათი თანაფარდობების, ელასტიურობის და სხვა მაჩვენებლების შეფასებითი ოდენობა; 

) საბაზრო უპირატესობა – ავტორიზებული პირის ისეთი ტექნოლოგიური, საავტორო-საპატენტო, ფინანსურ-ეკონომიკური, ქსელების ინფრასტრუქტურულ-ორგანიზაციული ხასიათის, ან სხვა სახის უპირატესობა, რომლის ფლობა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მის მიერ შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია და რომლის მოპოვება იმავე ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სხვა ავტორიზებული პირებისათვის რთული და დროში ხანგრძლივი პროცესია, ან მოითხოვს მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციების განხორციელებას;

) სატარიფო სუბსიდირება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ ერთი მომსახურების სახიდან, ან მომხმარებელთა ერთი ჯგუფიდან მიღებული შემოსავლებით მეორე მომსახურების სახეზე, ან მეორე მომხმარებელთა ჯგუფის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების დაფინანსება;

) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები - სახის, ხარისხის, საფასურის და სხვა მახასიათებლების მიხედვით ერთგვაროვანი მომსახურების სახეები, რომლებიც ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების თავისებურებების, ხარისხის, ტარიფების დონეებისა და სხვა სამომხმარებლო მახასიათებლების მიხედვით ერთობლიობაში იმდენად მსგავსია, რომ მომხმარებელი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი მომსახურება მეორეთი;

) ფაქტორის მიმართ ელასტიურობა - მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნილი ან მიმწოდებლის მხრიდან მიწოდებული მომსახურების (ან პროდუქტის) მოცულობის ფარდობითი ცვლილება, რომელიც განპირობებულია რაიმე ფაქტორის (მაგალითად ფასების დონის, მომხმარებლის საერთო შემოსავლების ან სხვა) ფარდობითი ცვლილებით;

) ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტი – რაოდენობრივი ანალიზის ჰიპითეზური დაშვება, რომლის დროსაც ანალიზდება რაიმე ანალიზური ფაქტორის, ან მაჩვენებლის ფარდობითი ცვლილება, რომელიც განპირობებულია მცირე (5%-დან 10%-მდე), მაგრამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ხასიათის ტარიფების დონეების ფარდობითი ცვლილებით. მაგალითად, მომსახურების სახეზე ტარიფის ფარდობითი მატებით ამ მომსახურების სახეზე განცალკევებული შემოსავლის ფარდობითი ცვლილების შეფასება, ან ტარიფების ცვლილების შემთხვევაში ურთიერთშენაცვლებადობის რაოდენობრივი მახასიათებლების ან გეოგრაფიული არეალის საზღვრების ფარდობითი ცვლილების რაოდენობრივი შეფასება და სხვა;

თავი II. კონკურენციის წინასწარი რეგულირება

მუხლი  3.  კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნები

1. კომისიის მიერ კონკურენციის წინასწარი რეგულირება ხორცილდება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული და მსურველი პირების მიერ საქმიანობის განხორციელების ან დაწყებისას ღია და თანასწორუფლებიანი პირობების უზრუნველყოფისათვის, ეფექტიანი, გრძელვადიანი კონკურენტული საბაზრო გარემოს ჩამოყალიბებისათვის  და მიზნად ისახავს:

) ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებსა და საშუალებებში ინვესტიციების წახალისებას და ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობას;

) ერთი ან რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებას;

) ავტორიზებული პირების საქმიანობის მარეგულირებელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების მართვის გამჭვირვალე სტრუქტურის უზრუნველყოფას;

) მომხმარებლებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას;

) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების საქმიანობის, შერწყმისა და წილის შეძენის დროს გამჭვირვალე, ობიექტური და ეფექტიანი მარეგულირებელი რეჟიმის არსებობას.

2. კომისიის მიერ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მუხლებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორცილებისას კონკრეტულ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით კვლევისა და ანალიზის ჩატარების აუცილებლობა განისაზღვრება შემდეგი მეთოდოლოგიური კრიტერიუმების გათვალისწინებით:

) თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე აშკარად იკვეთება არაგარდამავალი (არადროებითი) ხასიათის მაღალი შესვლის დაბრკოლების არსებობა, რომელიც განპირობებულია კონკრეტული ავტორიზებული პირის ან ერთობლივად, პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის ფლობით, ან დაკავშირებულია ამ სეგმენტზე ავტორიზებული პირების საქმიანობის მარეგულირებელი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე რისკ-ფაქტორებთან;

) კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას კვლევისა და ანალიზის ჩატარების აუცილებლობის საფუძველს წარმოადგენს იმ გარემოების გაანალიზება, თუ რამდენად შესაძლებელია კომისიის მხრიდან მარეგულირებელი ჩარევის გარეშე, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების დაძლევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც კონკურენციის არსებული პირობები და მისი განვითარების ტენდენცია საკმარისად დამაკმაყოფილებელია;  

მუხლი 4.  კონკურენციის წინასწარი რეგულირებისა და ბაზრის ანალიზის პრინციპები

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის წინასწარი რეგულირება, აგრეთვე შესაბამისი კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას ანალიზური ფაქტორებისა და კრიტერიუმების შერჩევა, ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთა ჯგუფის დადგენა, ასევე, მათზე დასაკისრებელი სპეციფიკური ვალდებულებების არსებითი პირობების განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:

) ობიექტურობის პრინციპი - კომისიის მიერ ბაზრის შესაბამისი ან მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების განსაზღვრის, აგრეთვე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთა ჯგუფის დადგენის და სპეციფიკური ვალდებულებების ობიექტურად დაკისრების მიზნით კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის ობიექტური ანალიზური ფაქტორები და კრიტერიუმები, რომლებიც გამჭვირვალედ და ერთგვაროვნად განსაზღვრავენ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მქონე ავტორიზებული პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვას, ბაზრის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების შექმნას, საბაზრო უპირატესობის ბოროტად გამოყენების ხასიათს და არაკონკურენტული ერთობლივი ქმედებების განხორციელების შესაძლებლობებს;

) ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტულობის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის მიერ კონკურენციის წინასწარი რეგულირების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების, მათ შორის ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების  სახეების ფუნქციურ, სამომხმარებლო და ეკონომიკურ მახასიათებლებს, ხოლო მეორეული მნიშვნელობა - ავტორიზებული პირების მიერ მომსახურების ამ სახეების მიწოდებისას გამოყენებულ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს;

) ფუნქციონალური ექვივალენტობის პრინციპი – კომისიის მიერ სხვადასხვა ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტულობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას ექვივალენტური ფუნქციონალური კრიტერიუმები და ანალიზური ფაქტორები მსგავს შემთხვევებში გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანად;

) მინიმალური საჭირო რეგულირების პრინციპი – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას კომისიის მიერ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი არსებითი პირობები უნდა დადგინდეს იმ მინიმალური მოცულობის ფარგლებში, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წახალისებას, შესვლის დაბრკოლებების შემცირებას და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ან პირთა ჯგუფის მხრიდან საბაზრო უპირატესობის უხეშად გამოყენების შეუძლებლობას;

) პროპორციულად თანაზომადობის პრინციპი – კომისიის მიერ კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას, ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე თითეულ ავტორიზებულ პირს უნდა დაეკისროს პროპორციულად თანაზომადი პირობებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები, ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ხასიათის გათვალისწინებით;

) გამჭვირვალეობის და არადისკრიმინაციულობის დაცვის პრინციპი – კომისიის მიერ კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით ბაზრის შესაბამის, ან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა ჯგუფისათვის სპეციფიკური ვალდებულების დაკისრება და ამ ვალდებულებების არსებითი პირობების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს არადისკრიმინაციულად და გამჭვირვალედ, იმდენად, რომ თითეული პირისათვის ნათელი იყოს დაკისრებული ვალდებულების ხასიათი და მისი შესრულების კონკრეტული პირობები;

) მომავალ პერიოდზე ორიენტირებულობის პრინციპი – კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას კვლევისა და ანალიზის ჩატარება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება უნდა განხორციელდეს მომავალი პერიოდის გონივრულ ვადაზე ორიენტირებით, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გრძელვადიანი ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარება-გაფართოების ტენდენციისათვის დამახასიათებელი დინამიური და სტატიკური ფაქტორების გაანალიზებით. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონკურენციის მახასიათებლების ანალიზთან დაკავშირებული დროითი მონაცემების (დროითი მწკრივების) შეფასებისა და პროგნოზირებისას გამოყენებული უნდა იქნეს ადექვატური ანალიტიკური მეთოდოკა (შეფასებისა და პროგნოზირების ანალიზური ინსტრუმენტები). 

მუხლი 5. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების ჰარმონიზებული წესები

ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების, ამ სეგმენტის კონკურენტულობის კვლევისა და ანალიზის ჩატარების, ავტორიზებული პირის ან პირთა ჯგუფის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენის, ასევე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას კომისია ითვალისწინებს საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის “გენერალურ შეთანხმებას მომსახურებით ვაჭრობაზე“.

თავი III. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის, აგრეთვე წილების

შეძენისა და შერწყმის წინასწარი რეგულირებისას კვლევისა და  

ანალიზის ჩატარების ზოგადი წესები

მუხლი 6. კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას, აგრეთვე წილების შეძენისა და შერწყმისას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების პირობები

1. კომისიის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით კვლევისა და ანალიზის ჩატარების საფუძველს წარმოადგენს:

) ავტორიზებული პირის მოთხოვნა, რომელიც ობიექტურად ასაბუთებს ბაზრის შესაბამისი სეგმენტის არაკონკურენტულობას, მისი კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია;

) სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნა, რომლიც ასაბუთებს ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას, და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია;

) კომისიის საკუთარი ინიციატივა, თუ ბაზარის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუქტურა და კონკურენციის ობიექტური მახასითებლები ნათლად ცხადყოფენ, რომ არსებული მდგომარეობის განვითარება მომავალში შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას;

2. კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3.კონკრეტული მოთხოვნის, ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის დაწყებისას კომისია უფლებამოსილია, დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება მომსახურების მთლიანი ბაზრის, ან მისი ცალკეული ან მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე, ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მეთოდოლოგიური კრიტერიუმების გათვალისწინებით.

4. კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის დაწყებისას კომისია ატარებს საკითხის პირველად მოკვლევას, რომლის მიზანია მოთხოვნაში ან შეტყობინებაში წარმოდგენილი არგუმენტების წინასწარი შეფასება და ბაზრის კონკურენტულობის დეტალური, მთლიანი, თუ ცალკეული, ან მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების აუცილებლობისა და, ამავე დროს, მიზანშეწონილობის დადგენა.

5. შერწყმის ან წილის შეძენის წინასწარი რეგულირების მიზნით კომისია უფლებამოსილია, შერწყმის ან წილების შეძენის განზრახვის თაობაზე ავტორიზებული პირის მიერ კომისიისათვის მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატაროს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებულ მდგომარეობაზე ავტორიზებული პირის (ან პირების) მიერ განზრახული შერწყმის ან წილის შეძენის შესაძლო გავლენის კონფიდენციალური გამოკვლევა, რომლის მიზანია აღნიშნული ოპერაციის (ტრანზაქციის) შედეგად ჩამოყალიბებული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვებით, ან ბაზარზე შესვლის დაბრკოლების შექმნით კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შეფასება და კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის თავიდან ასაცილებლად ტრანზაქციაში მონაწილე პირებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება.

6.  ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირებისათვის კვლევისა და ანალიზის დაწყების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს მოთხოვნაში ან საკუთარ ინიციატივაში წარმოდგენილი არგუმენტების შეფასების, მათ შორის კვლევისა და ანალიზის დაწყების აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის, აგრეთვე ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მთლიანი თუ ცალკეული ან მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების კონკურენტულობის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე პირველადი მოკვლევის შედეგები.

მუხლი 7.  კვლევისა და ანალიზის ჩატარების პროცედურები

საცალო ან საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით კვლევა და ანალიზი ტარდება ამ დებულების მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად. კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას უნდა განხორციელდეს:

1. საცალო ან საბითუმო ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების განსაზღვრა, რომელიც მოიცავს:

) ბაზრის შესაბამის, აგრეთვე მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების (პროდუქტების) სახეების ჯგუფის განსაზღვრას ან დაზუსტებას;

) ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე საქმიანობის განმახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების და მომხმარებლების ჯგუფების განსაზღვრას;

) ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრას და საჭიროების შემთხვევაში მათ დაზუსტებას.

2.საცალო ან საბითუმო ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების სტრუქტურის ანალიზი, რომელიც მოიცავს:

) ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე კონკურენციისათვის დამახასიათებელი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების, მათ შორის: ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობის, ამ სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული პირების რაოდენობის, მათ მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილების (გაზომვის შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში), საბაზრო კონცენტრაციის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების (რეზერვების გათვალისწინებით), ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების ტექნიკურ-ეკონომიკური ხასიათის სხვა სტატისტიკური მაჩვენებლების გაზომვას და მათი ოდენობების შეფასებას, გონივრულ პერიოდზე ორიენტირებით შესაბამისი საპროგნოზო მაჩვენებლების განსაზღვრას. კონკრეტულ შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისა და სათანადო ძირითადი ანალიზური ფაქტორის (გაზომვის შესაბამის ერთეულებში) და კრიტერიუმის შერჩევის შესახებ;

) ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების საზღვრების დაზუსტებას და კორექტივების შეტანას, შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით;

) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის სისტემური დაბრკოლებების ანალიზის ჩატარებას.

3. საცალო ან საბითუმო ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენა, რომელიც მოიცავს:

) ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების სტრუქტურული ანალიზისას გამოკვეთილი ძირითადი ანალიზური ფაქტორებისა და შერჩეული კრიტერიუმის შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ან ერთობლივად მოქმედი პირთა ჯგუფის დადგენას;

) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირების ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, მათი ვერტიკალურად ინტეგრირებულობის ან ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის და მსურველი პირების მიერ ამ სეგმენტზე საქმიანობის დაწყების შესაძლებლობების, ბაზარზე შესვლის დამაბრკოლებელი ფაქტორების, მათ მიერ საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით საინვესტიციო რისკ-ფაქტორების კვლევას და ანალიზს;

) კონკურენციის რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებლების, აგრეთვე ანალიზური ფაქტორების და მეორეული კრიტერიუმების გამოყენებით შესაბამისი ანალიზის ჩატარებას, ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლებების კვლევას და ანალიზს, აგრეთვე მათი ხასიათის შეფასებას.

) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი კონკრეტული ავტორიზებული პირის საბაზრო უპირატესობისა და ძალაუფლების ხასიათის, მისი უხეშად გამოყენებისა და ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლებების შექმნის  შესაძლებლობების შეფასებას;

4. საცალო ან საბითუმო ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის დასაკისრებელი სპეციფიკური ვალდებულებების  არსებითი პირობების განსაზღვრა, რომელიც მოიცავს:

) საბაზრო უპირატესობის ფლობის და ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების შესაძლებლობების ხასიათიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებისათვის დასაკისრებელი სპეციფიკური ვალდებულებების და ამ ვალდებულებების არსებითი პირობების განსაზღვრას.

) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის პირობებს.

მუხლი 8. ბაზრის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას საინფორმაციო უზრუნველყოფის პირობები

1. ავტორიზებული პირი ვალდებულია, სრულად მიაწოდოს კომისიას საკუთარი საქმიანობის თაობაზე მოთხოვნილი ის ინფორმაცია, მათ შორის ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მისი კონფიდენციალობის მიუხედავად, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კომისიის მიერ კონკურენციის წინასწარი რეგულირების განსახორციელებლად კვლევისა და ანალიზის ჩატარებასთან. კომისია უფლებამოსილია, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში კონკურენციის უზრუნველმყოფი მუხლებით, აგრეთვე მის მიერ მიღებული დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მუდმივი და სისტემატური მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების მიზნით შეიმუშაოს სტატისტიკურ მონაცემებზე დაკვირვების, მათი შეკრებისა და დამუშავების სისტემა და მოსთხოვოს ავტორიზებულ პირებს შესაბამისი მონაცემების კომისიისათვის მიწოდება.

2.ავტორიზებული პირი, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება, ვალდებულია კომისიას წინასწარ შეატყობინოს შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ აღნიშნული ოპერაციის (ტრანზაქციის) განხორციელებამდე. ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის შეძენისას კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ.

3. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის, აგრეთვე შერწყმის ან წილის შეძენისას კონკურენციის შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მინიმუმ უნდა მოიცავდეს ამ დებულების დანართი N1-ში მოცემულ მონაცემებს.

მუხლი 9. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისა და მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის პირობები

1. კომისიამ უნდა დაიცვას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარებასთან დაკავშირებით ავტორიზებული პირების მიერ მიწოდებული იმ ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

2. განზოგადებული ინფორმაცია ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შესახებ, აგრეთვე ძირითადი და მეორეული კრიტერიუმების რაოდენობრივი მაჩვენებლები, მათ შორის: მონაცემები ავტორიზებული პირის ბოლო მომხმარებელთა, ან აბონენტთა რაოდენობის, დროის პერიოდში მიწოდებული მომსახურების ჯამური მოცულობის (ტრაფიკის), მის საკუთრებაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების (მათი რეზერვების ჩათვლით) ოდენობის, ავტორიზებული საქმიანობის სახეებზე განცალკევებულად მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე ანალიზური ფაქტორების აგრეგირებული მაჩვენებლები, რომლებიც გაიანგარიშება კომისიისათვის მიწოდებული საჯარო თუ კომერციული-საიდუმლო მონაცემების გამოყენებით და დაკავშირებულია კონკრეტულ ავტორიზებულ პირთან, ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებასთან, არ წარმოადგენს ავტორიზებული პირის კომერციულ საიდუმლოებას.

3. კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, გარდა სახელმწიფო, კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველი ნაწილებისა, ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე. ასევე საჯაროდ ქვეყნდება შემდეგი ინფორმაცია:

) ბაზრის შესაბამის და მჭიდროს დაკავშირებულ სეგმენტებზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჩამონათვალი და შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრები, მათი განმსაზღვრელი კრიტერიუმებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების მითითებით;

) ავტორიზებული პირების სია, რომელთაც ბაზრის შესაბამის სეგმენტზე აქვთ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ამ ძალაუფლების ხასიათი;

) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები და ამ ვალდებულებების შესრულების კონკრეტული პირობები;

) იმ ძირითადი ან მეორეული ფაქტორებისა და კრიტერიუმების აღწერილობა, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა ავტორიზებული პირი ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთა ჯგუფი და დაეკისრათ კონკრეტული სპეციფიკური ვალდებულება;

4.  შერწყმის ან წილის შეძენის წინასწარი რეგულირებისას კომისიის მიერ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტულობის მახასიათებლებზე შერწყმის ან წილის შეძენის შესაძლო გავლენის გამოკვლევის კონფიდენციალობა დაცულია. კონკრეტული შერწყმის ან წილის შეძენის გამოკვლევის შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია იმ ნაწილში, რომელიც არ წარმოადგენს ტრანზაქციაში მონაწილე ავტორიზებული პირების კომერციულ საიდუმლოებას და ხელს უწყობს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტული გარემოს შენარჩუნებას, ქვეყნდება საჯაროდ ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე. 

თავი IV. წინასწარი რეგულირების მიზნით კონკურენტულობის კვლევისა და  ანალიზის ჩატარებისას ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების განსაზღვრის პროცედურები და კრიტერიუმები                                                                                                                                       

მუხლი 10. ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების განსაზღვრა

1.  ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფის განსაზღვრა ხორციელდება ბაზრის ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუქტურის, კონკურენციის, მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების ფაქტორების, ტარიფების დონეების, მათი ისტორიული ცვალებადობის გათვალისწინებით განსაზღვრული სამომხმარებლო და ფუნქციური თვისებებით ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ერთგვაროვან ჯგუფად დაჯგუფებისა და მათი, როგორც ბაზრის ერთ შესაბამის სეგმენტად განხილვის პროცედურების საფუძველზე.

2. ბაზრის შესაბამისი სეგმენტების წინასწარი განსაზღვრის მიზნით გამოიყენება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების, აგრეთვე, ავტორიზებულ პირებზე ან ბოლო მომხმარებლებზე (ან აბონენტებზე) მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების ძირითადი კლასიფიკატორი (საცალო და საბითუმო ბაზრის კლასიფიკატორი), ამ დებულების დანართი N2-ის შესაბამისად.

3. კომისია უფლებამოსილია, პერიოდულად ან საჭიროებისამებრ კონკრეტულ შემთხვევაში, ცვლილებები და დამატებები შეიტანოს ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის კრიტერიუმებში და ბაზრის შესაბამისი სეგმენტების ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფში, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე გამოყენებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარების, კონიუქტურის გაფართოებისა და კონკურენციის ზრდის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბაზრის შესაბამისი სეგმენტების საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა უნდა განხორციელდეს გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და სამომხმარებლო-ფუნქციური მახასიათებლების ობიექტურად შეფასების საფუძველზე.

4.  ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრის ეტაპზე უნდა დადგინდეს მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრის სეგმენტების საზღვრები, მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების ურთიერთკავშირის რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების, აგრეთვე, ამ სეგმენტებზე მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ვერტიკალურად ინტეგრირებულობის ხარისხის ან ურთიერთდამოკიდებულების (ჰორიზონტალურად ინტეგრირებული სტრუქტურების არსებობისას) ხასიათის გათვალისწინებით.

მუხლი 11. ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისას რაოდენობრივი კრიტერიუმების შეფასება

1. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოთხოვნის მხარის ჩანაცვლების მახასიათებლების შეფასებისას  გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები:

) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ჯგუფში შემავალი ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ერთგვაროვანი სამომხმარებლო-ფუნქციური თვისებების განსხვავება, რომელიც დგინდება ფინანსურ-ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საექსპლუატაციო, სატარიფო მახასიათებლებისა და სხვა რაოდენობრივი მაჩვენებლების პირველადი შედარებით, არ უნდა აღემატებოდეს 20 პროცენტს.

) სამომხმარებლო-ფუნქციური თვისებებით ერთგვაროვანი, მაგრამ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ტარიფების მიხედვით განსხვავებული მომსახურების სახეების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ერთიან საზღვრებში ჩართვის გასაანალიზებლად გამოყენებული უნდა იქნეს  ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტი.

) მოთხოვნის მხარის ჩანაცვლების ფაქტორის რაოდენობრივი შეფასებისას, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კომისიისათვის ავტორიზებული პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საკმარისობისა და ადექვატურობის შემთხვევაში, ურთიერთშენაცვლებადობის საწყისი კრიტერიუმის სახით გამოიყენება პოტენციურად ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების კონკრეტულ სახეებზე სატარიფო ელასტიურობისა და მოთხოვნის მხარის ჩანაცვლების კროსელასტიურობის კოეფიციენტები.

) კროსელასტიურობის კოეფიციენტის დადებითი მნიშვნელობის შემთხვევაში გაანალიზებული მომსახურების სახეები ზოგადად ურთიერთშენაცვლებადია. ამასთან, რაც მეტია ამ მაჩვენებლის  აბსოლუტური მნიშვნელობა, მით მეტია მომსახურების სახეების ურთიერთშენაცვლებადობის ხარისხი. ურთიერთშენაცვლებადობის არსებობის ფაქტზე დადებითი დასკვნის გაკეთების კრიტერიუმს წარმოადგენს კროსელასტიურობის კოეფიციენტის 0.35-ზე მეტი რიცხვითი მნიშვნელობა. ნულოვანი კროსელასტიურობის კოეფიციენტი მიანიშნებს ურთიერთშენაცვლებადობის არარსებობაზე. უარყოფითი მნიშვნელობა დამახასიათებელია კომპლემენტარული მომსახურების სახეებისათვის.

) კროსელასტიურობის კოეფიციენტის მნიშვნელობის განსაზღვრისათვის საკმარისი მონაცემების არარსებობის, ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე მოთხოვნისა და მიწოდების დაუბალანსებლობის შემთხვევაში გამოიყენება:

.) მომსახურების სახეებზე ტარიფების დონეების და მიწოდებული მოცულობის ცვალებადობაზე დამოუკიდებელი სტატისტიკური დაკვირვების არანაკლებ ბოლო 2 კვარტლის შედეგები;

.) მომსახურების სახეების ურთიერთშენაცვლებადობასთან დაკავშირებული რაოდენობრივი  მაჩვენებლების საერთშორისო ბენჩმარკები.

) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში მოქცეული მომსახურების სახეების დასაზუსტებლად, უნდა გაანალიზდეს ურთიერთშენაცვლებადობის შემზღუდველი სპეციფიკური დაბრკოლებები და მასტიმულირებელი ფაქტორების არსებობა, შეფასდეს მათთან დაკავშირებული კრიტერიუმები, კერძოდ:

.) ფუნქციონალურად ერთგვაროვანი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეები, რომლებიც კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში მიეწოდება საცალო ან საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ერთის მხრივ ბოლო მომხმარებლებს, და მეორეს მხრივ სხვა ავტორიზებულ პირთა ჯგუფებს, განიხილება ბაზრის სეგმენტების განცალკევებულ საზღვრებში.

.) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე ჩანაცვლების დანახარჯების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების სახეებზე მომხმარებლების მიერ გაწეული საშუალო-თვიური დანახარჯების 20 პროცენტს;

.) მაღალი ჩანაცვლების დანახარჯების პირობებში ფუნქციურად ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები ნაწილდება მომსახურების სხვადასხვა შესაბამისი სეგმენტების ჯგუფებში.

.) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მიერ დროის პერიოდში გაწეული საშუალო დანახარჯები (თვითღირებულების დონეები, განზომილების ერთგვაროვან ერთეულებში), არ უნდა განსხვავდებოდეს 20 პროცენტზე მეტად;

.) ერთ გეოგრაფიულ სეგმენტზე ფუნქციონალურად ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები განიხილება ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ერთ საზღვრებში იმ შემთხვევაში, თუ ამ მომსახურების სახეებზე ტარიფების დონეებს შორის განსხვავება აღემატება 20 პროცენტს და აღნიშნული განსხვავება გამოწვეულია ავტორიზებული პირების საქმიანობაში მასშტაბით ან მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომიის ფაქტორით. 

.) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე მომხმარებლების ხელმისაწვდომობის ან მომხმარებლის არჩევანის შემზღუდავი ტექნოლოგიური ან სხვა ხასიათის გარემოებების არსებობის შემთხვევაში უნდა გაანალიზდეს ავტორიზებული პირის მიერ დისკრიმინაციული სატარიფო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა და მისი გავლენა მომსახურების სახის ჩანაცვლების ელასტიურობაზე.  

.) ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად, ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახის მისაწოდებლად ავტორიზებული პირის მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საბაზრო უპირატესობის მოპოვება არ ჩაითვლება ამ მომსახურების სახის განცალკევებულ საზღვრებში განსაზღვრის კრიტერიუმად.

.) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფში სხვადასხვა ფუნქციურად ექვივალენტური განზომილებებით გაზომილი ფარდობითი საბაზრო წილების 20 პროცენტზე მეტად განსხვავების შემთხვევაში, აუცილებელია კონკრეტული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში ჩართვის საფუძვლების გაანალიზება და შესაბამისი დაზუსტებების შეტანა ამ დებულების მე-17 მუხლის შესაბამისად.

.) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრების დადგენისას უნდა განხორციელდეს ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფში მომსახურების იმ სახეების ჩართვის ანალიზი, რომლებიც ტრანზიტულად ურთიერთშენაცვლებადია. ორი, სამომხმარებლო-ფუნქციონალური თვისებებით ერთგვაროვანი მომსახურების სახე ტრანზიტულად ურთიერთშენაცვლებადია, თუ მოთხოვნის მხრიდან მათ შორის არ არსებობს (ან საკმარისად დაბალია) პირდაპირი ურთიერშენაცვლებადობა, მაგრამ თითოეული ეს მომსახურების სახე ჯაჭვურად ურთიერთშენაცვლებადია მესამე მომსახურების სახესთან. ჩანაცვლების მწკრივში შემავალი მომსახურების სახეების ურთიერშენაცვლებადობისა და  ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ერთ ჯგუფში ჩართვის ანალიზის ჩატარებისას გამოყენებულ უნდა იქნეს  ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტის შეფასებები.

.) ავტორიზებული პირის მიერ მომსახურების დივერსიფიცირებული ნაკრების მიწოდების შემთხვევაში უნდა გაანალიზდეს მისი სტრუქტურა და შეფასდეს ერთის მხრივ, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში და მეორეს მხრივ ამ ნაკრებში შემავალი მომსახურების განცალკევებული სახის ურთიერთშენაცვლებადობის ხასიათი და ხარისხი (მოთხოვნის მხარის ჩანაცვლების, კომპლემენტარობის თვალსაზრისით). მომსახურების დივერსიფიცირებული ნაკრების სტრუქტურული ანალიზი მოიცავს ნაკრების სტრუქტურაში კონკრეტული მომსახურების სახეზე ავტორიზებული პირის მიერ მიღებული შემოსავლების, ასევე, გაწეული ხარჯების განცალკევებულად აღრიცხული წილის განსაზღვრას და მის შედარებით ანალიზს ბაზრის სეგმენტზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეზე ჩამოყალიბებულ საბაზისო ტარიფების დონესთან, აგრეთვე ავტორიზებული პირის მიერ სატარიფო სუბსიდირების ხასიათის და მის მიერ დისკრიმინაციული სატარიფო პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობის შესაფასებას.

2. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მიწოდების მხარის ჩანაცვლების მახასიათებლების შეფასებისას  გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები:

) ბაზარზე შესვლის სისტემური ხასიათის დაბრკოლების არსებობა, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ან სრულად არამიმზიდველი გახადოს გონივრულ ვადაში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ახალი ეკონომიკური აგენტების ეფექტური შესვლა და მიწოდების მხარის ჩანაცვლება;

) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული პირების საბაზრო უპირატესობების შედარებითი ანალიზის დასკვნები;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი იმ ავტორიზებული პირების შესაძლებლობები, რომლებიც მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრის მომენტისთვის აქტიურად არ საქმიანობენ აღნიშნულ სეგმენტზე, მაგრამ მომსახურების სახეზე ტარიფების შესაძლო ზრდის, ქსელის ელემენტების თავისუფალი სიმძლავრეებისა და რეზერვების არსებობის, აგრეთვე ტექნოლოგიური, ფინანსური და სხვა საწარმოო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მიწოდების მხარის მაღალი ჩანაცვლების ელასტიურობის პირობებში სავარაუდოდ გადაწყვეტენ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლას და იგივე ან ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდებას. ავტორიზებული პირების პოტენციური შესაძლებლობების შეფასება უნდა განხორციელდეს ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტის საფუძველზე.

მუხლი 12.  მიმწოდებლებისა და მომხმარებლების ჯგუფების განსაზღვრა

1. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განისაზღვრება ყველა ის მიმწოდებლები, რომლებიც საქმიანობენ მოცემულ ბაზარის სეგმენტზე და, აგრეთვე, ის ავტორიზებული პირები, რომლებიც პოტენციურად ფლობენ შესაძლებლობას (ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ფინანსურ, საინვესტიციო და სხვა) განახორციელონ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდება, ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტის შედეგების გათვალისწინებით.

2.  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით მიზანშეწონილია ბოლო მომხმარებლების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით და მოხმარების თავისებურებებით განსაზღვრული ჯგუფების გამოყოფა.

მუხლი 13.  ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრა

1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები წარმოადგენს კონკურენციის ერთგვაროვანი პირობებით გამოყოფილი, მომსახურების ზონის გეოგრაფიული ტერიტორიის საზღვრებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს მიეწოდებათ, ან სურთ რომ მიეწოდოთ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ჯგუფში განსაზღვრული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები.

2.  ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრების პირველადი განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის, ავტორიზებული პირების (ოპერატორების) ქსელებთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ფაქტორები, მათ შორის: ავტორიზებული პირების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების ან ინფრასტრუქტურის გეოგრაფიული განფენილობა, ავტორიზაციის, ან ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობები, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრები, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი კონიუქტურის და კონკურენციის პირობები და ამ პირობების შესაბამისად გამოყოფილი ტერიტორიული საზღვრები.

3. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით განიხილება როგორც:

) ადგილობრივი (ერთი მომსახურების ზონის ან მისი ნაწილის მომცველი);

) რეგიონული (რომელიც სცილდება ერთი მომსახურების ზონის გეოგრაფიულ ფარგლებს);

) ეროვნული (ქვეყნის მთელი ტერიტორიის მომცველი);

) საერთაშორისო - ორი ან მეტი ქვეყნის ტერიტორიის მომცველი.

4. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრების დაზუსტებისას უნდა გაანალიზდეს და შეაფასდეს შემდეგი ფაქტორები და კრიტერიუმები:

) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე მომხმარებლების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხარისხი, ასევე თუ რამდენად და რა ფარგლებში ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას მომსახურების კონკრეტული სახის თანაბარ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ამგვარ შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა (მეზობელ) გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მიწოდებული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ერთი ბაზრის შესაბამისი სეგმენტის  გეოგრაფიულ საზღვრებში განსაზღვრა.

ბ) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრების გაფართოების მიმართულებით დაზუსტებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტი, რომლის შესაბამისადაც ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები გაფართოვდება და ამ საზღვრებში მოექცევა ის ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები, რომელთაც გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით უპირატესობას ანიჭებენ მომხმარებლები, ტარიფების დადგენილ ფარგლებში ცვლილებისას.

მუხლი 14. მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრის სეგმენტების განსაზღვრა

1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განისაზღვრის ეტაპზე უნდა დადგინდეს მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრის სეგმენტების საზღვრებიც, მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ვერტიკალურად ინტეგრირებულობის და ჰორიზონტალური კავშირების რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების, მათი ქსელების ინფრასტრუქტურული კავშირების, მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების, ურთიერთდამოკიდებულების ხასიათის და ერთობლივი ქმედების განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგების გათვალისწინებით.

2. ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების განსაზღვრისას გათვალიწინებულ უნდა იქნეს დაშვებისა და ფუნქციონალური რესურსებისა და სიმძლავრეების მიწოდების საბითუმო ბაზრის, აგრეთვე საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (როგორც აღმავალი, ასევე დაღმავალი მიმართულებით) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებს შორის თვისობრივი და ფუნქციონალური კავშირების რაოდენობრივი მახასიათებლები.

3. ბაზრის შესაბამის ან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე კონკრეტული ურთიერთშენაცვლებადი სახეების განსაზღვრის მიზნით ამ სეგმენტზე მოქმედი ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორის საცალო და მის მისაწოდებლად გამოყენებული საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფის ურთიერთშენაცვლებადი საბითუმო მომსახურების სახეები უნდა გაანალიზდეს განცალკევებულად. 

თავი V. ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების

სტრუქტურის ანალიზი   

მუხლი 15.  ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სტრუქტურული ანალიზი

ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სტრუქტურული ანალიზის განხორციელებისას უნდა განისაზღვროს:

1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობა;

2. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული პირების მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილების გაზომვის ერთგვაროვანი ერთეულები და ამ ერთეულების შესაბამისად ავტორიზებული პირების მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილები;

3. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტულობის რაოდენობრივი მაჩვენებლები.    

მუხლი 16. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობის და ავტორიზებული პირების ფარდობითი საბაზრო წილების განსაზღვრა

1.  ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობა (მოცულობა) წარმოადგენს ამ საგმენტზე განსაზღვრული მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების ჯგუფის მიერ მომხმარებლებისათვის მიწოდებული კონკრეტული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების საერთო ჯამურ მოცულობას ღირებულებით ან ნატურალურ მაჩვენებლებში.

2. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მახასიათებლების გათვალისწინებით, კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ბაზრის ტევადობისა და ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისათვის შესაბამისი ფუნქციურუდ ერთგვაროვანი ერთეულების გამოყენების შესახებ. საბაზრო წილის გაზომვისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:

) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე დარიცხული ჯამური შემოსავლები ფულად ერთეულებში;

) კონკრეტული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების ბოლო მომხმარებელთა (ან აბონენტთა) რაოდენობა;

) მომხმარებელთა ჯგუფისათვის მიწოდებული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების ჯამური ტრაფიკი შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში;

) მონაცემთა გადაცემული მოცულობა შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში;

) ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების დატვირთული ან თავისუფალი სიმძლავრეები შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში;

) განზომილების სხვა ერთეულები, რომლებიც ობიექტურად და გამჭვირვალედ განსაზღვრავენ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებულ კონკურენციას.

3. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკრეტული ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება ამ დებულების დანართი N3-ში მოცემული ფორმულით.

4. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობის დეტალური ანალიზის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ამ სეგმენტის საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების ცალკეული სახეების მოცულობები, განცალკევებულად, შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში.

5. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ინტეგრირებული სტრუქტურის (ვერტიკალურად ან ჰორი-ზონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტების, ჰოლდინგური, მრავალფილიალიანი, ავტორიზებული პირის, ურთიერთდამოკიდებული ან ერთობლივად მოქმედი ავტორიზებული პირების) არსებობის შემთხვევაში მისი წილი უნდა განისაზღვროს, როგორც ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ერთიანი ეკონომიკური აგენტის წილი, ასევე დეტალურად, აღნიშნულ სტრუქტურულ გაერთიანებაში შემავალი ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) ეკონომიკური აგენტების მიხედვით.

6. ბაზარის შესაბამის სეგმენტზე პოტენციური მიმწოდებლების და მომხმარებლების ეკონომიკური მაჩვენებლების, მათ მიერ მიწოდებული მომსახურების მოცულობის (აგრეთვე, გაფართოების საპროგნოზო მოცულობის) და საბაზრო წილების საპროგნოზო მონაცემების შეფასებისას (შერწყმისა ან წილის შეძენის გამოკვლევისას) გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

) ავტორიზებული პირების სატარიფო პოლიტიკის კონკურენციის უზრუნველმყოფ პირობებთან შესაბამისობისა და გაფართოების საპროგნოზო მოცულობაზე მათ მიერ მიღებული მმართველობითი ხასიათის გადაწყვეტილებების შესაძლო გავლენის ანალიზის შედეგები.

) ავტორიზებულ პირებს შორის კომისიის მიერ დავების გადაწყვეტის, ან მოკლევადიანი ხასიათის პრობლემების განხილვისას ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობა და ავტორიზებული პირების საბაზრო ფარდობითი წილების გაანგარიშება წარმოებს, მხოლოდ რეალურად მოქმედი ბაზრის მონაწილეთა გათვალისწინებით.

) თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის პერიოდი საშუალო ან გრძელვადიანი ხასიათისაა, მაგალითად შერწყმისა და წილების შეძენისას, ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისას, და ა.შ. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობა და ავტორიზებული პირების საბაზრო ფარდობითი წილების გაანგარიშება წარმოებს ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტის გამოყენებით, როგორც რეალურად მოქმედი, ასევე პოტენციურად შესაძლებელი იმ მიმწოდებლებისა და მომხმარებლების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება შემოვიდნენ ბაზარის მოცემულ სეგმენტზე, მნიშვნელოვანი საინვესტიციო დანახარჯების გარეშე, უახლოესი კალენდარული წლის განმავლობაში.

მუხლი 17. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრების დაზუსტების ტესტი

ბაზრის შესაბამისი სეგმენტის დადგენილი საზღვრების სისწორის შემოწმებისათვის გამოიყენება ავტორიზებული პირების სხვადასხვა ფუნქციურად ექვივალენტური ნატურალური ან ღირებულებითი მაჩვენებლებით განსაზღვრული ფარდობითი საბაზრო წილების შედარებითი ანალიზის კრიტერიუმი. თუ წილების ამგვარ გაანგარიშებებს შორის განსხვავება აღემატება 20%-ს, მაშინ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ჯგუფში შემავალი ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები ან/და გეოგრაფიული საზღვრები არაკორექტულად არის განსაზღვრული (ბაზრის ერთი სეგმენტის სახით იხილება 2 და მეტი ერთგვაროვანი ბაზრის სეგმენტები) და აუცილებელია ბაზრის სეგმენტის საზღვრების დაზუსტება.

მუხლი 18. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის რაოდენობრივი მახასიათებლების განსაზღვრის ობიექტური საფუძვლები

1. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეფასება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება წარმოებს ბაზრის სტრუქტურული  (რაოდენობრივი და თვისობრივი) მაჩვენებლების განსაზღვრის, მათი კვლევისა და ანალიზის საფუძველზე.

2.  ბაზრის სტრუქტურის ანალიზისას კონკურენციის რაოდენობრივი შეფასება ხორციელდება:

) აღნიშნულ სეგმენტზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობის შეფასებით;

) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მომსახურების თითეული მიმწოდებლის ფარდობითი საბაზრო წილის რაოდენობრივი შეფასებით;

) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საბაზრო კონცენტრაციის რაოდენობრივი მაჩვენებლების შეფასებით.

3.   საბაზრო კონცენტრაციის რაოდენობრივი შეფასების  მაჩვენებლებს მიეკუთვნებიან:

) ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონცენტრაციის ე.წ. “ჰერფინდალ-ჰირშმანის” ინდექსის (HHI) რაოდენობრივი მნიშვნელობა, რომელიც გაიანგარიშება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ყველა მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიერ დაკავებული ფარდობითი წილების (პროცენტულ ერთეულებში) კვადრატების ჯამის სახით, ამ დებულების N4 დანართში მოცემული ფორმულის  შესაბამისად. HHI ინდექსი განსაზღვრავს ბაზრის შესაბამის სეგმენტის კონცენტრაციის დონეს და მისი მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს: 1-დან – საკმარისად სრულყოფილი კონკურენციის და ბაზარზე მონაწილეთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში, 10 000-მდე - აბსოლუტურად კონცენტრირებულ ბაზარის შესაბამის სეგმენტზე მიმწოდებლის მხარეს ერთი ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შემთხვევაში.

) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონცენტრირების ინდექსი (CRK), რომელიც განისაზღვრება ბაზარის მოცემულ სეგმენტზე სხვადასხვა რაოდენობით (ფარდობითი წილების კლების მიმართულებით K = 3,4,5,6... და ა.შ.) დაჯგუფებული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ერთობლივი საბაზრო წილების გაანგარიშების საფუძველზე, ამ დებულების N4 დანართში მოცემული ფორმულის  შესაბამისად. კონცენტრირების მაჩვენებელი - CRK განსაზღვრავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელი, მხოლოდ უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯგუფის სტრუქტურას და ამ ჯგუფში შემავალი ავტორიზებული პირების საბაზრო პოზიციებს.

) ე.წ. “ლინდის” ინდექსი (Lk), რომელიც გაიანგარიშება ამ დებულების N4 დანართში მოცემული ფორმულის  შესაბამისად. ე.წ. “ლინდის” ინდექსი - Lk განსაზღვრავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის არათანაბრობის დონეს და გამოიყენება ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სტრუქტურის ანალიზისას ოლიგოპოლიის საზღვრების დასადგენად. 

მუხლი 19.  ბაზარის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეფასების რაოდენობრივი კრიტერიუმები

1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონცენტრაციის მაჩვენებლების (HHI) საფუძველზე შესაძლებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტის შემდეგი ტიპების იდენტიფიცირება:

) დაბალკონცენტრირებული ბაზრის სეგმენტი, როდესაც HHI ინდექსის გაანგარიშებული რიცხვითი მნიშვნელობა არ აღემატება  1000-ს.

) ზომიერად კონცენტრირებული ბაზარის სეგმენტი, როდესაც HHI ინდექსის გაანგარიშებული რიცხვითი მნიშვნელობა მოქცეულია 1000-დან და 1800-მდე საზღვრებში.

) მაღალკონცენტრირებული ბაზარის სეგმენტი, როდესაც HHI ინდექსის გაანგარიშებული რიცხვითი მნიშვნელობა ჭარბობს 1800 ერთეულს.

2.  უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ერთობლივი ფარდობითი საბაზრო წილების მიხედვით გაანგარიშებული კონცენტრირების ინდექსის CRK საფუძველზე შესაძლებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯგუფის შემდეგი ტიპების იდენტიფიცირება:

) ნაკლებად კონცენტრირებული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯგუფი, როდესაც CR3-ის რიცხვითი მნიშვნელობა ნაკლებია 40 პროცენტზე, ხოლო CR4-ს მნიშვნელობა ნაკლებია 50 პროცენტზე;

) ზომიერად კონცენტრირებული  უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯგუფი, როდესაც CR3-ის რიცხვითი მნიშვნელობა მოქცეულია: არანაკლებ 40 პროცენტიდან, არაუმეტეს 60 პროცენტამდე შუალედში; ხოლო  CR4-ის, ან  CR6-ის რიცხვითი მნიშვნელობა - არანაკლებ 50 პროცენტიდან, არაუმეტეს 70 პროცენტამდე შუალედში;

) საშუალოდ კონცენტრირებული  უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯგუფი, როდესაც CR3-ის რიცხვითი მნიშვნელობა მოქცეულია: არანაკლებ 60 პროცენტიდან, არაუმეტეს 80 პროცენტამდე შუალედში; ხოლო  CR4-ის, ან  CR6-ის რიცხვითი მნიშვნელობა - არანაკლებ 70  პროცენტიდან, არაუმეტეს 85 პროცენტამდე შუალედში;

) მაღალკონცენტრირებული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯგუფი, როდესაც CR3-ის რიცხვითი მნიშვნელობა აღემატება 80 პროცენტს.

მუხლი 20.  ბაზარის შესაბამის სეგმენტზე შესვლის სისტემური დაბრკოლებების ანალიზი და შეფასების კრიტერიუმები

1.  ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის სისტემური დაბრკოლებების შეფასებისას არსებითად გაანალიზებულ უნდა იქნეს ისეთი დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ ბაზარის ამ სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მიერ საქმიანობის დაწყების, მისი განხორციელების ან მინიმალური ფინანსური დანაკარგებით (დანახარჯებით) შეწყვეტის საერთო ეკონომიკურ რისკ-ფაქტორებს, მათ შორის: საქმიანობის წამოწყებისას აუნაზღაურებადი კაპიტალური დანახარჯების მაღალი წილი, აქტივების დაბალი ლიკვიდურობა, საფონდო ბაზრის ინფრასტრუქტურის განუვითარებელობა, ეკონომიკური აგენტის დაბალი საფონდო კაპიტალიზაცია, ბიზნეს-საქმიანობის შეწყვეტის მაღალი ტრანზაქციული ხარჯები და სხვა. ბაზარზე შესვლის სისტემურ დაბრკოლებად განიხილება ავტორიზებული პირების საქმიანობასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული მარეგულირებელი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე რისკ-ფაქტორებიც;

2. კომისიის მიერ ავტორიზებულ პირებს შორის დავების განხილვასთან, სიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის უფლების მოპოვებასთან, ან ავტორიზებული პირების მიერ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული მარეგულირებელი გადაწყვეტილებების რისკ-ფაქტორების შეფასება ხორციელდება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესაძლო სისტემური დაბრკოლებების ჩამოყალიბებისა და მათი მარტივად დაძლევის შესაძლებლობების გაანალიზებით.

3. მარეგულირებელი ხასიათის ან დავების განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას კომისიის მიერ გახორცილებულ უნდა იქნეს იმ რისკ-ფაქტორების შეფასება, რომლებიც განაპირობებენ გონივრული ვადის პერიოდში ამ გადაწყვეტილებების შესაძლო გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განვითარებულ ტენდენციებზე და ბაზარის განხილულ სეგმენტზე შესვლის სისტემური დაბრკოლებების ჩამოყალიბებას და ეფექტიანი და გრძელვადიანი კონკურენციისა და მისი გაფართოვების  შეზღუდვას.

4. ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით სისტემური რისკ-ფაქტორების შეფასება განხორციელებულ უნდა იქნეს მსურველი პირების მხრიდან ამ რესურსებზე პოტენციური მოთხოვნის, ამოწურვადი რესურსების ხელმისაწვდომობის და ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფის, ამ რესურსების გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეზე მომხმარებლების მხრიდან ჩამოყალიბებული მოთხოვნის ზრდის ფაქტორების გაანალიზებით.

5. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და/ან ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით დავების განხილვისას კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დავის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვის ან საბაზრო უპირატესობის მოპოვებისა და მისი უხეშად გამოყენების დაუშვებლობა.

6. ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მხარეთა მხრიდან საქმის მორიგებით დამთავრების თაობაზე მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის მიერ ჩატარებულ უნდა იქნეს მორიგების პირობების შესაძლო გავლენის შეფასება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებულ კონკურენტულ მდგომარეობაზე, აგრეთვე, მხარეთა მიერ ერთობლივად ან დამოუკიდებლად კონკურენციის უხეშად დარღვევის შესაძლებლობის ანალიზი. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების უფლებამოსილების განხორციელების შესახებ.

7. ქსელის შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიუწოდებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია, ერთი თვის ვადაში განიხილოს მსურველი ავტორიზებული პირის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავა. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიან კონკურენციას და მომხმარებლების უფლებების დაცვას.

თავი VI. ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე

ავტორიზებული პირების დადგენის კრიტერიუმები

მუხლი 21. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთა ჯგუფის განსაზღვრის ძირითადი  (პირველადი) კრიტერიუმი

1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის ძირითადი (აუცილებელი) კრიტერიუმია ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილის რაოდენობრივი შეფასება. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის ძირითადი კრიტერიუმის შესაბამისად ავტორიზებული პირი ერთპიროვნულად განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია ფარდობითი საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა (HHI ინდექსის მაჩვენებელი აღემატება 1600 ერთეულს და CR3-ს მნიშვნელობა  აღემატება 40 პროცენტს).

2. რამდენიმე ავტორიზებული პირი განიხილება ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე:

) ორი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 60 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 25 პროცენტისა (HHI ინდექსის მაჩვენებელი აღემატება 1850 ერთეულს და CR3-ს მნიშვნელობა  აღემატება 60 პროცენტს);

) სამი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 80 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 15 პროცენტისა (HHI ინდექსის მაჩვენებელი აღემატება 2950 ერთეულს და CR3-ს მნიშვნელობა  აღემატება 80 პროცენტს).

3. კონკურენცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიანია, თუ ამ სეგმენტზე არ საქმიანობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი. კონკურენცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ არის ეფექტიანი, თუ ამ სეგმენტზე მოქმედ ერთ ან ერთობლივად რამდენიმე ავტორიზებულ პირს აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება. თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებულ პირს (ან პირთა ჯგუფს) აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, მას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება აქვს ასევე ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე ამ დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

4. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის (ან პირთა ჯგუფის) დადგენის და სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების მიზნით, ძირითადი კრიტერიუმთან ერთად გამოიყენება ამ დებულების 22-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი მეორეული კრიტერიუმები, რომლებიც ობიექტურად განსაზღვრავენ ძირითადი კრიტერიუმების შესაბამისად განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საბაზრო უპირატესობის ფლობის და მისი უხეშად გამოყენების, კონკურენციის შეზღუდვის, არაკონკურენტული ერთობლივი ქმედებების განხორციელების, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების შექმნის შესაძლებლობებს. კონკრეტულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას გამოიყენოს სხვა მეორეული კრიტერიუმები ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული პრინციპების  გათვალისწინებით.

მუხლი 22. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლები მქონე პირის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთა ჯგუფის დადგენის მეორეული კრიტერიუმები

ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთა დადგენის და მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების მიზნით, ძირითადი კრიტერიუმის გარდა გამოიყენება შეფასების შემდეგი ერთი ან რამდენიმე მეორეული კრიტერიუმები:

) ეკონომიკური აგენტის საბაზრო უპირატესობის შეფასების კრიტერიუმი. ეკონომიკური აგენტის საბაზრო უპირატესობების შეფასებისას უნდა გაანალიზდეს პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით მისი საქმიანობის სტრუქტურული დივერსიფიცირების ხარისხი, რომელიც განპირობებულია განხორციელებული საქმიანობის შედარებით მაღალი მოცულობით და მრავალფეროვნებით. ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შედარებით მაღალი მოცულობის შემთხვევაში, საბაზრო უპირატესობის მოპოვება შესაძლებელია მასშტაბით ან მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომიის ეფექტების გააქტიურებითა და სატარიფო ზეწოლის განხორციელებით, რაც ქმნის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის არაგარდამავალი ხასიათის რთულად დასაძლევი დაბრკოლებების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ამგვარი საბაზრო უპირატესობების მოპოვება, აგრეთვე შეიძლება ვერტიკალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზრის სხვადასხვა, საბითუმო და საცალო მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე საქმიანობისას სატარიფო სუბსიდირების დაუშვებლად მაღალი განაკვეთის პირობებში. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ერთობლივად საბაზრო უპირატესობის მოპოვება შესაძლებელია ეკონომიკური აგენტების ჯგუფის მიერ იმ სახის ერთობლივი ქმედებების განხორციელებით, რომელებიც ზღუდავენ ბაზრის მოცემულ სეგმენტზე სხვა ეკონომიკური აგენტების მიერ საქმიანობის დაწყებას ან გაფართოებას.

) ქსელებისა და საშუალებების (საქსელო ინფრასტრუქტურის) კონტროლის ხარისხის შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ქსელების ინფრასტრუქტურული ხასიათის საბაზრო უპირატესობის შეფასებისას გასათვალისწინებელია გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ ამ უპირატესობის მფლობელი ეკონომიკური აგენტის საქსელო ინფრასტრუქტურის და ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური ელემენტების, მათი რესურსების და სიმძლავრეების გონივრულ ვადაში დუბლირების სირთულეს, მათ შორის, სისტემური ხასიათის დაბრკოლებებს და მაღალ საინვესტიციო დანახარჯებს, რომელიც უნდა გასწიონ კონკურენტმა ეკონომიკურმა აგენტებმა. აგრეთვე, უნდა შეფასდეს ინფრასტრუქტურული უპირატესობის მფლობელი ეკონომიკური აგენტის მფლობელობაში არსებული ქსელის ელემენტების განცალკევებადი ფუნქციონალური რესურსებისა და თავისუფალი სიმძლავრეების სიჭარბე და ამ რესურსებისა და თავისუფალი სიმძლავრეების განცალკევებისა და მათი სარგებლობის შემზღუდავი გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას.

) საქსელო ექსტერნალიების (გარეშე ეფექტების) გავლენის შეფასების კრიტერიუმი. საქსელო გარეშე ეფექტები (დადებითი ხასიათის ექსტერნალიები) წარმოიშობა მაშინ, როდესაც მსურველი პირის მიერ მომსახურების მიმწოდებელი კონკრეტული ეკონომიკური აგენტის არჩევისას უპირატესობა ენიჭება იმ ავტორიზებულ პირს, რომელსაც სხვა კონკურენტებთან შედარებით მეტი მომხმარებლებელი ჰყავს ანალოგიური მომსახურების სახეზე. საქსელო გარეშე ეფექტების გავლენის შესაფასებლად უნდა გაანალიზდეს საბაზრო უპირატესობის მფლობელი ეკონომიკური აგენტის  სტრატეგია შეზღუდოს, დისკრიმინაციული ან არაგამჭვირვალე გახადოს სხვა მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და/ან ურთიერთჩართვა საკუთარი ქსელის ელემენტებთან, საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაადგინოს დანახარჯებზე არაორიენტირებული მაღალი ტარიფები ან  სატარიფო სუბსიდირების მაღალი განაკვეთის პირობებში განახორციელოს სატარიფო ზეწოლა ბაზრის შესაბამის  სეგმენტზე და ამგვარი საბაზრო უპირატესობის მოპოვებით შექმნას შესვლის დაბრკოლებები დაშვებისა და/ან ურთიერთჩართვის საბითუმო ან მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის სეგმენტებზე.

) ტექნოლოგიური უპირატესობის შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახის მისაწოდებლად ავტორიზებული პირის მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და საბაზრო უპირეტესობის მოპოვება უნდა შეფასდეს ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე გაწეული საშუალო დანახარჯების შედარებითი შეფასებით. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ეკონომიკური აგენტის მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა მოითხოვს მისი მხრიდან კვლევასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი მოცულობით აუნაზღაურებადი საინვესტიციო დახარჯების გაწევას, რაც დროში ხანგრძლივი პროცესია. ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვით ეკონომიკური აგენტის მიერ მოპოვებული საბაზრო უპირატესობა შესაძლებელია მის მიერ გამოყენებულ იქნეს ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოსაყალიბებლად. ამგვარ შემთხვევებში, ავტორიზებული პირების მიერ საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების და თავისუფალი სიმძლავრეების განცალკევება და სხვა პირების შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული, დანახარჯებზე ირიენტირებული ტარიფებით ამ რესურსებთან დაშვება არსებითი წინაპირობაა შესვლის დაბრკოლებების შესამცირებლად.

) მომხმარებლის უპირატესი ძალაუფლების შეფასების კრიტერიუმი. მომხმარებლის უპირატესი ძალაუფლების ფაქტორი ზღუდავს მიმწოდებლის დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საბაზრო უპირატესობის მოპოვებაზე ან მის უხეშად გამოყენებაზე. მომხმარებლის ამგვარი ძალაუფლების არსებობის შემთხვევაში უნდა გაანალიზდეს მოთხოვნილი და მიწოდებული მომსახურების მოცულობის სტრუქტურული წილი ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საერთო ტევადობაში. აგრეთვე, უნდა შეფასდეს მომხმარებლის ინფორმირებულობის დონე ქსელის შესაბამისი ელემენტების ალტერნატიული ფუნქციონალური რესურსებისა და სიმძლავრეების ან საკომუნიკაციო მომსახურების მოთხოვნილი სახეების მიმწოდებლების შესახებ და მისი შესაძლებლობა შედარებით მცირე ჩანაცვლების დანახარჯებით გადაერთოს სხვა მიმწოდებელზე, ასევე მისი შესაძლებლობა თვითონვე განახორციელოს მსგავსი საქმიანობა საბითუმო ბაზრის სეგმენტზე. ოლიგოფსონური ბაზრის სეგმენტზე უპირატესი მსყიდველობითი ძალაუფლების შეფასების შედეგები გავლენას ახდენს ბაზრის სეგმენტზე მიმწოდებელი ავტორიზებული პირის მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონედ ცნობის კრიტერიუმზე.

) მომსახურების დივერსიფიცირებული ნაკრები და მისი მახასიათებლების შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე (ძირითადად საცალო ბაზრის სეგმენტზე) ეკონომიკური აგენტის მიერ დივერსიფიცირებული ან ჰეტეროგენული მომსახურების ნაკრების მიწოდებისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მასშტაბით ან მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომიის და ნაკრების სტრუქტურაში სატარიფო სუბსიდირების ფაქტორების, აგრეთვე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების ერთგვაროვან სახეებზე ჩამოყალიბებული კონიუქტურის, მომხმარებლების ლოიალობის და მათი მხრიდან ნაკრების მიმართ მიმზიდველობის შეფასებას. კონკურენტი ეკონომიკური აგენტების მხრიდან მსგავსი ქმედების განხორციელების შეუძლებლობის პირობებში, ამგვარი საბაზრო უპირატესობის მოპოვებით შესაძლებელი ხდება ეკონომიკური აგენტის მხრიდან ბაზრის შესაბამისი ან მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ნაკრების მიწოდებით ექსკლუზიური უპირატესობის მოპოვება,. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ამგვარი მომსახურების დივერსიფიცირებული ნაკრების მიწოდება (ან მისი მცირე დანახარჯებით შესაძლებლობა) ბაზრის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია. მომსახურების დივერსიფიცირებულ ნაკრებში შემავალი ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე დანახარჯების განცალკევებულად და გამჭვირვალედ განაწილება შესაძლებლობას იძლევა გამოვლინდეს სხვა მსურველი ეკონომიკური აგენტებისათვის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ხასიათი.

) მასშტაბით ან მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომიის ფაქტორის შეფასების კრიტერიუმი. მასშტაბით განპირობებული ეკონომიის ფაქტორის შეფასებისას უნდა გაანალიზდეს ავტორიზებული პირის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების სახეების (ან პროდუქტის) პირობით ერთეულზე გაწეული საშუალო დანახარჯების შემცირების ეფექტი, დანახარჯების გამჭვირვალედ აღრიცხვისა და განაწილების, აგრეთვე ტარიფების დანახარჯებზე ორიენტირებულობის პრინციპების გათვალისწინებით.   

) ვერტიკალურად ინტეგრირებულობის ხარისხობრივი შეფასების კრიტერიუმი. ვერტიკალური ინტეგრირებული ავტორიზებული პირი ფლობს და აკონტროლებს ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებისა და სიმძლავრეების სრულ სპექტრს და მათი გამოყენებით საქმიანობს როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე. აღნიშნულ სეგმენტებს შორის მჭიდრო კავშირის შემთხვევაში (როგორც აღმავალი ასევე დაღმავალი მიმართულებით) ეკონომიკური აგენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების არაგამჭვირვალობა მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების და ბაზრის საცალო და საბითუმო მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე  შესვლის დაბრკოლებების შექმნის ხელშემწყობი წინაპირობაა.  

) ურთიერთდამოკიდებულების ხასიათის და ერთობლივი ქმედების განხორციელების შესაძლებლობების შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული ოპერატორების ვერტიკალურად ინტეგრირებულობის და ჰორიზონტალური კავშირების რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების, მათი ქსელების ინფრასტრუქტურული კავშირების, მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების, ურთიერთდამოკიდებულების ხასიათისა და კონტროლის განხორციელების შესაძლებლობების, ერთობლივი ქმედების განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგების გათვალისწინებით შეფასებულ უნდა იქნეს ვერტიკალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტის ან კოორდინირებულად მოქმედი აგენტების ჯგუფის (ოლიგოპოლიურ ბაზრის სეგმენტზე) მიერ ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების შესაძლებლობები.

) დისტრიბუციის და გაყიდვების, საფასურის ინკასაციის ქსელის ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმი. ეკონომიკური აგენტის მიერ საკმარისად ფართოდ განვითარებული დისტრიბუციის სისტემის შექმნა და მისი საოპერაციო მომსახურება დაკავშირებულია მაღალ დანახარჯებთან (არასაქსელო ხარჯების ჯგუფი). მისი დუბლირება ბაზრის სეგმენტზე შემომსვლელი ახალი ეკონომიკური აგენტებისათვის რთული და დროში ხარგრძლივი პროცესია. მაღალეფექტური დისტრიბუციის და გაყიდვების, საფასურის ინკასაციის ქსელის ფლობა, მისი გამოყენებით საქმიანობისას ექსკლუზიური შეთანხმებების ან ხელშეკრულებების გაფორმება ცალკეულ ავტორიზებულ პირებთან, ამ რესურსებთან სხვა მსურველი ავტორიზებული პირების არადისკრიმინაციული დაშვების შეზღუდვა ეკონომიკურ აგენტს საშუალებას აძლევს მოიპოვოს საბაზრო უპირატესობა და განაპირობოს ბაზარის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბება.

) სატარიფო დისკრიმინაციის შეფასების კრიტერიუმი. სატარიფო დისკრიმინაციის შეფასებისას უნდა გაანალიზდეს მისი ხასიათი და ეკონომიკური აგენტის მიერ დისკრიმინაციული ტარიფების დადგენით მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობები.   

) პოტენციური კონკურენტების არარსებობის შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე პოტენციური კონკურენტების არარსებობის შეფასებისას მნიშვნელოვანია ბაზრის ამ სეგმენტზე შესვლის დამაბრკოლებელი, როგორც არასისტემური, ასევე სისტემური რისკ-ფაქტორების ანალიზის შედეგების გათვალისწინება.  გონივრულ ვადაში ახალი კონკურენტი ეკონომიკური აგენტების ბაზარზე შემოსვლის პერსპექტივების გასაანალიზებლად  უნდა შეფასდეს ბაზრის სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუქტურა და პოტენციური კონკურენციის გაფართოების შესაძლებლობები და მისი დამაბრკოლებელი ფაქტორები, დაბალანსებული ტარიფების დონეების არსებობა და ბაზრის განხილული სეგმენტის ეკონომიკური მიმზიდველობა ახალი შემომსვლელებისათვის.

) საქმიანობის  შემდგომი გაფართოების დაბრკოლებების შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენცია ეფქტიანია, როდესაც არ არსებობს, ან მარტივად დაძლევადია, როგორც ბაზარის სეგმენტზე შესვლის, ასევე ამ სეგმენტზე საქმიანობის შემდგომი ზრდისა და გაფართოების დაბრკოლებები. რაც უფრო მაღალია ბაზარზე შესვლის დაბრკოლებები, მით უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია გაფართოების დაბრკოლების არსებობის და მისი ხასიათის შეფასება, ვინაიდან, ამგვარ პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაიზარდოს ბაზრის სეგმენტზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის ხარისხი და ეკონომიკურად მიმზიდველი გახდეს საქმიანობის შემდგომი გაფართოება, აგრეთვე, ეფექტიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გაფართოების დაბრკოლებების არსებობისას საბაზრო უპირატესობის მფლობელ ეკონომიკურ აგენტს შესაძლებლობა ეძლევა გაზარდოს საერთო ტარიფების დონე ისე, რომ არ დაკარგოს ბაზრის სეგმენტზე მიღებული შემოსავლები და დაკავებული ფარდობითი წილი.

) ბაზარზე შესვლის დაბრკოლებების შეფასების კრიტერიუმი. ბაზარის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ეკონომიკური აგენტის შესვლა და საქმიანობის დაწყება  ითვლება საკმარისად ეფექტიანად, თუ იგი ხორციელდება ისეთი მასშტაბით, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირებს შორის კონკურენტული ურთიერთობების არა მხოლოდ შენარჩუნებას, არამედ განვითარებასაც. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ახალი ეკონომიკური აგენტისათვის შემოსვლის დასაბრკოლებლად მოქმედმა ეკონომიკურმა აგენტმა (ერთპიროვნულად) ან მოქმედი აგენტების ჯგუფმა ურთიერთშეთანხმებული ერთობლივი ქმედებით შეიძლება შექმნან სტრატეგიული და აბსოლუტური ხასიათის შესვლის დაბრკოლებები. შექმნილი დაბრკოლება აბსოლუტური ხასიათისაა, როდესაც ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები ფლობენ შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი მოცულობით გამოიყენონ ან გააკონტროლონ საკუთარი ქსელის ელემენტების ფუნქციონალური რესურსები და სიმძლავრეები, რისი საშუალებაც ახალ შემომსვლელ ეკონომიკურ აგენტებს არ გააჩნიათ. სტრატეგიული ხასიათის დაბრკოლებების შექმნა დაკავშირებულია მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მფლობელი ეკონომიკური აგენტის ან მათი ჯგუფის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან, შეზღუდონ სხვა მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება საკუთარი ქსელის ელემენტების თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, მომსახურების სხვადასხვა სახის, ან მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის სატარიფო სუბსიდირებით, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებებით, სატარიფო ზეწოლით ან საბითუმო ბაზრის რესურსებზე არაკონკურენტულად მაღალი, ხარჯებზე არაორიენტირებული ტარიფების დაწესებით ახალი ეკონომიკური აგენტებისათვის შეზღუდონ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის დაწყება, საბითუმო მომსახურების მიღება და საცალო ბაზრის სეგმენტებზე ბოლო მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო  მომსახურების მიწოდება. ავტორიზებული პირის ან პირთა ჯგუფის ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენისას საჭიროა ბაზარზე შესვლის დაბრკოლებების შექმნასთან დაკავშირებული ფაქტორების გრძელვადიან პერიოდზე ორიენტირებული ანალიზის ჩატარება და ამ დაბრკოლებების მარტივად დაძლევის უზრუნველსაყოფად სპეციფიკური ვალდებულებების ობიექტური პირობების დადგენა.

) არაკონკურენტულად მაღალი ტარიფის დაწესების და არაგონივრული მოგების მიღების შესაძლებლობების შეფასების კრიტერიუმი. შეფასებისას გასაანალიზებელია ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საბაზრო უპირატესობის მოპოვების ხელშემწყობი ფაქტორები და მისი შესაძლებლობა ურთიერთშენაცვლებად მომსახურების სახეებზე დააწესოს არაგონივრულად მაღალი ტარიფები, გაწეულ დანახარჯებთან შედარებით, ისე, რომ არ შემცირდეს მიღებული შემოსავლების საერთო მოცულობა (ჰიპოტეზური მონოპოლისტის ტესტის შესაბამისად). აღნიშნული შეფასების დასკვნები საკმარისი კრიტერიუმია ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენისათვის და სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულების დაკისრებისათვის.

) კონკურენციის ფაქტორების (სატარიფო, ხარისხობრივი და სხვა) შეფასების კრიტერიუმი. სატარიფო კონკურენციის გარდა სხვა ფაქტორებზე დაფუძნებული კონკურენციის შესაძლებლობების გასაანალიზებლად გასათვალისწინებელია მომხმარებლების მიდრეკილებები მომსახურების სახეზე არჩევანის გაკეთებისას თუ რა უპირატესობას ანიჭებენ ამა თუ იმ ფაქტორს, როგორიცაა მომსახურების სახეებს შორის ხარისხობრივი განსხვავება (ხარისხობრივი დიფერენცირება, ან მომსახურების სახეების ფუნქციონალურ მრავალფეროვნებებს შორის განსხვავება). დიფერენცირება შეიძლება იყოს როგორც ვერტიკალური (განსხვავება ხარისხში), ასევე ჰორიზონტალური (თვისობრივი) დიფერენცირების ფაქტორის გავლენა მით უფრო მეტია, რაც უფრო მეტად აღიქვამენ მომხმარებლები ამ განსხვავებებს.

) ჭარბი რესურსებისა და სიმძლავრეების შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედმა ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი უკავია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, ფლობს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ჭარბ ფუნქციონალურ რესურსებს და სიმძლავრეებს, ზღუდავს სხვა მსურველი პირების არადისკრიმინაციულ დაშვებას ამ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, შესაძლებელია უხეშად გამოიყენოს ამგვარი საბაზრო უპირატესობა ბაზრის განხილულ სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების შესაქმნელად. საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მომხმარებლების მხრიდან პოტენციური მოთხოვნის გაზრდის პირობებში საბითუმო ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე საბაზრო უპირატესობის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ სხვა მსურველი პირების საკუთარი ქსელის ელემენტებთან და მათ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან შეუზღუდავად, არადისკრიმინაციულად, გამჭვირვალედ და ხარჯებზე ორინეტირებული ტარიფებით დაშვება არსებითი წინაპირობაა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის უზრუნველსაყოფად. 

) მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეფასების კრიტერიუმი. მომხმარებლებისთვის მომსახურების ფასებთან და სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ამცირებს მათ მიერ სხვადასხვა ეკონომიკური აგენტების მხრიდან შემოთავაზებების შედარების და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობებს. ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ამცირებს ეკონომიკური აგენტის მიერ საბაზრო უპირატესობის უხეშად გამოყენების შესაძლებლობას და კონკურენციის შეზღუდვას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე.

) შეფასების სხვა კრიტერიუმები. დებულების ამ მუხლში განსაზღვრული ანალიზური ფაქტორებისა და კრიტერიუმების გარდა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა მეორეული კრიტერიუმები, რომლებიც ობიექტურად და გამჭვირვალედ განსაზღვრავენ ბაზრის შესაბამის ან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მქონე პირის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მქონე პირების მიერ ბაზრის განხილულ სეგმენტებზე ამ საბაზრო უპირატესობის უხეშად გამოყენების შესაძლებლობების ხასიათს, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაკონკურენტული ქმედებების განხორციელების და შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების შესაძლებლობებს და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას ან დარღვევას.

მუხლი 23.  ეკონომიკური აგენტის საბაზრო ძალის შეფასების ტესტი

კონკრეტული ეკონომიკური აგენტის ან ერთობლივად მოქმედი ჯგუფის საბაზრო ძალის რაოდენობრივი შეფასებისათვის გამოიყენება ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტი. ტესტის თანახმად შეფასებულ უნდა იქნეს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დამოუკიდებლად მოქმედებისა და გონივრულ ვადაში საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით კონკურეტულთან შედარებით მაღალი ტარიფების დაწესების ან სატარიფო ზეწოლის განხორცილების შესაძლებლობა, რაც განპირობებულია ბაზარის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის ფლობით და მისი უხეშად გამოყენებით. ეკონომიკური აგენტის (ან ჯგუფის) საბაზრო უპირატესობის გამოყენების შესაძლებლობა რაოდენობრივად შეფასებულ უნდა იქნეს მომავალ პერიოდზე ორიენტირებით, საბაზრო ძალის გაზომვით (ე.წ. LE-”ლერნერის” ინდექსის გაანგარიშება ამ დებულების N4 დანართის შესაბამისად) და მის საფუძველზე გონივრულ ვადაში საბაზრო უპირატესობის მოპოვებისა და მისი უხეშად გამოყენების შესაძლებლობის ანალიზის ჩატარებით.

თავი VII. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების  არსებითი პირობების განსაზღვრა

მუხლი 24. სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება

თუ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შედეგად კომისია დაადგენს, რომ ერთ ან ერთობლივად რამდენიმე ავტორიზებულ პირს აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, იგი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ხასიათიდან გამომდინარე, განსაზღვრავს აღნიშნული პირებისათვის დასაკისრებელი სპეციფიკური ვალდებულებების პირობებს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის V თავის და ამ დებულების მუხლების შესაბამისად.

მუხლი 25. სპეციფიკური ვალდებულებების არსებითი პირობების განსაზღვრა

კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა ჯგუფისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების არსებითი პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ დებულების მუხლებით დადგენილი პრინციპებისა და  კრიტერიუმების შესაბამისად გაანალიზებული საბაზრო უპირატესობის ფლობის და მისი ბოროტად გამოყენების, ბაზრის შ საბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების შესაძლებლობების ხასიათს, უნდა იყოს პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული. 

მუხლი 26. სპეციფიკური ვალდებულებების პირობების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი

კომისია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის დროს ამოწმებს და აანალიზებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს და კონკურენციის რაოდენობრივ ან თვისობრივ მახასიათებლებს, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების პირობების განმსაზღვრელ ანალიზურ ფაქტორებთან და კრიტერიუმებთან.

მუხლი 27. სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტება და ცვლილებების შეტანა

არაეფეტურად კონკურენტულ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განვითარებული ტენდენციების კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით კომისია  უფლებამოსილია ცვლილებები და დამატებები შეიტანოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების კონკრეტულ პირობებში. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა უნდა განხორციელდეს ახლად გამოვლენილი გარემოებების შეფასების საფუძველზე ამ დებულების მუხლებით დადგენილი პრინციპებისა და მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად.

მუხლი 28. სპეციფიკური ვალდებულებების გაუქმება

თუ განხორციელებული მონიტორინგისა და კონტროლისას კომისისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ არ არსებობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, სპეციფიკური ვალდებულებები უქმდება და ბაზრის შესაბამისი სეგმენტი კონკურენტულად ითვლება.

თავი VIII. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შერწყმისა ან წილების შეძენის

წინასწარი რეგულირება

მუხლი 29. შერწყმისა ან წილის შეძენის გამოკვლევის მიზანი

შერწყმისა ან წილის შეძენის წინასწარი რეგულირებისას ჩასატარებელი გამოკვლევის მიზანია  ტრანზაქციის შედეგად ჩამოყალიბებული პირის ან ერთობლივად, ურთიერთდამოკიდებულ პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის ერთ ან რამდენიმე შესაბამის სეგმენტზე (მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების ჩათვლით) საბაზრო უპირატესობის მოპოვების, მისი უხეშად გამოყენების, ბაზრის განხილულ სეგმენტებზე შესვლის დაბკოლებების ჩამოყალიბებისა და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვის შესაძლებლობების გაანალიზება.

მუხლი 30. შერწყმისა ან წილის შეძენის გამოკვლევის ჩატარების მეთოდოლოგიური პრინციპი

შერწყმისა ან წილის შეძენის გამოკვლევისას კომისიის მიერ გაანალიზებულ უნდა იქნეს შერწყმის ან წილის შეძენამდე და ამ ტრანზაქციის სავარაუდო განხორციელების შემდეგ ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ჩამოყალიბებული კონკურენციის შესაძლო განვითარების ტენდენცია და მისი ეფექტიანობის შემზღუდავი გარემოებები.

მუხლი 31. შერწყმის ან წილის შეძენის გამოკვლევის ჩატარების საფუძვლები

1. ერთსა და იმავე ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების შერწყმის ან წილის შეძენის შემთხვევაში, ჰორიზონტალური ტრანზაქცია არ ექვემდებარება დეტალურ გამოკვლევას თუ კი შესაძლებელია სავარაუდო ტრანზაქციის შემდგომ ჩამოყალიბებული ბაზრის სეგმენტის იდენტიფიცირება როგორც:

) დაბალკონცენტრირებული;

) ზომიერად კონცენტრირებული, და ამავე დროს, დელტა არ აღემატება 250 ერთეულს;

) მაღალკონცენტრირებული, ხოლო დელტა არ აღემატება 150 ერთეულს;

2. შერწყმის ან წილის შეძენის ჰორიზონტალური ტრანზაქციის გამოკვლევა აუცილებელია, როდესაც ადგილი აქვს ერთ ან რამდენიმე შემდეგ გარემოებას:

) ტრანზაქციაში მონაწილეობს მცირე ფარდობითი საბაზრო წილის მფლობელი და დინამიურად განვითარებადი, ბაზარის სეგმენტზე პოტენციურად ან ახალი შემომსვლელი ეკონომიკური აგენტი;

) ტრანზაქციაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინოვატორს, თუმცა ერთობლიობაში არ ფლობს მნიშვნელოვან ფარდობით საბაზრო წილს;

) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებობენ მნიშვნელოვანი ჯვარედინი წილის მფლობელი ან ურთიერთდამოკიდებული პირები;

) ტრანზაქციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტი, რომლის შერწყმაც ან მნიშვნელოვანი წილის შეძენა იგეგმება, წარმოადგენს პირს, რომელიც ზღუდავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სხვა ეკონომიკური აგენტების მიერ ერთობლივი ქმედებების განხორციელების შესაძლებლობებს;

) შერწყმის ან წილის შეძენის მონაწილე ერთ-ერთი მხარის ფარდობითი საბაზრო წილი ტრანზაქციის შესაძლო განხორციელებამდე შეადგენს არანაკლებ 50 პროცენტს.

3. შერწყმის ან წილის შეძენის ვერტიკალური ტრანზაქციის გამოკვლევა აუცილებელია, როდესაც ადგილი აქვს ერთ ან რამდენიმე შემდეგ გარემოებას:

) შერწყმის ან წილების შეძენის შემდგომ საცალო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბდება ვერტიკალურად და ჰორიჰონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტების სტრუქტურები, რომლებიც ურთიერთკონტროლის განხორციელების საშუალებით შეძლებენ ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვებას, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას;

) შერწყმაში ან წილის შეძენაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას როგორც საცალო, ასევე მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე;

) შერწყმაში ან წილის შეძენაში მონაწილე ინიციატორი ეკონომიკური აგენტი ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას საცალო (საბითუმო) მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და სავარაუდო შერწმა ან მნიშვნელოვანი წილის შეძენა ხდება იმ ეკონომიკური აგენტის, რომელიც აღმავალი (დაღმავალი) მიმართულებით მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო (საცალო) ბაზრის სეგმენტზე ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას;

მუხლი 32. შერწყმის ან წილის შეძენის გამოკვლევის ჩატარების მეთოდოლოგიური წესები

ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებულ კონკურენტულ მდგომარეობაზე შერწყმის ან წილის შეძენის შესაძლო გავლენის გამოკვლევის ჩატარება განხორციელებულ უნდა იქნეს ამ დებულებით განსაზღვრული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად.

მუხლი 33. შერწყმის ან წილის შეძენის წინასწარი რეგულირებისას კომისიის უფლებამოსილებები

კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს მხარეებს შერწყმის ან წილის შეძენის პირობების კორექტირება, თუ მიიჩნევს, რომ შერწყმა ან წილის შეძენა გამოიწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს ბაზრის შესაბამის ან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბება და კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევა. აგრეთვე,  მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ან წილის შემძენ ეკონომიკურ აგენტს შემდგომ საქმიანობაში ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაზრის შესაბამის ან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე კონკურენციის შენარჩუნებას. შერწყმაში ან წილის შეძენაში მონაწილე მხარეები უფლებამოსილი არიან შერწყმის ან წილის შეძენის ნებისმიერ ეტაპზე შესთავაზონ  კომისიას საკუთარი წინადადებები ბაზრის შესაბამის ან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის თავიდან ასაცილებლად.  შერწყმის ან წილის შეძენის შედეგად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ახალჩამოყალიბებულ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი საოპერაციო აქტივების ან წილების გაყიდვა. ამ შემთხვევაში კომისის მიერ, ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებზე დაყრდნობით, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის არსებითი პირობები და გარემოებები, რომლებმაც განაპირობეს ჩამოყალიბებული ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზრის შესაბამის ან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოპოვება, მისი ბოროტად გამოყენება და კონკურენცის უხეში დარღვევა, დაუძლეველი ხასიათის შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბება.

დანართი N 1

1. შერწყმის ან წილის შეძენის თაობაზე შეტყობინებაში ასახული ინფორმაცია

შერწმის ან წილის შეძენის თაობაზე შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან წილის შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას ყოველი მონაწილე ავტორიზებული პირის შესახებ:

) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეულ მომსახურებაზე;

) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან წილის შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტზე მეტია;

) სხვა ავტორიზებული პირის წილის შეძენის შემთხვევაში, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

) ინფორმაცია შერწყმაში ან წილის შეძენაში მონაწილე და მათთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირების შესახებ. კომისიას უნდა ეცნობოს ავტორიზებულ პირსა და აფილირებულ პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას და წილობრივ მონაწილეობას. შეტყობინება არ უნდა შეიცავდეს არასწორ ან არასრულ ინფორმაციას.

2. კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას მოთხოვნილი ინფორმაცია

ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მინიმუმ უნდა მოიცავდეს მოცემულ მონაცემებს:

ა) საბითუმო ბაზრი სეგმენტზე მიწოდებულ მომსახურების სახებზე:

ა.) ძირითადი გამანაწილებელი სისტემების, არხული და პაკეტური საკომუტაციო სადგურების, თანალოკაციის ფართების, ტერმინალური მულტიპლექსორების განთავსების მისამართები,  სახაზო საშუალებებისა და საკანალიზაციო არხების სეგმენტების გეოგრაფიული  მდებარეობა;

ა.) გამანაწილებელი სისტემების, საკომუტაციო სადგურების, მაგისტრალური განმანაწილებელი კაბელებისა და არხების, ტერმინალური პორტებისა და სახაზო საშუალებების ტევადობა შესაბამის ერთეულებში;

ა.) მაგისტრალური არხების, საჰაერო ხაზების და საკანალიზაციო არხების სეგმენტების სიგრძე;

ა.) თანალოკაციის ფართზე ურთიერთჩართვის მომსახურების პორტების, სიგნალიზაციის პორტების და კანალიზაციაში საკომუნიკაციო არხების რაოდენობა;

ა.) იჯარით გაცემული წყვილების, არხების, პორტებისა და საკომუნიკაციო ანძების  რაოდენობა, ამ სახის მომსახურების გაწევიდან მიღებული განცალკევებული შემოსავალები და გაწეული ხარჯები;

ა.) ურთიერთჩართვის შემომავალი და გამავალი გამოძახებების, ტრაფიკის მოცულობა და მოკლე შეტყობინებების რაოდენობა მომსახურების ამ სახეების გაწევიდან მიღებული განცალკევებული შემოსავალები და გაწეული ხარჯები.

ბ) საცალო ბაზარი სეგმენტზე მიწოდებულ მომსახურების სახებზე

ბ.) ბოლო მომხმარებლების (აბონენტების) რაოდენობა;

ბ.) გამავალი ზარებისა ან ტრაფიკის მოცულობა;

ბ.) მომსახურების გაწევიდან მიღებული განცალკევებული შემოსავალები და გაწეული ხარჯები.

დანართი N 2

ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების ძირითადი კლასიფიკატორი

1. საბითუმო  ბაზარის სეგმენტი (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა და ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვება):

ა) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან და საშუალებებთან დაშვება:

ა.) ადგილობრივი დაშვების ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება;

ა.) ძირითადი (პაკეტური ან არხული) საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება;

ა.) მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება;

ა.) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება;

ა.) თანალოკაციის ფართზე დაშვება;

ა.) საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან და შესაბამის თანალოკაციის ფართებთან დაშვება;

ა.) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება.

ბ) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან და საშუალებებთან დაშვება

ბ.) ფიჭური ორგანიზების ტიპის მოძრავ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება.

გ) თანამგზავრული საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ქსელის ელემენტებთან და საშუალებებთან დაშვება

გ.) თანამგზავრული საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება

2. საცალო მომსახურების ბაზარი სეგმენტი (ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება):

ა) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება:

ა.) ადგილობრივი სატელეფონო  მომსახურება;

ა.) საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ა.) საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ა.) მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ა.) ინტერნეტ მომსახურება;

ა.) ფართოზოლოვანი მონაცემთა გადაცემა;

ა.) ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

ბ) მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება:

ბ.) მოძრავი სატელეფონო (ხმოვანი) მომსახურება;

ბ.) ტექსტური და მულტიმედიური შეტყობინების გადაცემის მომსახურება;

ბ.) მულტიმედიური მომსახურება;

ბ.) ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა);

ბ.) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება (WAP, ინტერნეტი);

ბ.) მოძრავი მაუწყებლობის მომსახურება.

გ) თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება:

გ.) მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) მომსახურება;

გ.) ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით;

გ.) თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება;

გ.) თანამგზავრული მაუწყებლობის მომსახურება.

დანართი N 3

ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ფარდობითი საბაზრო წილის განსაზღვრა

ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკრეტული ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება შემდეგი ფორმულის შესაბამისად:

სადაც:

Si -  განზომილების შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში გაზომილი, კონკრეტული (“i” – ური) ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებელი ფარდობითი საბაზრო წილი (პროცენტებში);

Qi – კონკრეტული (“i” – ური) ავტორიზებული პირის მაჩვენებელი განზომილების შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში;

Q - ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სრული ტევადობა განზომილების შესაბამის ერთგვაროვან  ერთეულებში;

i – კონკრეტული ავტორიზებული პირის იდენტიფიკატორი. “i” ინდექსის მნიშვნელობა იცვლება 1-დან, N- მდე, სადაც N – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განხილული ეკონომიკური აგენტების სრული რაოდენობაა.

დანართი N 4

1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონცენტრირების HHI ინდექსის (.. “ჰერფინდალ-ჰირშმანის”) რაოდენობრივი მნიშვნელობის განსაზღვრა

ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონცენტრირების ე.წ. “ჰერფინდალ-ჰირშმანის” ინდექსის (HHI) რაოდენობრივი მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულის შესაბამისად:    

სადაც:

HHI -  “ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონცენტრირების ე.წ. “ჰერფინდალ-ჰირშმანის” ინდექსის (HHI) რაოდენობრივი მნიშვნელობა”;

Si -  “განზომილების შესაბამის ერტგვაროვან ერთეულებში გაზომილი, კონკრეტული (“i” – ური) ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებელი ფარდობითი საბაზრო წილი (პროცენტებში);

i – “კონკრეტული ავტორიზებული პირის იდენტიფიკატორი. “i” ინდექსის მნიშვნელობა იცვლება 1-დან, N- მდე, სადაც N – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განხილული ეკონომიკური აგენტების სრული რაოდენობაა”;

- ერთიდან  N- მდე “i” –ური შესაკრებების მწკრივის ჯამის ნიშანი.

2. ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე მოქმედი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების კონცენტრირების ინდექსის რაოდენობრივი მნიშვნელობის განსაზღვრა (CRK)

ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების კონცენტრირების ინდექსის (CRK) რაოდენობრივი მნიშვნელობა  განისაზღვრება შემდეგი ფორმულის შესაბამისად:    

სადაც:

CRK – “ბაზრის შესაბამის სეგმენტზე K რაოდენობის K = 3,4,5,6... და ა.შ.) მოქმედი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების (ფარდობითი წილების კლების მიმართულებით დაჯგუფებული) კონცენტრირების ინდექსის რაოდენობრივი მნიშვნელობა”;

Si -  “განზომილების შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში გაზომილი, კონკრეტული (“i” – ური) ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებელი ფარდობითი საბაზრო წილი (პროცენტებში)”;

i – “კონკრეტული ავტორიზებული პირის იდენტიფიკატორი. “i” ინდექსის მნიშვნელობა იცვლება 1-დან K-მდე, სადაც K - ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განხილული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების სრული რაოდენობა”.

- ერთიდან  K- მდე “i” –ური შესაკრებების მწკრივის ჯამის ნიშანი.

3. .. “ლინდისინდექსის (Lk) რაოდენობრივი მნიშვნელობის განსაზღვრა და ანალიზი

ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის არათანაბრობის დონის და ამ სეგმენტის სტრუქტურის ანალიზისას (ოლიგოპოლიის საზღვრების დასადგენად) გამოყენებული  ე.წ. “ლინდის” ინდექსის (Lk) რაოდენობრივი მნიშვნელობები გაიანგარიშება შემდეგი ფორმულის  შესაბამისად:           

სადაც:

Lk – “ე.წ. “ლინდის”  “k” –ური ინდექსის რიცხვითი მნიშვნელობა (k = 2,3,4,5,6... და ა.შ.)”;

k – “ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განხილული უმსხვილესი (ფარდობითი წილების კლების მიმართულებით დაჯგუფებული) ეკონომიკური აგენტების k რაოდენობის ჯგუფი”

Mi – “ბაზრის შესაბამის სეგმენტზე i-ური რაოდენობის უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების დაკავებული ფარდობითი წილის საშუალო მნიშვნელობის ფარდობა (K – i) რაოდენობის უსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯამურ საბაზრო წილთან”;

i – კონკრეტული ავტორიზებული პირის იდენტიფიკატორი. i ინდექსის მნიშვნელობა იცვლება 1-დან, k – მდე”. Mi მაჩვენებლის რიცხვითი მნიშვნელობა გაიანგარიშება შემდეგი ფორმულის  შესაბამისად:       

სადაც:

Ai – “ბაზრის შესაბამის სეგმენტზე “i” რაოდენობით დაჯგუფებული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯამური ფარდობითი წილი”;

Ak – “ბაზრის შესაბამის სეგმენტზე “k” რაოდენობით დაჯგუფებული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯამური ფარდობითი წილი”.

ე.წ. “ლინდის” ინდექსი გამოიყენება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ოლიგოპოლიის საზღვრების განსაზღვრისათვის, შემდეგი კრიტერიუმის გამოყენებით: განისაზღვრება Lk ინდექსის რიცხვითი მნიშვნელობები სხვადასხვა  “k” –ური ინდექსის რიცხვითი მნიშვნელობის შემთხვევაში (k = 2,3,4,5,6... და ა.შ.). გაანგარიშება ხორციელდება  k –ური ინდექსის იმ მნიშვნელობამდე, სანამ არ ირღვევა Lkინდექსის მონოტონურად კლების ტენდენცია (ანუ Lk+1 მეტია Lk –ს რიცხვით მნიშვნელობაზე). “k” მაჩვენებლის ის რიცხვით მიშვნელობა, როდესაც Lk ინდექსის მონოტონურად კლების ტენდენცია მწკრივში პირველად დაირღვა, განსაზღვრავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ოლიგოპოლიის საზღვარს. ანუ ოლიგოპოლიური ბაზრის სეგმენტზე საქმიანობას ახორციელებს k რაოდენობის ეკონომიკური აგენტი. თუ “k”-ს რიცვითი მნიშვნელობა ნაკლებია სამზე ოლიგოპოლია შესალებელია შეფასდეს როგორც “ხისტი ოლიგოპოლიური ბაზრის სეგმენტი”.

4.  ეკონომიკური აგენტის საბაზრო ძალის გაზომვა (LE ..”ლერნერისინდექსის გაანგარიშება)

ეკონომიკური აგენტის საბაზრო ძალა განსაზღვრავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მისი დამოუკიდებლად მოქმედების და გონივრულ ვადაში საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით კონკურეტულთან შედარებით მაღალი ტარიფების დაწესების ან სატარიფო ზეწოლის განხორცილების შესაძლებლობას. ამ მაჩვენებლის რიცხვითი მნიშვნელობა გაიანგარიშება შემდეგი ფორმულის  შესაბამისად:       

სადაც:

LE – “ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის საბაზრო ძალის - ე.წ.”ლერნერის” ინდექსის რიცხვითი მნიშვნელობა”;

P – “ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მომსახურების კონკრეტულ სახეზე ჩამოყალიბებული ტარიფის დონე”;

MC – “ეკონომიკური აგენტის მიერ განხილული მომსახურების კონკრეტული სახის მიწოდებაზე გაწეული ზღვრული დანახარჯი”;

რაც მეტია ამ ინდექსის რიცხვითი მნიშვნელობა მით უფრო მეტია ეკონომიკური აგენტის შედარებითი საბაზრო ძალა და მისი შესაძლებლობა დამოუკიდებლად განახორცილოს სატარიფო ზეწოლა და არაგონივრულად დაბალი ტარიფების დაწესება. სრულად მონოპოლიზირებულ ბაზრის სეგმენტზე მისი მნიშვნელობა ერთის ტოლია, ხოლო სრულყოფილი კონკურენციის პირობებში ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად ნულის ტოლია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები