“სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 10 /

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2011

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. “სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებულ  “სააბონენტო ნომრების პორტაბელობის დებულებაში” (სსმ III, 09.07.2010 N 83 მუხ. 1203) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია უზრუნველყოს ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) უფლება და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე  ან/და მომსახურების მიწოდებაზე ერთი ავტორიზებული პირის მეორეთი შეცვლისას, ნუმერაციის ერთი და იგივე სააბონენტო გეოგრაფიულ ზონაში; აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება ადგილობრივი დაშვების სადენიანი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით ფიქსირებული სატელეფონო (მათ შორის VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით) მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის  ფიჭური ორგანიზების ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფიქსირებული სატელეფონო მომსახუ­რების მიმწოდებელი ავტორიზებული პირით  შეცვლისას და პირიქით.“

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი:

„5. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი (მიმღები ოპერატორი), რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობა უზრუნველყოს საკუთარ ქსელში სააბონენტო ნომრის პორტირება, უფლებამოსილია უარი უთხრას პორტირების მსურველს პორტირების თაობაზე განცხადების მიღებაზე.“

გ) მე-12 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სააბონენტო ნომრის პორტირების შესაძლებლობა 2011 წლის 1 დეკემბრამდე.“

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

            კომისიის თავმჯდომარე                                                       ი.ჩიქოვანი

            კომისიის წევრები:                                                               კ.კვიტაიშვილი

                                                                                                            ა.სიხარულიძე

                                                                                                            ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები