„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 3 /

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2011

მიღების თარიღი აპრილი 18, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2011 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12  დეკემბრის  №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ადგენს:

1. „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12  დეკემბრის №13 დადგენილებით (სსმ III, №145, 14.12.2005, მუხლი 1620) დამტკიცებულ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი რედაქციის ცვლილება:

დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობის განსაზღვრა

1. ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 0.30 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე, ხოლო აუქციონი ცხადდება არანაკლებ 1-ათასიან სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე.

2. მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 0.30 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე, ხოლო აუქციონი ცხადდება არანაკლებ ასი ათასიან სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე.

3. უსადენო შეღწევის, მათ შორის, ფიჭური ორგანიზების ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიქსირებული კავშირის მომსახურების განსახორციელებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 0.30 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე, ხოლო აუქციონი ცხადდება არანაკლებ 1 ათასიან სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე.

4. ინტელექტუალური ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 50.00 (ორმოცდაათი) ლარს 1 სააბონენტო ნომერზე.

5. პერსონალური ნომრებით დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 50.00 (ორმოცდაათი) ლარს 1 სააბონენტო ნომერზე.

6. 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრებით (კოდებით) მომსახურების ნუმერაციის რესურსით (გარდა საგანგებო ექსტრემალური და სხვა საავარიო-სამაშველო სამსახურების, სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოების მოკლე ნომრების (კოდებისა) სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს:

ა) ნუმერაციის 1 სამნიშნა რესურსზე (XXX) – 25,000.00 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

ბ) ნუმერაციის 1 ოთხნიშნა რესურსზე – (XXX X) 5000.00 (ხუთი ათასი) ლარი;

გ) ნუმერაციის 1 ხუთნიშნა რესურსზე – (XXX XX) 500.00 (ხუთასი) ლარი;

დ) ნუმერაციის 1 ექვსნიშნა რესურსზე – (XXX XXX) 50.00 (ორმოცდაათი) ლარი;

7. მომსახურების სხვადასხვა სახეობებისთვის გამოყენებულ ნუმერაციის 1 რესურსზე (706-779; 910-999) (XXX XXX) – ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 50.00 (ორმოცდაათი) ლარს“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                   ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                           ს. ბრიტანჩუკი

                                                         კ. კვიტაიშვილი

                                                         ა. სიხარულიძე

                                                         ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები