„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში' ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2014

მიღების თარიღი მაისი 06, 2014

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2003  წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“  შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1.წინამდებარე მარეგულირებელი წესები მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში კომისიის საქმიანობის რეგულირების უზრუნველსაყოფად".

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის პროცედურების შესახებ; კომისიის სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის და კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას შემოსული ინფორმაციის შენახვისა და ხელმისაწვდომობის თაობაზე, ასევე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ";

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-2 მუხლითა და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და “ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები, აგრეთვე შემდეგი მნიშვნელობები: ა) გამოქვეყნება - ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნება; ბ) ექს-პარტე შეტყობინება – მესამე პირის მიერ კომისიაში წერილობითი სახით შეტანილი შეტყობინება კომისიის სხდომის დღის წესრიგში შესულ ან კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ექს-პარტე შეტყობინება გამოიყენება იმ მიზნით, რომ კომისიას გააჩნდეს სრულყოფილი ინფორმაცია და მოქნილობა გადაწყვეტილების მიღებისას; გ) დღე – სამუშაო დღე; დ) სახმობი – ლათინური ასოებისა და ციფრებისაგან შედგენილი კომბინაცია, რომელშიც პირველი ორი ნიშანი აღნიშნავს ქვეყანას, ხოლო მომდევნო კონკრეტულ რადიოსადგურს; ე) საზღვაო ხომალდის ამოცნობის ნიშანი – ცხრა ციფრისაგან შედგენილი აღნიშვნა, რომელშიც პირველი სამი ციფრი წარმოადგენს ამოცნობის ნიშნის მიმნიჭებელი ადმინისტრაციის გეოგრაფიულ ზონას, ხოლო მომდევნო განსაზღვრავს კონკრეტულ რადიოსადგურს".

4. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დეკლარაცია/განცხადება ავტორიზაციის შესახებ კომისიაში შეტანილ უნდა იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის ან/და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 451 მუხლის შესაბამისად ;

5. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

81. სანებართვო განცხადება კომისიაში შეტანილ უნდა იქნეს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონისა და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების შესაბამისად;

6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"მუხლი 6. კომისიის მიერ ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს: ა) კომისიის მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება; ბ) ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა; გ) მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის და პრიორიტეტების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა; დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაცემის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ, ასევე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ან/და კონკურსის გამოცხადების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა; ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები."

7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2.კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით".

8. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სულ ცოტა ორი წევრი. სხდომის გამართვის დღეა, როგორც წესი, ყოველი სამუშაო კვირის ხუთშაბათი, თუ სხდომის მოწვევის სხვა დრო არ არის განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებით ან გადაუდებელი აუცილებლობით.

9. მე-4 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა და კონფიდენციალობა .

10. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"მუხლი 18. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება 1. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (კომისიის ვებგვერდზე www.gncc.ge);

2.კომისიის ვებ გვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:

ა) კომისიის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა;

ბ) კომისიის მისამართი, ელექტრონული ფოსტისა და სოცილურ ქსელში კომისიის ოფიციალური გვერდის მისამართი, ფაქსის ნომერი, კომისიის წევრების, კომისიის პრესმდივნისა და კომისიის აპარატში დასაქმებულთა საკონტაქტო ინფორმაცია (სამსახურებრივი ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);

გ) ინფორმაცია კომისიის წევრების შესახებ მათი ავტობიოგრაფიის (CV) მითითებით;

დ) ინფორმაცია კომისიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების თაობაზე, მათი ავტობიოგრაფიის (CV) მითითებით;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელი გვარი, თანამდებობა და საკონტაქტო მონაცემები;

ვ) კომისიის სამართლებრივი აქტები (დადგენილებები, გადაწყვეტილებები), მათ შორის გადაწყვეტილებები კომისიის ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშის თაობაზე, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებები, თუ ისინი არ შეიცავენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს.

ზ) კომისიის წლიური ანგარიში;

თ) კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ანგარიში;

ი) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა;

კ) ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მომწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით;

ლ) კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

მ) "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაციები;

ნ) "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ინფორმაცია კომისიის მომავალი სხდომის (მათ შორის გადაუდებელი აუცილებლობის გამო გასამართი სხდომის), მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ;

ო) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ და საჯარო გაცნობისთვის წარდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

პ) ინფორმაცია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული/ლიცენზირებული პირების შესახებ;".

11. დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

მუხლი 181  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი

1. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი. 2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე .

12. დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 მუხლი:

"მუხლი 182. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით. 2. კომისია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობას, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაციისა და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობას. 3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება კომისიის მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.

4. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის საშუალებით. 5. იმ შემთხვევაში, თუ  მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, კომისია, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერასა და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.

6. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული  მოთხოვნები."

13. დაემატოს შემდეგი შინაარსის 183 მუხლი:

"მუხლი 183. დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა 1. კომისია ვალდებულია საქმეთა ნომენკლატურით განსაზღვრული დოკუმენტაცია შეინახოს უწყებრივ არქივში, კანონმდებლობით დადგენილი ვადით. ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს კომისიაში არსებული დოკუმენტაცია. 2. კომისიის სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისთვის, გარდა სახელმწიფო, პროფესიული, პირადი და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა. 3. კომისიის უწყებრივ არქივში ჩაბარებამდე დოკუმენტების დაცვის, აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა ევალებათ კომისიის სტრუქტურულ დანაყოფებს. 4. საარქივო საქმეზე გამოყოფილ უფლებამოსილ პირს შესაბამისი ბრძანებით ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 5. კომისიის არქივის დოკუმენტებს მიეკუთვნება: ა) საქმისწარმოებით დამთავრებული დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა კომისიის სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის პროცესში. ბ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ კომისიისთვის გადაცემული ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. გ) ბეჭდვითი გამოცემა, რომელიც კომისიის მიერ ჩატარებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. დ) კომისიის აპარატის საქმისწარმოების შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები და მასალები. 6. კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით საარქივო საქმეზე გამოყოფილი უფლებამოსილი პირი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) ღებულობს, აღრიცხავს და ინახავს საქმისწარმოებით დამთავრებულ დოკუმენტს, რომელიც წესრიგშია მოყვანილი კომისიის აპარატის საქმისწარმოების შინაგანაწესის შესაბამისად. ბ) აკონტროლებს სტრუქტურულ დანაყოფებში დოკუმენტების დაცვის, საქმეთა გაფორმების სისწორეს, მონაწილეობას ღებულობს საქმეთა ნომენკლატურის შედგენაში და ამოწმებს საქმეთა ფორმირების პროცესს. გ) აწარმოებს არქივში შენახული დოკუმენტების შემფასებელ ექსპერტიზას; დ) აღრიცხავს და ადასტურებს დოკუმენტს; ე) უწყებრივ არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე ამზადებს სხვადასხვა სახის საარქივო ცნობებს, ასლებსა და ამონაწერებს და არსებული წესის თანახმად გადასცემს მათ დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ვ) პასუხს აგებს არქივში დაცული დოკუმენტაციის შენახვაზე. 7. ზემოაღნიშნული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად საარქივო საქმეზე გამოყოფილ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს: ა) მოსთხოვოს კომისიის აპარატის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელს დაიცვას დოკუმენტებთან მუშაობის არსებული წესები. ბ) მოიწვიოს და დაიხმაროს აპარატის თანამშრომლები. გ) ითანამშრომლოს სახელმწიფო არქივთან."

14. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 28. რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები

რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების, სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებისა და მომსახურებაში დაშვების საკითხების რეგულირება კომისიის მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

15. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას".

16. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, აგრეთვე საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადით მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც".

17. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"3. არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას."

18. 29-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

"31კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირე აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს  კომპენსაცია".

19. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ავტორიზებულ, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე მონიტორინგი ;

20. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) მაუწყებლების მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე მონიტორინგი.

21. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“დ)   ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი პირების მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება ;

22. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა), ბ), გ)  და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობას კომისია ახორციელებს “მაუწყებლობის შესახებ”, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი არ არის სხვა წესი".

23. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. ავტორიზებულ და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად";

24. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. ლიცენზიის/ნებართვის მფლობელთა მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით";

25. 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"4. კომისიას ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დროს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე  სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების შესრულებასთან".

27. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

26. 36-ე მუხლი მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"5. მონიტორინგის ჩატარების მეთოდებსა და ხერხებს მონიტორინგის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი განსაზღვრავს დამოუკიდებლად. მონიტორინგის განხორციელება არ არის შეზღუდული ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის განთავსების ადგილმდებარეობით".

"1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უნდა შედგეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441, 1443-1445 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე კომისიის მიერ დადგენილი ფორმით და მასში უნდა აღინიშნოს:

ა) ოქმის შედგენის დრო და ადგილი;

ბ) მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

დ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის;

ე) მოწმეთა და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები (მათი არსებობის შემთხვევაში);

ვ) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;

ზ) ნებისმიერი ცნობა ან მითითება ისეთ დოკუმენტზე, რომელსაც ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი საქმის გადასაწყვეტად საჭიროდ მიიჩნევს;

თ) ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ი) სამართალდამრღვევის უფლებებისა და მოვალეობების ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ: "პირს, რომელსაც წარედგინა წინამდებარე ოქმი, უფლება აქვს: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე."

კ) ოქმის შემდგენლისა და სამართალდამრღვევის (ან მისი წარმომადგენლის) ხელმოწერები, ხოლო მოწმეთა და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ხელმოწერები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, შემდგენელმა ოქმში სათანადო ჩანაწერი უნდა გააკეთოს. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები"."

28. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება კომისიის მიერ. კომისიის მიერ განხილვა უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით - 3 დღის ვადაში, 141-ე, 1441-ე, 1443-1445 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე - 7 დღის ვადაში. კომისიის აპარატის უფლებამოსილმა პირმა დაინტერესებულ მხარეებს (ოქმში დამრღვევად, დაზარალებულად და მოწმედ დასახელებულ პირებს) უნდა გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქმის განხილვის დრო და ადგილი".

მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

 

აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები