„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 6 /

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2012

მიღების თარიღი აპრილი 11, 2012

   ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:

      1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში (სსმ №39, მუხლი 460, 22.03.2007) შევიდეს შემდეგი რედაქციის ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტი;“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ზ) ქვეპუნქტი:

„ ზ) ნუმერაციის რესურსის განაწილება;“;

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის თ) ქვეპუნქტი:

„თ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის პირობების შესრულების, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობისა და გამოყენებული მოწყობილობების აღიარებულ სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის მონიტორინგი.“.

დ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის  ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომისიის საკანცელარიო საქმისწარმოება, საქმიანი დოკუმენტბრუნვის ორგანიზება, კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრული ვადების მონიტორინგი;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად აუქციონიების, კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსების ჩატარების ორგანიზება, ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების (გარდა ლიცენზიის გაუქმების სანქციის სახით გამოყენებისა), ლიცენზიათა გადაპირების (გადაცემის), ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემისა და გაუქმების (გარდა ნებართვის გაუქმების სანქციის სახით გამოყენებისა) ადმინისტრაციული წარმოებების უზრუნველყოფა;

გ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  საქმიანობის  ავტორიზაცია;

დ)   კომისიის  მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება;

ე) კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, აგრეთვე კომისიაში დაცული სხვა ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;

ვ) კომისიის საოქმო საქმისწარმოება, კომისიის სხდომებისა და აპარატის თათბირების ორგანიზება;

ზ) საარქივო საქმისწარმოება, კომისიის აპარატში  საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა; 

თ)  ადამიანური რესურსების მართვა,  კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის დაცვაზე მონიტორინგი, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმისწარმოება; 

ი) კომისიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა (საინფორმაციო-პროგრამული სისტემების, შიდა და გლობალური ქსელების მართვა და კომპიუტერული ბაზის  ადმინისტრირება);

კ) მთარგმნელობითი უზრუნველყოფა;

ლ) კომისიის უწყებრივი რეესტრების წარმოების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრებში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელ და ავტორიზებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაცემების, ლიცენზირებასთან/ნებართვებთან დაკავშირებული, მათ შორის ლიცენზიათა გადაპირების (გადაცემის) თაობაზე, ნუმერაციის რესურსის მინიჭებათა თაობაზე მონაცემების ადმინისტრირება;

მ) კომისიისა და მისი აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ნ) კომისიის საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება;

ო) ადმინისტრაციულ მართვასთან დაკავშირებული კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შესრულების მონიტორინგი, კომისიის საოქმო დავალებების შესრულების მონიტორინგი.

პ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მფლობელების მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე მონიტორინგი, დარღვევათა გამოვლენა და სათანადო რეაგირება - შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

ჟ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მფლობელთა მიერ მოწყობილი ქსელებისა და გამოყენებული მოწყობილობების აღიარებულ სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

რ)   არაავტორიზებადი პირებისათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება, აგრეთვე მინიჭების პირობების შესრულების შემოწმება, დარღვევათა გამოვლენა და სათანადო რეაგირება - შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

ს) ნუმერაციის რესურსით უკანონო სარგებლობის პრევენციული და ექს-პარტე შეტყობინებით მონიტორინგი, დარღევათა გამოვლენა და სათანადო რეაგირება - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

ტ) ნუმერაციის რესურსით ავტორიზებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ გამავალი და შემომავალი სატელეფონო ზარების შესახებ კომისიაში წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციის ანალიზი.“;

ე) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სტრატეგიული კვლევები და განვითარება;“.

ვ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგის სტრატეგიული განვითარების წინადადებათა შემუშავება, განვითარების ხელშემწყობი პროექტების დაგეგმვა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა;“;

ზ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის  ზ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;

თ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კომისიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დარგობრივ გაერთიანებებთან ურთიერთობის კოორდინაცია, ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტებისა და რეკომენდაციების საქართველოში დანერგვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დარგობრივ გაერთიანებებში საქართველოს ინტერესების წარმოდგენისა და დაცვის ღონისძიებების შემუშავება;“;

ი)  მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის  ლ) ქვეპუნქტები ამოღებულ იქნას;

კ) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9.ინფორმაციული-ანალიტიკური დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) კომიიის ინფორმაციული უზრუნველყოფა;

ბ) ანალიტიკური საქმიანობა.“.

ლ) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგების განვითარების ტენდენციების კვლევა, ანალიზი და კვარტალური მიმოხილვების მომზადება;

ბ) კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიშის პროექტის მომზადება;

გ) საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგების შესახებ ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა;

დ) ავტორიზებული და მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირების სტატისტიკური ინფორმაციის და შესაბამისი საანგარიშგებო მონაცემების დადგენილი წესითა და ვადებში მოწოდებაზე ზედამხედველობა;

ე) კომისიის საერთო სტატისტიკური საანგარიშგებო ბაზის მართვა;“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

         კომისიის წევრები:                                                                               ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                             კ.კვიტაიშვილი

                                                                                                             ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები