რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N 6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 1 /

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2007

 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

 

დაადგინა:

1. “რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N 6 დადგენილების (სსმ 05.07.2006 N 90 მუხლი 1211)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

“1. დამტკიცდეს “რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმა” თანდართული ფორმით, სადაც:

ა)  რადიოსიხშირული სპექტრი იყოფა  სიხშირულ დიაპაზონებად;

ბ) სიხშირული ზოლი არის კონკრეტული საზღვრებით შემოფარგლული და სიხშირულ დიაპაზონებში გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრის მონაკვეთების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ერთიდაიგივე ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობისათვის”.

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრები:                                                                 

დ. პატარაია       

გ. ფრუიძე

ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები