“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2006

მიღების თარიღი მარტი 24, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დადგენილება   N 4

24.03.2006                                                                 ქ.თბილისი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ადგენს:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003  წლის 27 ივნისის   N 1 დადგენილებით (სსმ N 71; 14.07.03. მუხლი N643) დამტკიცებულ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“  შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 1. ძირითადი დებულებები

1. წინამდებარე მარეგულირებელი წესები მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, \\\"დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ\\\" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში კომისიის საქმიანობის რეგულირების უზრუნველსაყოფად.

2. ამ წესებში მოცემულია დებულებები:

ა) კომისიის წევრებისა და აპარატის მუშაკების პროფესიული და ეთიკური ქცევის, კომისიის ყოფილი წევრებისა და აპარატის ყოფილი თანამშრომლების ქცევის წესების შესახებ; ექს-პარტე შეტყობინების მიღებისა და განხილვის შესახებ;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის პროცედურების შესახებ; კომისიის გადაწყვეტილებების, ჩანაწერებისა და სხვა დოკუმენტაციის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის და განხილვების დროს მიღებული ინფორმაციის შენახვისა და ხელმისაწვდომობის შესახებ;

გ) რეგულირების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვების ჩატარების პროცედურების შესახებ;

დ) კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე განცხადებების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ;

ე) კომისიის გადაწყვეტილებების მომზადებისა და გამოქვეყნების პროცედურების შესახებ; კომისიის გადაწყვეტილებების შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების შესახებ;

ზ) ავტორიზებულ პირებს შორის, ლიცენზიის მფლობელებს შორის, ავტორიზებულ (ლიცენზირებულ) პირებსა და მომხმარებლებს შორის დავების განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ;

თ) მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ.

ი) სამოყვარულო  რადიოსადგურების გამოყენების წესი.”

) მეორე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-2 მუხლითა და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები, აგრეთვე შემდეგი მნიშვნელობები:

ა) გამოქვეყნება - ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნება;

ბ) ექს-პარტე შეტყობინება – მესამე პირის მიერ კომისიაში წერილობითი სახით შეტანილი შეტყობინება კომისიის სხდომის დღის წესრიგში შესულ ან კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ექს-პარტე შეტყობინება გამოიყენება იმ მიზნით, რომ კომისიას გააჩნდეს სრულყოფილი ინფორმაცია და მოქნილობა გადაწყვეტილების მიღებისას;

გ) დღე – კალენდარული დღე;

დ) სახმობი – ლათინური ასოებისა და ციფრებისაგან შედგენილი კომბინაცია, რომელშიც პირველი ორი ნიშანი აღნიშნავს ქვეყანას, ხოლო მომდევნო კონკრეტულ რადიოსადგურს;

ე) საზღვაო ხომალდის ამოცნობის ნიშანი – ცხრა ციფრისაგან შედგენილი აღნიშვნა, რომელშიც პირველი სამი ციფრი წარმოადგენს ამოცნობის ნიშნის მიმნიჭებელი ადმინისტრაციის გეოგრაფიულ ზონას, ხოლო მომდევნო განსაზღვრავს კონკრეტულ რადიოსადგურს.”

) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 3. კომისიის წევრებისა და კომისიის აპარატის მუშაკების  ინტერესთა კონფლიქტი, სხვა ეთიკური ნორმები

1. კომისიის წევრებისა და კომისიის აპარატის მუშაკების  ინტერესთა კონფლიქტის პირობები განისაზღვრება “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლით;

2. კომისიის წევრს და აპარატის მუშაკს უფლება არა აქვთ მიიღონ საჩუქარი იმ პირისგან ან ორგანიზაციისგან, რომელიც ექვემდებარება კომისიის უფლებამოსილებას. საჩუქარში იგულისხმება უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ნებისმიერი ქონება ან ქონებრივი ვალდებულებისაგან გათავისუფლება, აგრეთვე იმ პირის მიერ აშკარად შეღავათიანი პირობებით გაწეული მომსახურება, რომელიც ასეთი მომსახურებისთვის, ჩვეულებრივ, იღებს გასამრჯელოს;

3. კომისიის წევრი და აპარატის მუშაკი ვალდებულნი არიან ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობისას განაცხადონ თვითაცილების შესახებ, თუ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები ან/და არსებობს სხვა გარემოება, რაც გავლენას მოახდენს საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტაზე;

4. კომისიის წევრს და აპარატის მუშაკს უფლება არა აქვთ თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენონ კომისიის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მათ სამსახურებრივ მოვალეობას.

5. კომისიის წევრს და აპარატის მუშაკს უფლება არა აქვთ გაამჟღავნონ ან არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენონ სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოება, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს. ვალდებულება ვრცელდება კომისიის ყოფილ წევრებსა და აპარატის ყოფილ მუშაკზეც.

6. კომისიის წევრს და აპარატის მუშაკს ეკრძალება:

ა) ქონებრივი გარიგების დადება კომისიასთან;

ბ) როგორც კომისიის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება პირთან, რომლის დამფუძნებელი, წილის (აქციების) მფლობელია ან მინიჭებული აქვს ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;

გ) როგორც კომისიის წარმომადგენელმა დადოს ქონებრივი გარიგება საკუთარი ოჯახის წევრთან.”

) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის \\\"ა\\\" ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.”

) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 5. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება დაინტერესებული პირის განცხადებით.  

1. დაინტერესებული პირის კომისიაში წარდგენილი განცხადება იწვევს კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, თუ იგი შეეხება კომისიის  უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებს.

2. განცხადებით ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში იწყება, თუ იგი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეკვიზიტებს ან სულ ცოტა ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს:

ა) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;

ბ) მოთხოვნას,

გ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;

დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში;

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს საბუთები, თუ მათ არსებობას ითვალისწინებს კანონმდებლობა ან ადასტურებენ განცხადებაში მოყვანილ მოთხოვნას, ან მათზე უთითებს განმცხადებელი.

  4.  განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს კომისიას ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

5. საერთაშორისო პროცედურების შესაბამისად მოსაზღვრე ქვეყნის მიერ კოორდინაციაზე წარმოდგენილი სიხშირის გამოყენების განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მიერ დადგენილი ფორმით.

6. დეკლარაცია ავტორიზაციის შესახებ კომისიაში შეტანილ უნდა იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად;

7. სალიცენზიო განცხადება უნდა შეიცავდეს  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის აუქციონის ან კონკურსის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მონაცემებს. სალიცენზიო განცხადებას თან უნდა დაერთოს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” ან “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით  გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

8. განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.  ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ. ლიცენზიის გაგრძელებასთან დაკავშირებული სხვა ვადები და წესები განისაზღვრება  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლით;

6. განცხადება სიხშირის მინიჭების თაობაზე უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს.

7. განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს კომისიისთვის წარდგენილი პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა. ამ შემთხვევაში მან უნდა მიუთითოს ინფორმაციის საიდუმლოების თაობაზე.”

) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 7. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების სახეები

1. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, “ელექტრონული კომინიკაციების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

2. ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში მიმდინარეობს იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რაც კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის დადგენილი.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს კომისია განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.”

) ამოღებულ იქნას მე-8 მუხლი;

) ამოღებულ იქნას მე-9 მუხლის პირველი პუნქტი;

) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 11. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს (გამოსცემს) სამართლებრივ აქტებს. კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

2. კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. კომისიის გადაწყვეტილება  არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.  

4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ისეთ საკითხზე, რომელიც თავისი შინაარსით არანორმატიული ხასიათისაა, კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აგრეთვე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც შეიცავს ქცევის ზოგად წესს პირთა განსაზღვრული წრისთვის.

5. კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.

6. კომისიის სამართლებრივი აქტები, გარდა კომისიის თავმჯდომარის ბრძანებისა  მიიღება (გამოიცემა) კომისიის სხდომაზე.

7. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს სამართლებრივი აქტი. თუ კომისია სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სამართლებრივი აქტის გამოცემისას. კომისია უფლებამოსილი არ არის თავისი სამართლებრივი აქტი დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იყო გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

8. გადაუდებელ შემთხვევაში კომისიის სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ან გამოქვეყნდეს წერილობითი დასაბუთების გარეშეც. ასეთ შემთხვევაში წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან ან ოფიციალური გაცნობიდან ერთი კვირის ვადაში.

9. კომისიის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:

ა) გადაწყვეტილების გამომცემი ორგანოს დასახელებას და აქტის სათაურს;

ბ) კომისიის წევრების  გვარებს, სახელებსა და ხელმოწერებს;

გ) გადაწყვეტილების გამოცემის დროსა და ადგილს;

დ) გადაწყვეტილების სარეგისტრაციო ნომერს;

ე) მითითებას იმ სასამართლოზე, რომელშიც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, მის მისამართს და საჩივრის (ან სარჩელის) წარდგენის ვადას.

10. გადაწყვეტილებაზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი.”

) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

მუხლი 12. კომისიის სხდომის მომზადება

1. კომისიის სხდომა საჯაროა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კომისიის ღია სხდომაზე დასწრების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის - მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს.

2. კომისიის სხდომებზე საკითხების განხილვა ხდება დამტკიცებული სამუშაო გეგმის მიხედვით, აგრეთვე, მიმდინარე საკითხების გათვალისწინებით. სამუშაო გეგმაში შეტანილი საკითხებისა და მათი განხილვის ვადების შეცვლა შეიძლება მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით.

3. კომისია ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს აცნობოს კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ და მისცეს მას სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს, რომ დაინტერესებული მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება. ნებისმიერ პირს უფლება აქვს დაესწროს კომისიის სხდომას. თუ ყველა მსურველის სხდომის დარბაზში მოთავსება ფიზიკურად შეუძლებელია, სხდომაზე დასასწრებად დაიშვებიან ის პირები, რომლებმაც უფრო ადრე გამოთქვეს სხდომაზე დასწრების სურვილი.

4. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სულ ცოტა ორი წევრი. სხდომის გამართვის დღეა, როგორც წესი, ყოველი სამუშაო კვირის პარასკევი, თუ სხდომის მოწვევის სხვა დრო არ არის განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებით ან გადაუდებელი აუცილებლობით.

5. კომისიის სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის ერთ-ერთი წევრი .”

) ამოღებულ იქნას მე-13 მუხლი;

) ამოღებულ იქნას მე-15 მუხლი;

) ამოღებულ იქნას მე-17 მუხლი;

) მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედსაქციით: “თავი 5. რადიოსიხშირეთა და სახმობების მინიჭება”;

) ამოღებულ იქნას მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე , 26-ე და 27-ე მუხლები;

ჟ) 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 28. რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები

რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების, სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებისა და მომსახურებაში დაშვების საკითხების რეგულირება კომისიის მიერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალირი დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.”

რ) 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 29. რადიოსიხშირეებისა და სახმობების მინიჭება.

            1. ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა  აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

2. კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, აგრეთვე საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და  განახლდეს კომისიის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადით  მინიჭებული რადიოსიხშირეების  გამოყენებაც.

            3.  არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

4. საჰაერო მოძრავი და საჰაერო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების  შესაბამისად.

5. რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას ამ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად. სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს სახმობი, რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტით გამოყოფილი სიხშირის ზოლები და გასხივების სახეები რადიომოყვარულის კვალიფიკაციის შესაბამისად;

6. საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს საზღვაო ხომალდებისთვის რადიოსახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭებას. საზღვაო ხომალდებისთვის რადიოკავშირის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში, მითითებული უნდა იყოს სახმობი და ამოცნობის ნიშნები.

7. რადიოსიხშირის მინიჭება ხდება სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

            ა) სიხშირე, რომლის მიღებასაც მოითხოვს სიხშირის მაძიებელი;

            ბ) სიხშირის მინიჭების შემთხვევაში განსახორციელებელი საქმიანობის სრული აღწერილობა, ტექნიკური პარამეტრების მითითებით;

            გ) სამოქმედო ზონა;

            დ) მონაცემები განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ;

            ე) გადამცემის ტიპი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები;

            ვ) სავარაუდო მუშა სიხშირე, სიხშირული ზოლი;

            ზ) გამოსასხივებელი ეფექტური სიმძლავრე;

            თ) ანტენის ტიპი, გასხივების დიაგრამა;

            ი) ანტენის განთავსების ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები;

            კ) ანტენის განთავსების სიმაღლე.

            8. სიხშირის მაძიებელმა ფიზიკურმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს პირადობის მოწმობის ასლი, ინდივიდუალურმა მეწარმემ ან იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადებას თან უნდა დაერთოს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

            9. თუ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი ნორმები.

            10. სიხშირის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველია:

            ა) სიხშირის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

            ბ) თავისუფალი სიხშირული რესურსის არარსებობა;

            გ) გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა.

            11. სიხშირის მინიჭებაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით;

            8. სიხშირის მინიჭების გაუქმების საფუძველია:

            ა) სიხშირის მფლობელის განცხადება;

            ბ) სიხშირის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);

            გ) სიხშირის მფლობელის მიერ სიხშირის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა;

            ვ) სიხშირის მფლობელის მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა.

            12. რადიოსიხშირის მინიჭება მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში ავტომატურად უქმდება.

 ) ამოღებულ იქნას 30- მუხლი;

 ) ამოღებულ იქნას 31- მუხლი;

 ) 32- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 32. უწყებრივი  რეესტრი

          1. კომისია აწარმოებს შემდეგ უწყებრივ რეესტრებს:

            ა) რადიოსიხშირის მინიჭების უწყებრივ რეესტრს;

            ბ)  ლიცენზიების უწყებრივ  რეესტრს;

             გ)  ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს;

            დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უწყებრივ რეესტრებს.

2. რადიოსიხშირის მინიჭების უწყებრივ რეესტრში კომისია ატარებს მინიჭებულ რადიოსიხშირეებსა და იმ პირებს, რომლებსაც მიენიჭათ რადიოსიხშირეები ერთი წლის ვადით; რეგისტრაციისთვის კომისიას უნდა წარედგინოს განცხადება, რომელშიც აღინიშნება:

            ა) პირის სახელი გვარი ან სახელწოდება, მისამართი, დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

            ბ) განსახორციელებელი საქმიანობა;

            გ) განსახორციელებელი საქმიანობის ვადა და სამოქმედო ზონა;

            დ) მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენების ტექნიკური პარამეტრები.

            3. ფიზიკურმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს პირადობის მოწმობის ასლი, ინდივიდუალურმა მეწარმემ ან იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ - დაფუძნების აქტი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.”

            4. კომისიის მიერ წარმოებულ უწყებრივ რეესტრებში არ შეიტანება ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად მიეკუთვნება სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლო ინფორმაციას.

            5. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს უწყებრივი რეესტრის მონაცემებს და დადგენილი წესით მიიღოს მასში შეტანილი ინფორმაცია.

 )  33- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 33. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობები გამოყენების შეზღუდვები

რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების მფლობელს ეკრძალება:

            ა) ეთერში მუშაობა სათანადო ლიცენზიის გარეშე;

            ბ)რადიოკავშირის დასაწყისსა და დასასრულს სახმობი სიგნალების გადაცემის გარეშე მუშაობა;

            გ) თვითნებური არარეგისტრირებული სახმობების გამოყენება;

            დ) სიხშირის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში ან ლიცენზიაში აღნიშნული სიხშირის (სიხშირეთა ზოლების) შეცვლა, რადიოსადგურის გადამცემის სიმძლავრის და მიწის ზედაპირიდან ანტენის განთავსების სიმაღლის გაზრდა, ანტენის გასხივების დიაგრამის ცვლილება ან სხვა ტიპის გამოსხივებით მუშაობა.”      

) ამოღებულ იქნას 34- მუხლი;

ღ) მე-6 თავის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“თავი 6. კომისიის მიერ მონიტორინგისა და შემოწმების განხორციელების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების  წესები”

 ყ) 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 35. ზოგადი დებულებანი

            1. წინამდებარე თავი ითვალისწინებს კომისიის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული კონტროლის ფუნქციის შესრულების, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პროცესში განსახორციელებელ შემდეგ პროცედურებს:

            ა) ავტორიზებულ და ლიცენზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე მონიტორინგი;

            ბ) სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელთა მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე მონიტორინგი;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი და სპეციალური ქსელებით საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულება;

            დ)   ლიცენზიანტების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმება;

            ე)  ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის გამოვლენა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება, აგრეთვე კომისიის სხდომაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და  კომისიის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

            2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა), ბ), გ)  და დ) პუნქტებით განსაზრვრულ საქმიანობას კომისია ახორციელებს “მაუწყებლობის შესახებ”, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის საფუძველზე, თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი არ არის სხვა წესი.

            3. საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია გამოიყენოს ის ადმინისტრაციული უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით, მაგრამ შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული ამ წესებით.”

            ) 36- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 36. მონიტორინგი და კონტროლი

1. ავტორიზებულ და ლიცენზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2. ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით. 

3.  კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს  შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექს-პარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე.

4. კომისიას ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების დროს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე  სალიცენზიო პირობების შესრულებასთან.

5. მონიტორინგის ჩატარების მეთოდებსა და ხერხებს მონიტორინგის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი განსაზღვრავს დამოუკიდებლად. მონიტორინგის განხორციელება არ არის შეზღუდული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის განთავსების ადგილმდებარეობით;

6. შემოწმების ჩატარებამდე შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესამოწმებელი პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარუდგინოს პირადობის მოწმობა და თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი უფლებამოსილია შეამოწმოს ავტორიზებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციფიკური საშუალებებით შეამოწმოს ტექნიკური მოწყობილობები, მოსთხოვოს თანამდებობის პირებსა და სხვა მუშაკებს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით.

7. მონიტორინგსა და შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ამ წესებით დადგენილი ფორმით ადგენს შემოწმების აქტს, რომელიც შეიტანება სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში.

8. შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს:

ა)    შემოწმების (მონიტორინგის)  ჩატარების დღე, დრო და ადგილი;

ბ)   შემოწმების (მონიტორინგის)  ჩატარების საფუძველი;

გ)  შესამოწმებელი პირის მხრიდან შემოწმებაზე დამსწრე პირის ვინაობა;

დ) შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი ადგილზე შემოწმდა (ასლის გადაღების შემთხვევაში ასლი უნდა დაერთოს აქტს);

ე) შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები;

ვ) მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (მათი წერილობით მიწოდების შემთხვევაში წერილობითი მასალა უნდა დაერთოს აქტს);

ზ) შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის კომენტარები (მათი არსებობის შემთხვევაში); შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) სხვა ახსნა-განმარტებანი (მათი არსებობის შემთხვევაში);

თ) შემოწმებაზე ან/და მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირისა და შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის), ხოლო მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, აგრეთვე თუ  არ დაუშვა შემმოწმებელი ან რაიმე სხვა ფორმით ხელი შეუშალა შემოწმების აქტის შედგენას – სულ ცოტა 2 დამსწრე მოწმის ხელმოწერა; 

9. თუ შემოწმების აქტის გარეშეც საკმარისი მტკიცებულებები არსებობს დარღვევის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იწყება ადმინისტრაციული წარმოება დამრღვევი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რაც ეცნობება დამრღვევს.

10. თუ შემოწმებაზე ან/და მონიტორინგის განხორციელებაზე  უფლებამოსილი პირი შემოწმების (მონიტორინგის) შედეგად დაადგენს, რომ ელექტრონული კომუნიკაციებისა და “მაუწყებლობის” სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი პირის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებს, იგი შემოწმების მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს კომისიას შესაბამისი რეაგირებისთვის.

11. თუ მონიტორინგის ან/და შემოწმების შედეგად გამოვლინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი (პირები) ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

12. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების აქტის გარეშე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, კომისიის მიერ  უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციულ ოქმს.

13. გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და საჩივრდება სასარჩელო წარმოების წესით.

14. გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას, რომელიც დაინტერესებული მხარისათვის აუცილებლად უნდა შეიცავდეს მითითებას  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.

15. კომისია ვალდებულია წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს დაინტერესებულ მხარეს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის გზით, რათა უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

16. გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე თანხმლები  წერილით ეცნობება პირს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში. 

17. ჯარიმის გადახდა უნდა  მოხდეს ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების დამრღვევისათვის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ჯარიმა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. დამრღვევის მიერ ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი კომისიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

18. თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

19. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესების შესაბამისად.”

           ) 37- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უნდა შედგეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 141, 142, 1441-1449 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე კომისიის მიერ დადგენილი ფორმით და მასში უნდა აღინიშნოს:

            ა) ოქმის შედგენის დრო და ადგილი;

            ბ) მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ;

            გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

            დ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის;

            ე) მოწმეთა და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები (მათი არსებობის შემთხვევაში);

            ვ) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;

            ზ) ნებისმიერი ცნობა ან მითითება ისეთ დოკუმენტზე, რომელსაც ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი საქმის გადასაწყვეტად საჭიროდ მიიჩნევს;

            თ) ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა;

            ი) სამართალდამრღვევის უფლებებისა და მოვალეობების ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ:

            \\\"პირს, რომელსაც წარედგინა წინამდებარე ოქმი, უფლება აქვს: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.\\\"

            კ) ოქმის შემდგენლისა და სამართალდამრღვევის (ან მისი წარმომადგენლის) ხელმოწერები, ხოლო მოწმეთა და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ხელმოწერები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, შემდგენელმა ოქმში სათანადო ჩანაწერი უნდა გააკეთოს. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.”

          ) 41- მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისას, რისთავისაც სანქცია გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ადმინისტარციული სახდელის დადებასთან ერთად ან მის გარეშე კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირს და მის თანამონაწილეს (არსებობის შემთხვევაში) მიიღონ საჭირო ზომები თავიანთი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად კომისიის მიერ დადგენილ ვადაში.”

          ) 43- მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            “1. სამართალდამრღვევმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა უნდა გადაიხადოს კომისიის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების გადაცემიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში, ხოლო გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში - საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. ამასთან, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში და ამ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას.”

            ) მე-7 თავის სათაური ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

“თავი 7. სადავო საკითხების განხილვა”

          ) 44- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 44. დავის განხილვის წესები

            1. კომისია ლიცენზიის მფლობელებს, აგრეთვე  ავტორიზებულ პირებს შორის დავებს განიხილავს  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავით დადგენილი წესების შესაბამისად;

2. კომისია სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის დავებს განიხილავს ამ წესების შესაბამისად და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით;

3. კომისია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელსა და ბოლო მომხმარებელს შორის დავებს განიხილავს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 თავით დადგენილი წესების შესაბამისად;

 4. კომისია სადავო საკითხებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. განცხადება დავის განხილვის შესახებ მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს.

          5. სადაო საკითხის განხილვისას ტარდება მოსამზადებელი სხდომა;”

          ) ამოღებულ იქნას 46-, 47-, 48-, 49- და 50- მუხლები

          ) 51- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 51. მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვის და გადაწყვეტის  პროცედურები

            1. ყველა მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი თუ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შექმნას მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების ეფექტური შიდა მექანიზმი.

            2. მომხმარებელს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს მომსახურების მიმწოდებელს,  პირდაპირ კომისიას, მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის მეშვეობით, ან სასამართლოს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას კომისიაში ახორციელებს კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველი.

            3. მომხმარებელთა განცხადებები და საჩივრები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს.”     

            ) 511- მუხლის ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ზ) კომისიის მიერ რადიოსახმობის მინიჭება – რადიომოყვარულისათვის რადიოსახმობის მინიჭება ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის გამოყოფილ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად;”

            1) 511- მუხლის ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            “პ) რადიოსამოყვარულო სამსახური - რადიომოყვარულთა (რომელთაც აქვთ  მინიჭებული შესაბამისი რადიოსახმობი და ამ საქმიანობას ისინი ეწევიან პირადი და მატერიალური დაინტერესების გარეშე) შორის რადიოკავშირისა და ტექნიკური კვლევის მიზნით განხორციელებული კავშირის სახე;”

     2) 512- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 51 2. სამოყვარულო  რადიოსადგურის გამოყენება

1.  სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემთხვევაში;

2.  სამოყვარულო რადიოსადგურის რეგისტრაცია, ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რადიოსამოყვარულო სიხშირული დიაპაზონების რადიომონიტორინგი ხორციელდება კომისიის მიერ;

3.  სამოყვარულო რადიოსადგური უნდა იყოს განთავსებული ისე, რომ შემთხვევით პირებს არ ჰქონდეთ მისი თვითნებურად მოქმედებაში მოყვანის საშუალება;

4.  კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება ეკრძალებათ იმ რადიომოყვარულებს, რომლებსაც აქვთ ამ კოლექტიური რადიოსადგურის კატეგორიაზე დაბალი კატეგორიის ინდივიდუალური ან/და არა აქვთ კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად მინიჭებული რადიოსახმობი;

5.  ინდივიდუალური ან კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამომყენებელს შეუძლია ეთერში მუშაობის უფლება მისცეს ნებისმიერ რადიომოყვარულს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობი;

6.  მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში რადიომოყვარული ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს კომისიას;

7.  სამოყვარულო რადიოსადგურის განთავსების ადგილზე დაცული უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება;

ბ)  წინამდებარე წესი;

გ) სააპარატო ჟურნალი ან ინფორმაცია ელექტრონულ ფორმატში, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:

გ.ა. ) რადიოკავშირის ჩატარების თარიღი და დრო;

გ.ბ.) იმ რადიოსადგურის სახმობი ნიშანი, რომელთანაც ჩატარებული იქნა რადიოკავშირი;

გ.გ. ) სიხშირული დიაპაზონი და გამოსხივების სახე;

გ.დ. ) მიღებული და გადაცემული სიგნალის შეფასება;

8. სააპარატო ჟურნალში არ არის აუცილებელი შევიდეს ინფორმაცია ულტრამოკლეტალღოვან დიაპაზონებში ჩატარებული რადიოკავშირების შესახებ;           

9.  რადიომოყვარული ვალდებულია სააპარატო ჟურნალი შეინახოს ორი წლის განმავლობაში.”

3) 513- მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2.  “C” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება 10 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე;       “B” კატეგორიის - 14 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე;       “A” და “E” ექსტრა კატეგორიის - 16 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე; 

3.  რადიომოყვარულის კვალიფიკაცია განისაზღვრება საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგით. “A” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად მინიჭებული რადიოსახმობის მქონე რადიომოყვარული ვალდებულია მორზეს ანბანით, ღია ტექსტის სახით, მიიღოს და გადასცეს  მინიმუმ 30 ნიშანი წუთში, ხოლო “E” ექსტრა კატეგორიისთვის - მინიმუმ 60 ნიშანი წუთში;

4.  “E” ექსტრა კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მიღება შესაძლებელია, თუ “A” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად მინიჭებული რადიოსახმობის მქონე რადიომოყვარული დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ მოთხოვნას:

ა) სამოყვარულო ბარათების მეშვეობით დაადასტურებს რადიოკავშირს 200 და მეტ ქვეყანასთან;

ბ) მიღებული აქვს სამოყვარულო ორგანიზაციების მიერ გაცემული 100 ან მეტი სხვადასხვა დიპლომი (სიგელი);

გ) დაიკავებს პირველ, მეორე ან მესამე ადგილს შემდეგი საერთაშორისო შეჯიბრებების:      CQ WW, WPX, WAE, IARU ან/და ARRL ნებისმიერ ტურში;

5.  უფრო მაღალი კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მიღება შესაძლებელია დაბალი კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭებიდან არა ნაკლებ ერთი წლის შემდეგ;”

4) 515- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 515. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის  განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება

 1. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ;

2.  რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) განცხადება სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე;

ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ფოტოსურათი;

დ) საკვალიფიკაციო საბჭოს ცნობა ტესტირების ჩაბარების თაობაზე;

ე) რადიომოყვარულის არასრულწლოვანობის შემთხვევაში მშობლის (ან მეურვის) ცნობა სამოყვარულო რადიოსადგურის განთავსების თანხმობაზე, რომელიც უზრუნველყოფს წინამდებარე წესის დაცვას და რადიოსადგურის ტექნიკურ უსაფრთხოებას;

ვ) აპარატურის დასახელება.

3.  კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას:

ა) რადიომოყვარულთა კოლექტივის სადამფუძნებლო და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები;

4.  რადიომოყვარულს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობი, დამატებითი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე უფლება აქვს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიყენოს სახმობ ნიშანთან ერთად შემდეგი ნიშნები:

/P, /M, /MM და /A;

      5.  სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემთხვევაში რადიომოყვარულს უფლება აქვს ეთერში გავიდეს საქართველოს ნებისმიერი გეოგრაფიული წერტილიდან ყოველგვარი დამატებითი ნებართვის გარეშე;

6.  სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით.

7.  სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მისანიჭებლად, უცხო ქვეყნის რადიომოყვარული ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს:

ა) განცხადება რადიოსახმობის მიღებაზე;

ბ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის ასლი, რომლის რეზიდენტიც არის იგი;

გ) მისამართი, სადაც განთავსებული იქნება სამოყვარულო რადიოსადგური; საქართველოში დროებით რეგისტრაციის ადგილისამყოფელი;

დ) ფოტოსურათი;

ე) აპარატურის დასახელება.”

          5) მუხლი 517- მუხლის მე-9 პუნქტის ) ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ვ) იმ სიხშირეებზე მუშაობა, რომელიც არ არის მინიშნებული რადიოსახმობის მინიჭების შესახებ კომისიის  გადაწყვეტილებაში;”

          6) მუხლი 517- მუხლის მე-10 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            “10. რადიომოყვარულის მფლობელობაში არსებული რადიოსადგურით რადიოკავშირის განხორციელება აკრძალულია იმ პირებისათვის, რომლებსაც არ აქვთ მინიჭებული რადიოსახმობი სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად;”

            7) მუხლი 519- მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 “2.  სამოყვარულო რეტრანსლატორი ფუნქციონირებს ქვემომოყვანილ ცხრილში მოცემული სიხშირული განაწილების შესაბამისად, თუ მისი გამოყენება გათვალისწინებულია სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით:

მიღების სიხშირე (კჰც)

145000

145025

145050

145075

145100

145125

145150

145175

145200

145800

          ჰ8) მუხლი 5110-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          “მუხლი 5110. რადიომოყვარულის პასუხისმგებლობა  წინამდებარე  წესების დარღვევისათვის

            1. ამ თავით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად მინიჭებული რადიოსახმობის მქონე რადიომოყვარულებს, აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სამოყვარულო რადიოკავშირს ახორციელებენ ზემოთ აღნიშნული მინიჭების გარეშე, კომისია აფრთხილებს დარღვევის განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის თაობაზე, რის შესახებაც ღებულობს გადაწყვეტილებას;

2. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ დამრღვევი პირისთვის მიცემული ვადის გასვლისა და დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი პირის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიმართ გამოიყენოს ჯარიმა, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 171-ე მუხლის მე-4 პუნქტით;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, როცა არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ საფრთხე ექმნება საზოგადოების უსაფრთხოებას და ადამიანის ჯანმრთელობას, აგრეთვე არსებული ან სავარაუდო ელექტრომაგნიტური შეუთავსებლობის თავიდან აცილების ან/და რადიოდანადგარების ელექტრომაგნიტური ხელშეშლისაგან დაცვის მიზნით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე, ხოლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების უზრუნველსაყოფად დისკრეციულად გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების დროებით შეზღუდვა;

4. კომისია უფლებამოსილია აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენოს მხოლოდ ის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების ყველაზე სწრაფ და ნაკლები დანახარჯებით შესრულებას;

5. კომისია უფლებამოსილია რადიომოყვარულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.”

          ჰ9) ამოღებულ იქნას 54-ე მუხლი.

2.  დამტკიცდეს N2 დანართში მოცემული შემოწმების აქტი შემდეგი ფრომით:

“დანართი N2

შ ე მ ო წ მ ე ბ ი ს     ა ქ ტ ი N_______

1. შემოწმების (მონიტორინგის) ჩატარების თარიღი და დრო: ________________________________________________________________________________________

2. შემოწმების (მონიტორინგის)  ჩატარების ადგილი: ________________________________________________________________________________________

3. შემოწმების (მონიტორინგის) ჩატარების საფუძველი: ________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

4. შემოწმებული პირის სახელი, გვარი, თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში ავტორიზაციის ნომერი,  ლიცენზიის სახე და ნომერი): ________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

5. შემოწმებული დოკუმენტებისა და მოწყობილობების ჩამონათვალი, შემოწმების ჩატარების მეთოდები, ხერხები, ზუსტი დრო და ადგილი:

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

6. შემოწმებულის (ან/და მისი თანამშრომლის) ან  დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტების მიმოხილვა:

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

7. შემმოწმებლის კომენტარები და შემოწმების შედეგები, დასკვნა ნორმატიული აქტის (მუხლის მითითებით), რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დარღვევის არსებობისას, განმარტება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელი გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით: ________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

8. შემოწმებულის სხვა ახსნა-განმარტებანი (მისი მოთხოვნის მიხედვით):

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 9. ხელმოწერები:

აქტი შეადგინა: ________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

სახელი, გვარი და თანამდებობა

ხელმოწერა:    _________________________________________________________________________

აქტი წარედგინა:

________________________________________________________________________________________

სახელი, გვარი და თანამდებობა

ხელმოწერა: __________________________________________________________________________

შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები (იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებულმა პირმა თავი აარიდა შემოწმების აქტის ხელმოწერას, ან/და არ დაუშვა შემმოწმებელი ან რაიმე სხვა ფორმით ხელი შეუშალა შემოწმების აქტის შედგენას ) :

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი

ხელმოწერა: ___________________________________________________________________________

  • დამტკიცდეს N2 დანართში მოცემული შემოწმების აქტი შემდეგი ფრომით:

 

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ო ქ მ ი N

____________________________________                                          ____________________________

  ოქმის შედგენის ადგილი                                                                          ოქმის შედგენის თარიღი

 

1.საქმის შინაარსი: ________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

2. მონაცემები დამრღვევი პირის (პირთა წრის) შესახებ:

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

3. ნორმატიული აქტი (კონკრეტული ნორმის მითითებით), რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა მოცემული დარღვევისთვის:

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

4. მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (მათი არსებობის შემთხვევაში):

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

5. ოქმის შემდგენელის სახელი, გვარი და თანამდებობა: ________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

6. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

7. სხვა ცნობები: ________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

პირს, რომელსაც წარედგინა წინამდებარე ოქმი, უფლება აქვს: გაეცნოს საქმის მასალებს; მისცეს ახსნა-განმარტებანი; წარადგინოს მტკიცებულებანი; განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და, თუ არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს კომისიის ადმინისტრაციული აქტი. იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი არ გამოცხადდება საქმის განხილვისას და მისგან არ იქნება შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, საქმე მის დაუსწრებლად განიხილება.

 

8. ხელმოწერები:

ოქმი შეადგინა: ______________________________________________________________

                                                         სახელი, გვარი და თანამდებობა

ხელმოწერა:

 

ოქმი წარედგინა:_____________________________________________________________

                                                                               სახელი, გვარი და თანამდებობა

ხელმოწერა:

 

მოწმეები და დაზარალებულები (მათი არსებობის შემთხვევაში) :

1._______________________________________________ხელმოწერა:_________________________

2._______________________________________________ხელმოწერა:_________________________

3._______________________________________________ხელმოწერა:_________________________

 

9. იმ შემთხვევაში, თუ პირმა, რომელსაც წარედგინა ოქმი,  უარი განაცხადა ოქმის  ხელმოწერაზე, ან/და არ დაუშვა ოქმის შემდგენელი ან რაიმე სხვა ფორმით ხელი შეუშალა ოქმის შედგენას, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილია ოქმი შეადგინოს ორი დამოუკიდებელი მოწმის დასწრებით:

 

ოქმის შედგენის დამსწრე  მოწმეები:

 

1. __________ ______________________________________________________________

სახელი, გვარი და თანამდებობა

ხელმოწერა:

 

2. _________________________________________________________________________

სახელი, გვარი და თანამდებობა

ხელმოწერა:

 

           

3. დამტკიცდეს დანართი N9 – სააღსრულებო ფურცელის თანდართული   ფორმა:                                            

                              “დანართი N9

სააღსრულებო  ფურცელი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ____________________________

 

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

კომისიამ  გადაწყვიტა:

 

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

  

სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: _______________________________________________

მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:___________________________________________________

 

კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი:

რეკვიზიტები: ______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა:

 

ბ.ა.”          

4.      დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.     ეს  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                    დიმიტრი ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                    დავით პატარაია

კომისიის წევრი                                                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                    ზურაბ ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები