"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

ნომერი: 11 /

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 21, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის დარეგულირების და სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით \"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ\" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და მე-15 თავის შესაბამისად,  კომისიამ 2005 წლის 18 მაისს მიიღო დადგენილება N8  \"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე\" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, ცვლილება შევიდა 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების მე-33 პუნქტში, საიდანაც ამოღებულ იქნა მითითებული SS7, H323, SIP ტექნიკური სტანდარტები, რის შემდეგაც აღნიშნულმა პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:  „ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირით მომსახურების ოპერატორებმა (მათ შორის ინტერნეტ ტელეფონიის სისტემების მფლობელმა ოპერატორებმა) ურთიერთოპარაბელურობის უზრუნველყოფის მიზნით აღიარებულ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ საკუთარი ქსელების სიგნალიზაციის სისტემები, შესაბამისი ინტერფეისები და უზრუნველყონ მათ შორის გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში სიგნალიზაციის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ვალდებულებების ასახვა ამ ინფორმაციის სახისა და მოცულობის მითითებით.” ამ ცვლილებით გამოირიცხა ელექტრონული კომუნიკაციების ოპერატორების მიერ სხვადასხვა ტექნიკური სტანდარტების გამოყენების შეზღუდვა.

აღნიშნული დადგენილება 2005 წლის 19 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შეტანილ იქნა  ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი N320.060.000.17.010.007.414), თუმცა იგი ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის თანახმად, „ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში შედის მხოლოდ იმ პერიოდულ ბეჭვდით ორგანოში ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ამ კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილია ოფიციალურ ორგანოდ.“

კომისიას მიაჩნია, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 18 მაისის N8 დადგენილება, ცნობილ უნდა იქნას იურიდიული ძალის არმონე აქტად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების მე-33 პუნქტში სათანადო ცვლილების შეტანის შესახებ, კომისიამ უნდა მიიღოს ახალი დადგენილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ვინაიდან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 18 მაისის N8 დადგენილების გამოქვეყნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, ვინაიდან საქართველოს ნორმატიული აქტი ექვემდებარება გამოქვეყნებას ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან   7 დღის ვადაში, რაც გაშვებულია.

            ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, \"მაუწყებლობის შესახებ\" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და მე-15 თავის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის საფუძველზე,  კომისიამ

            დაადგინა:

1.   ცნობილ იქნას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 18 მაისის N8 დადგენილება \"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე\" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ იურიდიული ძალის არ  მქონე აქტად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის საფუძველზე.

2. \"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე\" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში (სსმ, N55, მუხლი 413) შეტანილ იქნას  ცვლილება და მისი  მე-33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „33. ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირით მომსახურების ოპერატორებმა (მათ შორის ინტერნეტ ტელეფონიის სისტემების მფლობელმა ოპერატორებმა) ურთიერთოპარაბელურობის უზრუნველყოფის მიზნით აღიარებულ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ საკუთარი ქსელების სიგნალიზაციის სისტემები, შესაბამისი ინტერფეისები და უზრუნველყონ მათ შორის გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში სიგნალიზაციის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ვალდებულებების ასახვა ამ ინფორმაციის სახისა და მოცულობის მითითებით.”

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა  სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 კომისიის თავმჯდომარე                                                                                 დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი:                                                                                               დ. პატარაია

კომისიის წევრი:                                                                                               გ. ფრუიძე

კომისიის წევრი:                                                                                               ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები