„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანი

ნომერი: 1 /

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 24, 2006

მიღების თარიღი თებერვალი 24, 2006

  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების  შეტანის თაობაზე     

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

დაადგენ:

  1. „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში (სსმ N145, 14.12.2005, მუხ. 1620) შევიდეს შემდეგი რედაქციის  ცვლილებები:

            ა)  პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. ეს დებულება შემუშავებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს სახელმწიფო რესურესებით - რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის წესების დადგენას.”

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. კომისიის გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ჩასატარებელ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეიძლება შეიზღუდოს  მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.”

გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბეს) გადახდის დამადასტურებელი საბუთები. რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 10%-ი (ბე), ირიცხება კომისიის ანგარიშზე და ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.”

დ) მე-5 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“13.  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის  გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.  ერთი თვის ვადაში  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბე-ს სახით გადახდილი თანხა. კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;”

ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მქონე პირი უფლებამოსილია აღნიშნული რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში კომისიას წარუდგენს ამ ხელშეკრულებას.

4. აუქციონის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მქონე პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას აუქციონის გამართვის მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების ნებისმიერი პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივი გადაცემის მიზნით.

5. რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ რესურსით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით კომისიისათვის აუქციონის გამართვის მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში აუქციონი ტარდება ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით. ამ შემთხვევაში რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზრვრება ამ დებულების მე-7 – მე-8  მუხლების შესაბამისად.”       

            ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     “მუხლი 8. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობის განსაზღვრა

1. ციფრების სამნიშნა კომბინაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 15 000 ლარს.

2. ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს.

3. სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 1500 ლარს 1 ათასიან სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე.”

            ზ) დაემატოს მე-8 მუხლს შემდეგი რედაქციის მე-81 მუხლი:

“მუხლი 81. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დროებითი რეჟიმი

            ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, აგრეთვე თუ კომისიის ნებართვით მათზე გაცემულია ნუმერაციის რესურსი, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს  ან ნუმერაციის რესურსს შესაბამისი ვადის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია  ღებულობს გადაწყვეტილებას ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის მხოლოდ სალიცენზიო მოსაკრებელს.”

2.      დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 3.     ეს  დადგენილება, გარდა პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                დიმიტრი ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                                             დავით პატარაია

კომისიის წევრი                                                                                            გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                             ზურაბ ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები