„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 7 /

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2011

მიღების თარიღი აგვისტო 12, 2011

 

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ადგენს:

 

1. „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12  დეკემბრის N13 დადგენილებით (სსმ N 145; 14.12.2005. მუხლი N1620) დამტკიცებულ “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი რედაქციის ცვლილება:

ა) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”7. მომსახურების სხვადასხვა სახეობებისთვის გამოყენებულ ნუმერაციის 1 რესურსზე (706-779; 910-999) (XXX XXX) - ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 0.30 ლარს;“

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში.“

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

            კომისიის თავმჯდომარის

            მოვალეობის შემსრულებელი                                             ს.ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრები:                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                            ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები