,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

ნომერი: 2 /

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2013

მიღების თარიღი იანვარი 03, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილებაN2

3 იანვარი 2013 წ. ქ.თბილისი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში (სსმ №39, 23.03. 2006, მუხლი 468) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მე-19 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,5. პირებს, რომლებიც კომისიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ინტელექტუალური ქსელებით (დამატებითი ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, უფლება აქვთ აიღონ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა სააბონენტო ნუმერაციის არათანმიმდევრულ ბლოკებზე, კომისიის მიერ მათზე იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისების ვალდებულების გარეშე იმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისაგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, რომელშიც შედის 2011 წლის 1 დეკემბრიდან 2012 წლის 1 თებერვლამდე კომისიის მიერ არაავტორიზებულ პირებზე 1 წლის ვადით მინიჭებული სააბონენტო ნომერი.”

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კარლო კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები