“სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 1 /

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2011

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2011

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. “სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებულ  “სააბონენტო ნომრების პორტაბელობის დებულებაში” (სსმ III, 09.07.2010 N 83 მუხ. 1203) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ე) ქვეპუნქტი:

„ე) სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფის ვალდებულების მქონე  ავტორიზებულ პირებს, ნუმერაციის თავისუფალი რესურსიდან ანიჭებს  პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისათვის განკუთვნილ  დამისამართების პრეფიქსებს, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადით.“

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის .) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) პორტირების მსურველი იურიდიული პირის სახელწოდებას და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელს და გვარს;“

გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სრულყოფილად შეავსოს და გააგზავნოს   სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის მიერ შემუშავებული  პორტირების მოთხოვნის ელექტრონული ფორმა, პორტირების მსურველი პირისგან განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ბ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ბ.ა.ა) პორტირების მსურველი პირის სახელს და გვარს;

ბ.ა.ბ) პორტირების მსურველი პირის  პირად ნომერს;

ბ.ა.გ) პორტირების მსურველი პირის იმ სააბონენტო ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს აბონენტი;

ბ.ა.დ)დონორი ოპერატორის სახელწოდებას;

ბ.ა.ე)პორტირების მსურველი პირის საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ.ა.ვ) პორტირების მსურველი პირის მიერ მითითებულ, პორტირების სასურველ დროს;

ბ.ა.ზ)პორტირების მსურველი პირის მიერ პორტირების  თაობაზე განაცხადის შეტანის თარიღსა და საათს;

ბ.ა.თ) მიმღები ოპერატორის სახელწოდებას;

ბ.ა.ი) პორტირების განცხადების მიმღები პირის სახელს, გვარს და საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ.ბ) პორტირების მსურველი იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ბ.ა)პორტირების მსურველი იურიდიული პირის სახელწოდებას; ბ.ბ.ბ)იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ.ბ.გ) პორტირების მსურველი პირის იმ სააბონენტო  ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს;

ბ.ბ.დ) დონორი ოპერატორის სახელწოდებას;

ბ.ბ.ე) პორტირების მსურველი იურიდიული პირის საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ.ბ.ვ) პორტირების მსურველი იურიდიული პირის მიერ მითითებულ პორტირების სასურველ დროს;

ბ.ბ.ზ) პორტირების მსურველი პირის მიერ სააბონენტო ნომრის პორტირების  განაცხადის შეტანის თარიღსა და საათს;

ბ.ბ.თ) მიმღები ოპერატორის სახელწოდებას;

ბ.ბ.ი) პორტირების განაცხადის მიმღები პირის სახელს, გვარს და საკონტაქტო ინფორმაციას;“

) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დონორი ოპერატორი ვალდებულია  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან  ნომრის პორტირების შესახებ ელექტრონული მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა  შეავსოს და  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში გადააგზავნოს ამავე ბაზის ადმინისტრატორის მიერ შემუშვებული ნომრის პორტირების მოთხოვნის ელექტრონულ ფორმაში, დონორი ოპერატორისთვის განკუთვნილი  სრულყოფილად შევსებული ნაწილი, მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი მონაცემების დადასტურების ან უარყოფის შესახებ.“

ე) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:

„4. სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურების ტარიფს  იხდის მიმღები ოპერატორი, იმ პერიოდის პირდაპირპროპორციულად, რა დროის განმავლობაშიც ახორციელებს მომსახურების მიწოდებას, მიუხედავად იმისა, დონორ და მიმღებ ოპერატორებს შორის განხორციელდა თუ არა  ნუმერაციის შესაბამისი რესურსის გადაპირება;“

ვ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი:

„5. იმ პორტირებულ ნომერზე, რომელიც დონორი ოპერატორისგან მიმღებ ოპერატორზე არ არის გადაპირებული, მიმღები ოპერატორის მიერ მიწოდებული მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმღები ოპერატორი ვალდებულია მომსახურების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში მონაცემთა ცენტრალური ბაზის მეშვეობით შეატყობინოს დონორ ოპერატორს პორტირებულ ნომერზე მომსახურების გაწევის შეწყვეტის თაობაზე.“

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

            კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

            კომისიის წევრები:                                                                ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                            ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები