საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N 3 დადგენილებით დამტკიცებულ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 8 /

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 21, 2006

მიღების თარიღი აგვისტო 21, 2006

დადგენილება N 8

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N 3 დადგენილებით დამტკიცებულ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში”  ცვლილებების შეტანის თაობაზე

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  კომისია

ადგენს:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N 3 დადგენილებით დამტკიცებულ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” (სსმ N 39, 23.03.2006, მუხლი 468)  შევიდეს  შემდეგი რედაქციის ცვლილებები:

    ა) ამოღებულ იქნას რეგლამენტის მე-10 მუხლიდან მე-3 პუნქტი;

    ბ) რეგლამენტის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   “მუხლი 14. მომსახურების შეწყვეტა.

   ადგილობრივი ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტა დაიშვება მომხარებლის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 90  დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში.”

    გ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

   “2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის თაობაზე უფასოა, გარდა გამავალი ზარების ნომრების შესახებ ინფორმაციისა, რაზეც მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია დაადგინოს შესაბამისი ტარიფი.”

   დ) რეგლამენტის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  “2. მომსახურების მომწოდებლებმა 2006 წლის 1 ოქტომბრამდე შესაბამისობაში მოიყვანონ მომხარებლებთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან.”

2.დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა  სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიიის თავმჯდომარე                                                 დიმიტრი ქიტოშვილი

წევრი                                                                                     დავით პატარაია

წევრი                                                                                    გიორგი ფრუიძე

წევრი                                                                                 ზურაბ ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები