საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისდადგენილება N 3 “საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე”

ნომერი: 3 /

გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2001

მიღების თარიღი მაისი 15, 2001

          ქ.თბილისი                             2001 წლის 15 მაისი                      

“საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე”

       საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე სატარიფო სისტემის მოწესრიგების პირველი ეტაპის განხორციელების მიზნით, “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

 1.          დამტკიცდეს საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფები (თან ერთვის).

 2.          საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ქვედა ზღვრული ტარიფები თავისუფალია.

3.          ზღვრული ტარიფების დაცვა სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის, რომელიც ეწევა ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებას საქართველოს  ფარგლებში.

 4.          ზღვრული ტარიფები მოცემულია დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

5.          საქართველოს ფარგლებში გაწეული ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების იმ სახეზე, რომელზედაც არ წესდება ზღვრული ტარიფი, მომსახურების საზღაური განისაზღვრება და დგინდება ლიცენზიის მფლობელის მიერ დამოუკიდებლად, მოქმედი კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია  მის მიერ დაწესებული ტარიფების ოდენობისა და ცვლილებების შესახებ.

   6.          საერთაშორისო ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ტარიფებს აწესებენ ლიცენზიის მფლობელები დამოუკიდებლად, მოქმედი კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით.

 7.          დაევალოს კომისიის აპარატის ეკონომიკურ სამსახურს შეისწავლოს და გააანალიზოს პირველ ეტაპზე განხორციელებული ტარიფების ცვლის შედეგები და დადგენილების ძალაში შესვლიდან 4 თვის შემდეგ წარმოადგინოს წინადადებები შემდგომი ეტაპის ვადისა და ზღვრული ტარიფების თაობაზე.

8.          დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                      ვ. აბაშიძე

რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში

რეგისტრაციის N320.060.000.15.012.004.778,  21.05.2001წ.

 დამტკიცებულია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2001 წლის 15 მაისის N3 დადგენილებით

ზედა ზღვრული ტარიფები

საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე

 

 

გზავნილებათა სახეობები და

მომსახურებები

2

საფოსტო ბარათების, წერილების და ბანდეროლების გაგზავნა:

-         -         უბრალო წერილი, ბარათი და ბანდეროლი წონით 20 გრამამდე

-         -         შეკვეთილი წერილი, ბარათი და ბანდეროლი წონით 20 გრამამდე

 

ყოველ შემდგომ სრულ და არასრულ 50 გრამზე უბრალო, შეკვეთილ და ფასიანი წერილების და ბანდეროლების გადაგზავნას ემატება

 

ფასიანი წერილის და ბანდეროლის დაზღვევის საზღაურად, გარდა უბრალო გზავნილებებზე დადგენილი ტარიფისა, დამატებით აიღება შეფასებული თანხის 6 პროცენტი

 

ამანათების გაგზავნა საქართველოს ფარგლებში ყოველ  სრულ და არასრულ ერთ კილოგრამზე

 

ფასგამოცხადებული ამანათის გაგზავნის შემთხვევაში დაზღვევის საზღაურად დამატებით აიღება შეფასებული თანხის 6 პროცენტი 

საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ფოსტით

 

უბრალო

შეკვეთილი

საფოსტო გზავნილებების შენახვაზე ადრესატისათვის შეტყობინების ჩაბარების დღიდან 3 დღის შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე:

ფასიანი წერილებისა და ბანდეროლების შენახვაზე

 

ამანათების შენახვაზე

ფულის გზავნილების(გარდა სოციალური უზრუნველყოფისა და საბანკო დაწესებულებების მიერ გაგზავნილი საპენსიო თანხებისა) ბინაზე მიტანისათვის აიღება გასანაღდებელი თანხის 0.5 პროცენტი

დამატებითი მომსახურებანი საფოსტო გზავნილებებზე(შეფუთვა, გაფორმება)

 

0.2

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები