“უნივერსალური მომსახურების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N10 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 2 /

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 24, 2006

მიღების თარიღი თებერვალი 24, 2006

“უნივერსალური მომსახურების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N10 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  64-ე მუხლის მე-12 პუნქტისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კომისიამ

დაადგინა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “უნივერსალური მომსახურების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 16 სექტემბრის  N10 დადგენილება (სსმ N112, 26.09.2005, მუხ. 1234).

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა  სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                დიმიტრი ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                               დავით პატარაია

კომისიის წევრი                                                                               გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                               ზურაბ ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები