”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2007

მიღების თარიღი ივლისი 20, 2007

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია

ადგენს:

1. “რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული (სსმ, 2006 წლის №90, მუხლი 121) რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: (იხ. დანართი)

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

            კომისიის თავმჯდომარე                                        ზ.ნონიკაშვილი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები