"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 8 /

გამოქვეყნების თარიღი მაისი 19, 2005

მიღების თარიღი მაისი 19, 2005

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის სეგმენტის დარეგულირებისა და სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით  “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის     მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და მე-15 თავის შესაბამისად,  კომისია

     ადგ:

1. \"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე\" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში (სსმ, N55, მუხლი 413) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

  მე-33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „33. ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირით მომსახურების ოპერატორებმა (მათ შორის ინტერნეტ ტელეფონიის სისტემების მფლობელმა ოპერატორებმა) ურთიერთოპარაბელურობის უზრუნველყოფის მიზნით აღიარებულ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ საკუთარი ქსელების სიგნალიზაციის სისტემები, შესაბამისი ინტერფეისები და უზრუნველყონ მათ შორის გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში სიგნალიზაციის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ვალდებულებების ასახვა ამ ინფორმაციის სახისა და მოცულობის მითითებით.”

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა  სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კომისიის თავმჯდომარე                                                               დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები