“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 5 /

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2011

მიღების თარიღი ივნისი 24, 2011

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია

ადგენს:

1. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2003  წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებულ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“  შევიდეს შემდეგი ცვლილება-დამატებები:

ა) 32-ე მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის გ1) ქვეპუნქტი :

         ” გ1)  რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრს;

ბ) 32-ე მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის გ2) ქვეპუნქტი:

            გ2)  სანებართვო რეესტრს;”

2.     ეს  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე  

 

ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი

 

კარლო კვიტაიშვილი

                      კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები