“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წ

ნომერი: 7 /

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2006

მიღების თარიღი ივლისი 14, 2006

 (სსმ 21.07. 2006 N 96 მუხ. 1293)

რეგისტრირებულია

საქართველოს იუსტიციის

სამინისტროში

სარეგისტრაციო კოდი

320.250.000.17.010. 008.955

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება N 7

2006 წლის 14 ივლისი                     ქ.თბილისი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და “ნორმატიული ატების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

ადგენს:

1. “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის  27 ივნისის #1 დადგენილებაში (სსმ #71,  14.07.03,  მუხლი 643) შევიდეს  შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 5. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება დაინტერესებული პირის განცხადებით. 

1. დაინტერესებული პირის კომისიაში წარდგენილი განცხადება იწვევს კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, თუ იგი შეეხება კომისიის  უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებს.

2. განცხადებით ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში იწყება, თუ იგი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეკვიზიტებს ან სულ ცოტა ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს:

ა) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;

ბ) მოთხოვნას;

გ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;

დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში;

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს საბუთები, თუ მათ არსებობას ითვალისწინებს კანონმდებლობა ან ადასტურებენ განცხადებაში მოყვანილ მოთხოვნას, ან მათზე უთითებს განმცხადებელი.

  4.  განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს კომისიას ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

5. საერთაშორისო პროცედურების შესაბამისად მოსაზღვრე ქვეყნის მიერ კოორდინაციაზე წარმოდგენილი სიხშირის გამოყენების განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მიერ დადგენილი ფორმით.

6. დეკლარაცია ავტორიზაციის შესახებ კომისიაში შეტანილ უნდა იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად;

7. სალიცენზიო განცხადება უნდა შეიცავდეს  აუქციონის ან კონკურსის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მონაცემებს. სალიცენზიო განცხადებას თან უნდა დაერთოს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” ან “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით  გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

8. განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.  ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ. ლიცენზიის გაგრძელებასთან დაკავშირებული სხვა ვადები და წესები განისაზღვრება  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებით;

9. განცხადება სიხშირის მინიჭების თაობაზე უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს.

10. განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს კომისიისთვის წარდგენილი პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა. ამ შემთხვევაში მან უნდა მიუთითოს ინფორმაციის საიდუმლოების თაობაზე.”

ბ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.”

გ)  28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 28. რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები

რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების, სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებისა და მომსახურებაში დაშვების საკითხების რეგულირება კომისიის მიერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N2 დადგენილებით “რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალირი დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.”

         დ) 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 29. რადიოსიხშირეებისა და სახმობების მინიჭება.

            1. ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა  აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

2. კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, აგრეთვე საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და  განახლდეს კომისიის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადით  მინიჭებული რადიოსიხშირეების  გამოყენებაც.

            3.  არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

4. საჰაერო მოძრავი და საჰაერო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების  შესაბამისად.

5. რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას ამ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად. სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს სახმობი, რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტით გამოყოფილი სიხშირის ზოლები და გასხივების სახეები, აგრეთვე რადიომოყვარულის კვალიფიკაცია;

6. საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს საზღვაო ხომალდებისთვის რადიოსახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭებას. საზღვაო ხომალდებისთვის რადიოკავშირის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს სახმობი და ამოცნობის ნიშნები.

7. რადიოსიხშირის მინიჭება ხდება სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

         ა) სიხშირე, რომლის მიღებასაც მოითხოვს სიხშირის მაძიებელი;

         ბ) სიხშირის მინიჭების შემთხვევაში განსახორციელებელი საქმიანობის სრული აღწერილობა, ტექნიკური პარამეტრების მითითებით;

         გ) სამოქმედო ზონა;

         დ) მონაცემები განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ;

         ე) გადამცემის ტიპი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები;

         ვ) სავარაუდო მუშა სიხშირე, სიხშირული ზოლი;

         ზ) გამოსასხივებელი ეფექტური სიმძლავრე;

         თ) ანტენის ტიპი, გასხივების დიაგრამა;

         ი) ანტენის განთავსების ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები;

         კ) ანტენის განთავსების სიმაღლე.

         8. სიხშირის მაძიებელმა ფიზიკურმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს პირადობის მოწმობის ასლი, ინდივიდუალურმა მეწარმემ ან იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადებას თან უნდა დაერთოს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

         9. თუ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი ნორმები.

         10. სიხშირის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველია:

         ა) სიხშირის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

         ბ) სიხშირული თავისუფალი რესურსის არარსებობა;

         გ) გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა.

         11. სიხშირის მინიჭებაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით;

         12. სიხშირის მინიჭების გაუქმების საფუძველია:

         ა) სიხშირის მფლობელის განცხადება;

         ბ) სიხშირის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);

         გ) სიხშირის მფლობელის მიერ სიხშირის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა;

         დ) სიხშირის მფლობელის მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა.

         13. რადიოსიხშირის მინიჭება მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში ავტომატურად უქმდება.”

ე)  33-ე მუხლის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების შეზღუდვები.”

ვ) 35-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“გ) ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი და სპეციალური ქსელებით საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი”;

ზ) ” 36-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“12. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების აქტის გარეშე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, კომისიის მიერ  უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.”

            თ) 513-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:            ”2.  “C” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება 10 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე;  “B” კატეგორიის - 14 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე;   “A” და “E” ექსტრა კატეგორიის - 16 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე;” 

2. “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის  27 ივნისის #1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის #4 დადგენილებაში (სსმ #49, 10.04.06,  მუხლი 625)  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტის “ხ”, “ჯ”, “ჭ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი თანმიმდევრობითა და რედაქციით:

“ჭ) 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 44. დავის განხილვის წესები

         1. კომისია ლიცენზიის მფლობელებს, აგრეთვე  ავტორიზებულ პირებს შორის დავებს განიხილავს  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავით დადგენილი წესების შესაბამისად;

2. კომისია სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის დავებს განიხილავს ამ წესების შესაბამისად და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით;

3. კომისია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელსა და ბოლო მომხმარებელს შორის დავებს განიხილავს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 თავით დადგენილი წესების შესაბამისად;

 4. კომისია სადავო საკითხებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. განცხადება დავის განხილვის შესახებ მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს.

          5. სადაო საკითხის განხილვისას ტარდება მოსამზადებელი სხდომა;

          ხ) ამოღებულ იქნას 46-ე, 47-ე, 48-ე, 49-ე და 50-ე მუხლები;

          ჯ) 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 51. მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვის და გადაწყვეტის  პროცედურები

         1. ყველა მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი თუ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შექმნას მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების ეფექტური შიდა მექანიზმი.

         2. მომხმარებელს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს მომსახურების მიმწოდებელს,  პირდაპირ კომისიას, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მეშვეობით, ან სასამართლოს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას კომისიაში ახორციელებს კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

         3. მომხმარებელთა განცხადებები და საჩივრები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს.”        

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

\\\"2.  დამტკიცდეს #2 და #3 დანართებში მოცემული შემოწმების აქტი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის oqmi შემდეგი ფორმებით:

                                                                                                                                                                      დანართი N2

შ ე მ ო წ მ ე ბ ი ს     ა ქ ტ ი N_______

1. შემოწმების (მონიტორინგის) ჩატარების თარიღი და დრო: _______________________________________________________________________

2. შემოწმების (მონიტორინგის)  ჩატარების ადგილი: ______________________________________________________________________

3. შემოწმების (მონიტორინგის) ჩატარების საფუძველი:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

4. შემოწმებული პირის სახელი, გვარი, თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში ავტორიზაციის ნომერი,  ლიცენზიის სახე და ნომერი): ____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

5. შემოწმებული დოკუმენტებისა და მოწყობილობების ჩამონათვალი, შემოწმების ჩატარების მეთოდები, ხერხები, ზუსტი დრო და ადგილი:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

___________________________________________________________________

____________________________________________________________________

6. შემოწმებულის (ან/და მისი თანამშრომლის) ან  დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტების მიმოხილვა:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

7. შემმოწმებლის კომენტარები და შემოწმების შედეგები, დასკვნა ნორმატიული აქტის მუხლის მითითებით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დარღვევის არსებობისას, განმარტება, იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელი გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

8. შემოწმებულის სხვა ახსნა-განმარტებანი (მისი მოთხოვნის მიხედვით):

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

 9. ხელმოწერები:

აქტი შეადგინა:

____________________________________________________________________

სახელი, გვარი და თანამდებობა

ხელმოწერა: _________________________________________________________________

აქტი წარედგინა:____________________________________________________________________

სახელი, გვარი და თანამდებობა

ხელმოწერა:________________________________________________________________________

შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები (იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებულმა პირმა თავი აარიდა შემოწმების აქტის ხელმოწერას, ან/და არ დაუშვა შემმოწმებელი ან რაიმე სხვა ფორმით ხელი შეუშალა შემოწმების აქტის შედგენას):

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი

ხელმოწერა: _____________________________________________________________________

დანართი 3.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ო ქ მ ი N

______________________                                                 ________________________

ოქმის შედგენის ადგილი                                                           ოქმის შედგენის თარიღი

1.საქმის შინაარსი:

______________________________________________________

______________________________________________________

_____________________________________________________

______________________________________________________

______________________________________________________

______________________________________________________

2. მონაცემები დამრღვევი პირის (პირთა წრის) შესახებ:

______________________________________________________

______________________________________________________

_____________________________________________________

______________________________________________________

______________________________________________________

______________________________________________________

3. ნორმატიული აქტი (კონკრეტული ნორმის მითითებით), რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა მოცემული დარღვევისთვის:

______________________________________________________

______________________________________________________

_____________________________________________________

______________________________________________________

______________________________________________________

______________________________________________________

4. მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (მათი არსებობის შემთხვევაში):

______________________________________________________

______________________________________________________

_____________________________________________________

______________________________________________________

______________________________________________________

______________________________________________________

5. ოქმის შემდგენელის სახელი, მამის სახელი, გვარი და თანამდებობა: ______________________________________________________

______________________________________________________

_____________________________________________________

______________________________________________________

______________________________________________________

______________________________________________________

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი

_____________________________________________________________

7. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ______________________________________________________

______________________________________________________

_____________________________________________________

______________________________________________________

______________________________________________________

______________________________________________________

8. სხვა ცნობები:

პირს, რომელსაც წარედგინა წინამდებარე ოქმი, უფლება აქვს: გაეცნოს საქმის მასალებს; მისცეს ახსნა-განმარტებანი; წარადგინოს მტკიცებულებანი; განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და, თუ არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს კომისიის ადმინისტრაციული აქტი. იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი არ გამოცხადდება საქმის განხილვისას და მისგან არ იქნება შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, საქმე მის დაუსწრებლად განიხილება.

9. ხელმოწერები:

ოქმი შეადგინა: __________________________________________________________

                                                         სახელი,  მამის სახელი, გვარი და თანამდებობა

ხელმოწერა:

ოქმი წარედგინა:_________________________________________________________

                                                                               სახელი, გვარი და თანამდებობა

ხელმოწერა:

მოწმეები და დაზარალებულები (მათი არსებობის შემთხვევაში) :

1.______________________________________ხელმოწერა:_________________________

2.______________________________________ხელმოწერა:_________________________

3.______________________________________ხელმოწერა:_________________________

10. იმ შემთხვევაში, თუ პირმა, რომელსაც წარედგინა ოქმი,  უარი განაცხადა ოქმის  ხელმოწერაზე, ან/და არ დაუშვა ოქმის შემდგენელი ან რაიმე სხვა ფორმით ხელი შეუშალა ოქმის შედგენას, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილია ოქმი შეადგინოს ორი დამოუკიდებელი მოწმის დასწრებით:

ოქმის შედგენის დამსწრე  მოწმეები:

1. __________ __________________________________________________________

სახელი, გვარი და თანამდებობა

ხელმოწერა:

2. ____________________________________________________________________

სახელი, გვარი და თანამდებობა

ხელმოწერა:

      3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

      4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                   დ. ქიტოშვილი

                                  წევრი                   გ. ფრუიძე

                                  წევრი                   ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები