საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №7 ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანი

ნომერი: 7 /

გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2012

მიღების თარიღი მაისი 11, 2012

       ქ.თბილისი                                                                                                             11 მაისი 2012 წელი

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებში” (სსმ 24.02. 2012.) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1.  მე-9 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ავტორიზებული პირის მიერ გეოგრაფიული სააბონენტო ნომრები გაიცემა იმ გეოგრაფიულ ზონაში, რომელშიც რეგისტრირებულია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ან/და მის მფლობელობაში  არსებული უძრავი ნივთი.”

2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) ავტორიზებული პირი, რომლის აბონენტმაც წამოიწყო ზარი, ვალდებულია უზრუნველყოს გაწეული მომსახურების საფასურის ამოღება აბონენტისგან, ოპერატორის არჩევის კოდის მფლობელის, ასევე სხვა სატელეკომუნიკაციო ან არასატელეკომუნიკაციო მომსახურების  მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში (აბონენტთან დაშვების მსურველი პირი), სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით. აბონენტის მფლობელ ავტორიზებულ პირს (გადამყიდველი) და აბონენტთან დაშვების მსურველ პირს (გამყიდველი) შორის შესაძლებელია გაფორმდეს მომსახურების გაყიდვის/გადაყიდვის ხელშეკრულება, თუ არსებობს აბონენტთან დაშვების მსურველი პირის მოთხოვნა. გადაყიდული მომსახურების ღირებულებიდან გადამყიდველის კუთვნილი წილის (სხვაობა აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ აბონენტზე გადაყიდულ და აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ აბონენტთან დაშვების მსურველი პირისაგან ნაყიდი მომსახურების ღირებულებას შორის) ან აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ დადგენილი თანხის ამოღების მომსახურების საფასურის ოდენობა უნდა იყოს არადისკრიმინაციული და გონივრული. კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, გამოითხოვოს გადაყიდული მომსახურების ღირებულებიდან გადამყიდველის კუთვნილი წილის   ან აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ დადგენილი თანხის ამოღების მომსახურების საფასურის გაანგარიშებები და იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ დადგენილი თანხის ამოღების მომსახურების საფასური ან გადაყიდული მომსახურების ღირებულებიდან გადამყიდველის კუთვნილი წილის ოდენობა, ზღუდავს მომსახურების მიმწოდებლის ან/და აბონენტთან დაშვების მსურველი პირის დაშვებას, არ არის ხარჯებზე ორიენტირებული ან ითვალისწინებს არაგონივრულ მოგებას, კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოსთხოვოს აბონენტის მფლობელ ავტორიზებულ პირს თანხის ამოღების მომსახურების საფასურის ან გადაყიდული მომსახურების ღირებულებიდან გადამყიდველის კუთვნილი წილის ოდენობის კორექცია, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე:                                     ი.ჩიქოვანი

წევრი:                                                                       ს.ბრიტანჩუკი

წევრი:                                                                      კ.კვიტაიშვილი

წევრი:                                                                      ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები