საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N 3 დადგენილებით დამტკიცებულ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 9 /

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2006

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  კომისია

ადგენს:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N 3 დადგენილებით დამტკიცებულ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” (სსმ N 39, 23.03.2006, მუხლი 468)  შევიდეს  შემდეგი რედაქციის ცვლილება:

    ა) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

   “2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის თაობაზე უფასოა, გარდა შემომავალი ზარების ნომრების შესახებ ინფორმაციისა, რაზეც მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია დაადგინოს შესაბამისი ტარიფი.”  

2.დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კომისიიის თავმჯდომარე                                           დიმიტრი ქიტოშვილი

წევრი                                                                      დავით პატარაია

წევრი                                                                      გიორგი ფრუიძე

წევრი                                                                      ზურაბ ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები