"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 3 /

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 31, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 

დადგენილება N 3

 

ქ. თბილისი 31 დეკემბერი 2004 წელი

\"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე\" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის დარეგულირების და სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით \"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ\" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის  “ბ” ქვეპუნქტის, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის, \"კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ\" დებულების მე-6 მუხლის ბ) და ვ) პუნქტების და \"ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ\" საქართველოს კანონის მე-7 მუხლების შესაბამისად კომისია

ადგენს:

1. \"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე\" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში (s.s.m. #55, მუხლი 413) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

ა) 2005 წლის 15 იანვრიდან ძალდაკარგულად ჩაითვალოს მე-3 პუნქტი და გაუქმდეს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების ადგილობრივი კავშირით მომსახურების ოპერატორების ქსელებში დასრულების წუთობრივი ტარიფის ქვედა ზღვარი 14 თეთრის ოდენობით, და ფიჭური მობილური კავშირით მომსახურების ოპერატორების ქსელებში - 25 თეთრის ოდენობით.

ბ) 2005 წლის 15 მარტიდან ძალდაკარგულად ჩაითვალოს 1-ლი,  მე-2, 31-ე,  მე-4, 41-ე, მე-5, მე-6 პუნქტები და გაუქმდეს ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორებისა და ფიჭური მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორების მომხმარებლებისათვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ქვედა და ზედა ზღვრული ტარიფები.

გ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

\"61. ლიცენზიის მფლობელებმა ყოველი თვის 20 რიცხვში კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია გასული საანგარიშო თვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების საქართველოდან გამავალი და შემომავალი ზარების და მიღებული შემოსავლების შესახებ კომისიასთან შეთანხმებული ფორმით”.

დ) დაემატოს შემდეგი რედაქციის 33 და 62 პუნქტები:

 

“33. ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირით მომსახურების ოპერატორებმა (მათ შორის ინტერნეტ ტელეფონიის სისტემების მფლობელმა ოპერატორებმა) ურთიერთოპარაბელურობის უზრუნველყოფის მიზნით ტექნიკურ სტანდარტებთან (SS7, H323, SIP) შესაბამისობაში მოიყვანონ საკუთარი ქსელების სიგნალიზაციის სისტემები, შესაბამისი ინტერფეისები და უზრუნველყონ მათ შორის გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში სიგნალიზაციის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ვალდებულებების ასახვა ამ ინფორმაციის სახისა და მოცულობის მითითებით.”

 

“62. კოდის გამოყენებით საერთაშორისო კავშირით მომსახურების მიმწოდებელმა ლიცენზიის მფლობელმა ოპერატორებმა კომისიაში წარმოსადგენ გასული საანგარიშიო თვის ინფორმაციაში მიუთითონ:

ა) საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და ფიჭური მობილური სატელეფონო კავშირის ოპერატორების აბონენტებთან სატელეფონო კავშირით მომსახურების  გამავალ ზარებზე  სააბონენტო იდენტიფიცირების ნომრები შემდეგი ფორმატით: 8_XXXX_YYYYYY, სადაც XXXX - წარმოადგენს 2,3 ან 4 ციფრს - ქალაქის ან მობილური კომპანიის ქსელების იდენტიფიცირების კოდს, ხოლო – YYYYYY  ზარის წამომწყები აბონენტის იდენტიფიცირების ნომერს.

ბ) ყოველი განხორციელებული ზარის ჩანაწერში: არხის და არხჯგუფის ნომერი, სადგურის სიგნალის კოდი (ISPC – საერთაშორისო სიგნალის კოდი და NSPC- ადგილობრივი სიგნალის კოდი).”

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა  სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

კომისიის თავმჯდომარე                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები