“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შ

ნომერი: 5 /

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2005

მიღების თარიღი მარტი 25, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისი

დადგენილება   N 5

 

 “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე  და 211-ე მუხლების, “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 361-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად კომისიამ,

 დაადგინა:

 

1. “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის N2 დადგენილებაში (სსმ  N53, მუხ. 400, 2001 წელი) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამშენებლო-ტექნიკურ დოკუმენტაციაში ასახული უნდა იყოს:

ა)         განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური აღწერილობა, რაც მოიცავს: სავარაუდოდ გამოსაყენებელი ტექნოლოგიების ზოგად აღწერილობას, განსახორციელებელი საქმიანობის (მომსახურების) გეორგაფიული ზონის დაფარვის მიზნით საბაზო სადგურების სავარაუდო რაოდენობას, საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვის  აღწერილობას (ფუნქციონალური სქემა);

ბ)   განსახორციელებელი საქმიანობის (მომსახურების) გეორგაფიული საზღვრები.“

ბ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვეკომისია, ქვეკომისიის წევრების მიერ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების მიღებიდან (ან კანონით დადგენილი 20-დღიანი ვადის გასვლიდან) 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარუდგენს დასკვნას ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ  მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.“

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები