“სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 3 /

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2012

მიღების თარიღი თებერვალი 21, 2012

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. “სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებულ  “სააბონენტო ნომრების პორტაბელობის დებულებაში” (სსმ III, 09.07.2010 N 83 მუხ. 1203) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფის ვალდებულების მქონე  ავტორიზებულ პირებს, ნუმერაციის თავისუფალი რესურსიდან ანიჭებს  პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისათვის განკუთვნილ  დამისამართების პრეფიქსებს, შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით;“

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურების ტარიფს  იხდის მიმღები ოპერატორი, იმ პერიოდის პირდაპირპროპორციულად, რა დროის განმავლობაშიც ახორციელებს მომსახურების მიწოდებას.“

გ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პორტირებულ ნომერზე მიმღები ოპერატორის მიერ მიწოდებული მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმღები ოპერატორი ვალდებულია მომსახურების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში მონაცემთა ცენტრალური ბაზის მეშვეობით შეატყობინოს დონორ ოპერატორს პორტირებულ ნომერზე მომსახურების გაწევის შეწყვეტის თაობაზე და სააბონენტო ნომერი დაუბრუნოს  ნუმერაციის რესურით სარგებლობის ნებართვის მფლობელს.“

დ) მე-9 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კომისია ვალდებულია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად,    მიაწოდოს ინფორმაცია გაცემული  და დაბრუნებული სააბონენტო ნომრების თაობაზე, 3 კალენდარული დღის ვადაში;“

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

            კომისიის წევრები:                                                                ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

                                                                                                            ა.სიხარულიძე

                                                                                                            ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები