„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 2 /

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 19, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 19, 2008

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია

 

ადგენს:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005  წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით (სსმ N 145; 14.12.2005. მუხლი N1620) დამტკიცებულ “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულება“-ში შევიდეს შემდეგი რედაქციის ცვლილებები:

ა) დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

” მუხლი 7. რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის განსაზღვრა

1. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის ჩატარებისას რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

P – სიხშირული რესურსების აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა ლარებში;

Pf - კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანის შესაბამისი ღირებულება ლარებში (დანართი 1-ის მიხედვით);

Kq - სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი (დანართი 2-ის მიხედვით);

Kp - გადამცემი (ბაზური) სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი (დანართი 3-ის მიხედვით);

N - გადამცემი სადგურების (ბაზური სადგურების) რაოდენობა;

KN - სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი (დანართი 4-ის მიხედვით);

Ks - საქმიანობის სახეობის კოეფიციენტი (დანართი 5-ის მიხედვით);

Kg - ადგილობრივი მომსახურების ზონის კოეფიციენტი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების  მიხედვით (დანართი 6-ის მიხედვით).

2. კონკრეტული რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში და კონკრეტულ ადგილობრივი მომსახურების ზონაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გაანგარიშებისას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადგურების ჯამური რაოდენობა განისაზღვროს ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის თაობაზე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU), ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) და ევროპის საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციების კონფერენციის (CEPT) ელექტრონული კომუნიკაციების კომიტეტის და რადიოკომუნიკაციების ოფისის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად.

3. სადგურების ჯამური რაოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელების ტექნიკური მონაცემები. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:

ა) 900 მჰც და 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გადამცემი სადგურების ჯამური რაოდენობა შეადგენს 400 სადგურს, თითეული გადამცემი სადგურის მინიმალური გამოსასვლელი სიმძლავრე 20 ვატამდე (ჩათვლით);

ბ) 1900მჰც და 2200 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სადგურების ჯამური რაოდენობა შეადგენს 800 სადგურს, თითეული გადამცემი სადგურის მინიმალური გამოსასვლელი სიმძლავრე 10 ვატამდე (ჩათვლით);

გ) 3500 მჰც და 5 გჰც დიაპაზონში გადამცემი სადგურების ჯამური რაოდენობა შეადგენს 300 სადგურს, თითეული სადგურის მინიმალური გამოსასვლელი სიმძლავრე 5 ვატამდე (ჩათვლით);

4. კონკრეტულ ადგილობრივი მომსახურების ზონაში გადამცემი სადგურების ზონური რაოდენობის გაანგარიშება განხორციელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სადგურების ჯამური რაოდენობის გამრავლებით კონკრეტული გეოგრაფიული ზონის სადგურების რაოდენობის წილობრივ კოეფიციენტზე, რომელიც მოცემულია დებულების  მე-6 დანართში.

5. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გაანგარიშება განხორციელდეს დებულების მე-6 დანართში აღნიშნული, თითოეული ზონისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ფორმულის შესაბამისად გაანგარიშებული ღირებულებების დაჯამებით.”

ბ) დებულების დანართი N 5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”დანართი N 5

საქმიანობის სახეობის კოეფიციენტი - Ks

საქმიანობის სახეობა

კოეფიციენტი

ავტორიზებული პირის შიდატექნოლოგიური საქმიანობა (რადიოსარელეო წერტილი-წერტილი შიდატექნოლოგიური საკომუნიკაციო რადიოარხები)

1

საეთერო  ტელერადიომაუწყებლობა

1

სხვა (მათ შორის ბოლო მომხმარებელზე სიხშირული სპექტრის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება, წერტილი მრავალწერტილოვანი დაშვების რადიო  - სისტემები)

5

გ) დებულების დანართი N 6  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

” დანართი N 6

გეოგრაფიული კოეფიციენტი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით - Kg და გადამცემი სადგურების რაოდენობის წილობრივი მაჩვენებელი

 

გეოგრაფიული ტერიტორია (ზონა)

გეოგრაფიული კოეფიციენტი

Kg

გადამცემი სადგურების რაოდენობის წილობრივი მაჩვენებელი

1

თბილისი

1.2

32.31%

2

ბათუმი

1

4.62%

3

რუსთავი

1

1.28%

4

სოხუმი

1

1.28%

5

ფოთი

1

1.79%

6

ქუთაისი

1

2.56%

7

ბოლნისი

0.75

1.28%

8

გარდაბანი

0.75

1.79%

9

გორი

0.75

1.28%

10

ზესტაფონი

0.75

0.77%

11

ზუგდიდი

0.75

1.54%

12

მარნეული

0.75

2.05%

13

მცხეთა

0.75

1.28%

14

საგარეჯო

0.75

2.05%

15

სამტრედია

0.75

0.51%

16

ხაშური

0.75

1.03%

17

ბორჯომი

0.75

1.54%

18

გაგრა

0.65

0.77%

19

გურჯაანი

0.65

1.79%

20

დედოფლისწყარო

0.65

1.28%

21

თელავი

0.65

1.28%

22

ოზურგეთი

0.65

1.79%

23

ქობულეთი

0.65

1.79%

24

ჭიათურა

0.65

0.26%

25

ხელვაჩაური

0.65

1.03%

35

სიღნაღი

0.65

0.77%

26

ახალქალაქი

0.5

0.77%

27

ახალციხე

0.5

0.26%

28

გალი

0.5

1.28%

29

გუდაუთა

0.5

1.03%

30

გულრიფში

0.5

0.51%

31

თეთრიწყარო

0.5

0.77%

32

თერჯოლა

0.5

1.28%

33

კასპი

0.5

0.26%

34

ოჩამჩირე

0.5

0.51%

36

ქარელი

0.5

0.51%

37

წყალტუბო

0.5

0.51%

38

ხობი

0.5

0.26%

39

ცხინვალი

0.5

0.51%

40

ახმეტა

0.25

1.03%

41

დმანისი

0.25

1.54%

42

დუშეთი

0.25

1.03%

43

ვანი

0.25

0.26%

44

ლაგოდეხი

0.25

0.77%

45

ლანჩხუთი

0.25

1.03%

46

ნინოწმინდა

0.25

0.51%

47

სენაკი

0.25

0.26%

48

ყვარელი

0.25

0.51%

49

წალკა

0.25

0.51%

50

აბაშა

0.2

0.26%

51

ამბროლაური

0.2

0.51%

52

ბაღდათი

0.2

0.26%

53

მარტვილი

0.2

0.26%

54

საჩხერე

0.2

0.77%

55

ტყიბული

0.2

0.77%

56

ყაზბეგი

0.2

1.03%

57

წალენჯიხა

0.2

0.51%

58

ხონი

0.2

0.26%

59

ადიგენი

0.1

0.77%

60

აჟარა

0.1

0.26%

61

ასპინძა

0.1

0.26%

62

თიანეთი

0.1

0.51%

63

ჩოხატაური

0.1

1.03%

64

ცაგერი

0.1

0.26%

65

ხარაგაული

0.1

1.03%

66

ახალგორი

0.05

0.51%

67

ლენტეხი

0.05

0.26%

68

მესტია

0.05

0.26%

69

ონი

0.05

1.03%

70

ქედა

0.05

0.77%

71

შუახევი

0.05

1.28%

72

ჩხოროწყუ

0.05

0.26%

73

ხულო

0.05

0.77%

74

ჯავა

0.05

0.51%

 

 

 

100.00%

2.      დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.     ეს  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

       კომისიის თავმჯდომარე                                                            გ. არველაძე                                                                                                               

       წევრი                                                                                    ზ. ნონიკაშვილი

       წევრი                                                                                    კ. კვიტაიშვილი

       წევრი                                                                                    გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები