„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 6 /

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დადგენილება N 6_

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის  შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005  წლის  28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში    (სსმ  31.10.2005  N 127 მუხლი 1415) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგულირების საფასურის ოდენობაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული  პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ს  გარეშე)  0.75 პროცენტი.“

ბ) დადგენილებას დაემატოს 31 პუნქტი:

 31. რეგულირების საფასურის ოდენობაა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის (მიწოდების) ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ს და აქციზის გარეშე)  0.75 პროცენტი.“

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 0.5 პროცენტი.“

დ) დანართი N1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                                                                         დანართი N1

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის

 

................................................................................

(საანგარიშო პერიოდის დასახელება)

................................................................................

  (პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)

..............................................................                                         ......................................................

 ( ავტორიზებული პირის დასახელება)                                                                                     (ტელეფონის ნომერი)

 

1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ს გარეშე

 

2. რეგულირების საფასური – I  სტრიქონის 0.75%

 

3. ფაქტიურად გადახდილია

 

4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში

                              (სტრ.2 – სტრ. 3)

 

 

დირექტორი:

მთავარი ბუღალტერი:                                                                                                                                              ბ.ა                  

 

ე)  დადგენილებას დაემატოს დანართი N11 შემდეგი რედაქციით:

 

დანართი N 11

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის, რომლებიც ანხორციელებენ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას

 

 

................................................................................

(საანგარიშო პერიოდის დასახელება)

................................................................................

  (პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)

..............................................................                                         ......................................................

(ავტორიზებული პირის დასახელება)                                                                                         (ტელეფონის ნომერი)

 

1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ს და აქციზის  გარეშე

 

2. რეგულირების საფასური – I  სტრიქონის 0.75%

 

3. ფაქტიურად გადახდილია

 

4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში

                              (სტრ.2 – სტრ. 3)

 

 

დირექტორი:

მთავარი ბუღალტერი:                                                                                                                                              ბ.ა                  

ვ) დანართი N2  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                                                                           დანართი N2

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისათვის

 

................................................................................

                                                       (საანგარიშო პერიოდის დასახელება)

................................................................................

  (პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)

......................................................                                                                 ......................................

(ლიცენზიის მფლობელის დასახელება)                                                                                           (ტელეფონის ნომერი)

 

1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ს გარეშე

 

2. რეგულირების საფასური – I  სტრიქონის 0.5%

 

3. ფაქტიურად გადახდილია

 

4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში

                              (სტრ.2 – სტრ. 3)

 

 

დირექტორი:

მთავარი ბუღალტერი:                                                                                                                                             ბ.ა.

 

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

            კომისიის წევრები                                                                 ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

                                                                                                            ა.სიხარულიძე

                                                                                                            ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები