გადაწყვეტილება N 12 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მწვანე კუნძული"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

ნომერი: 12 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2000

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 12

2000 წელი 15 ნოემბერი ქ.თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მწვანე კუნძული"-ს

ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

 

"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა:

 

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში კომპანია "მწვანე კუნძული" (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 9 მარტის N 7/4-950 დადგენილებით):

ა) N722 ლიცენზია გაცემული09.08.98 წ. - მოქმედების ვადა 29.05.2000 წ.

ლიცენზიის სახეობა – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი - ტელემაუწყებლობის ორგანიზება სატელევიზიო 23-ე არხზე, "ანტენ-23"-თან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საეთერო დროის გამოყენებით.

ბ) N722 ლიცენზიის დანართი

კავშიგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს 1998 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლიცენზია N 722-ის მე-6 პუნქტში შეტანილ იქნა ცვლილება და ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელდა – 29.05.2003 წლამდე

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

კომისიის თავმჯდომარე : ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები