საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 5 /

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2001

მიღების თარიღი მაისი 22, 2001

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება N 5

ქ.თბილისი                                    2001 წლის 22 მაისი

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის,   46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

 

 1.          დამტკიცდეს “საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები” (თან ერთვის).

2.  საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები მტკიცდება მომხმარებლებისათვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის მიზნით და მათი დაცვა სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის, რომელიც ლიცენზიის საფუძველზე ეწევა  საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას.

3. დადგინდეს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულების ტარიფის ქვედა ზღვარი 14 თეთრის ოდენობით, ხოლო ზედა ზღვარი თავისუფალია. საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულება ამ დადგენილების მიზნებისათვის ნიშნავს საერთაშორისო გამოძახების საქართველოს ტერიტორიაზე საბოლოო მომხმარებლამდე გატარებას. ლიცენზიის მფლობელებმა საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულების ტარიფი შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების ამ მუხლის მოთხოვნებს დადგენილების ამოქმედებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.

4.    საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები მოცემულია დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

5.   ლიცენზიის მფლობელებმა საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფები შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების მოთხოვნებს დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და უზრუნველყონ მომხმარებლებზე შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

6.    ლიცენზიის მფლობელებმა წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების ფარგლებში მათ მიერ შემოღებულ მომსახურების ტარიფზე, სათანადო გაანგარიშებით.

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ეკონომიკურ სამსახურს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში შეისწავლოს, გააანალიზოს დადგენილების შესრულების შედეგები და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები.

8.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9.  დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                      ვ. აბაშიძე

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში

რეგისტრაციის N 320.060.000.15.012.004.782

 დამტკიცებულია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2001 წლის 22 მაისის N 5  დადგენილებით

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები                                             (მომსახურების ერთ წუთზე)

 

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიმართულება

ზღვრული ტარიფები

ქვედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

ზედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

1.

რუსეთი

0.40

0.90

2.

დსთ-ს სხვა ქვეყნები

0.60

1.10

3.

ევროპის ქვეყნები

0.70

1.25

4.

აშშ და კანადა

1.00

1.55

5.

მსოფლიოს სხვა ქვეყნები

0.80

X

 

შენიშვნა: X – ზედა ზღვრული ტარიფი არ დგინდება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები