გადაწყვეტილება N 10 “კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში კომპანია “ტარო-ინვესტი"-ს საქართველოს

ნომერი: 10 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2000

მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 10

2000 წელი 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა: 

1.         გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში კომპანია „ტარო-ინვესტი”-ს საქართველოს წარმომადგენლობა (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 31 აგვისტოს N5/8-25 დადგენილებით):

  ა) N640 ლიცენზია გაცემული 27.07.98 წ. - მოქმედების ვადა 16.07.01 წ.

    ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

    ლიცენზიის საგანი- მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მშენებლობა ინტერნეტის ქსელით მომსახურებისათვის.

  ბ) N641 ლიცენზია გაცემული 27.07.98 წ. - მოქმედების ვადა 16.07.01 წ.

     ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით

     მომსახურება.

     ლიცენზიის საგანი- მიწისზედა თანამგზავრული სადგურის ქსპლუატაცია ინტერნეტის ქსელით მომსახურებისათვის.

  გ) N642 ლიცენზია გაცემული 27.07.98 წ. - მოქმედების ვადა 16.07.01 წ.

     ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით

     მომსახურება.

     ლიცენზიის საგანი- მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მომსახურება, ინტერნეტის ქსელის მომსახურებაზე.

  ე) N643 ლიცენზია გაცემული 27.07.98 წ. – მოქმედების ვადა 16.07.01 წ.

    ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით

    მომსახურება.

    ლიცენზიის საგანი- საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვა ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე.

  ვ) N644 ლიცენზია გაცემული 27.07.98 წ. – მოქმედების ვადა 16.07.01 წ.

     ლიცენზიის სახეობა – ტელეკომუნიკაციის ნუმერაციის სისტემის

     გამოყენებით  მომსახურება.

     ლიცენზიის საგანი- ოთხნიშნა სერიული ნომრის 2550 და 2551-ის გამოყენება.

  ზ) N935 ლიცენზია გაცემული 18.05.99 წ. – მოქმედების ვადა 16.07.01 წ.

     ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით

     მომსახურება.

     ლიცენზიის საგანი  - ინტერნეტ-სერვის პროვაიდერობა.

2.         შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე

ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები