გადაწყვეტილება N 15 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მაკროკომი"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

ნომერი: 15 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2000

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 15

2000 წელი15 ნოემბერი ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მაკროკომი"-ს

ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ

 

"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მაკროკომი"(რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 27 ივლისის N5/4-131 დადგენილებით):

ა) N812 ლიცენზია გაცემული 18.05.99 წ. - მოქმედების ვადა 30.12.08 წ.

ლიცენზიის სახეობა – ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - მინი სატელეფონო სადგურების მშენებლობა, ექსპლუატაცია და მომსახურება..

ბ) N813 ლიცენზია გაცემული 06.01.99 წ. - მოქმედების ვადა 30.12.08 წ.

ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი – საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო-ფაქსიმელური კავშირის ორგანიზება.

გ) N814 ლიცენზია გაცემული 06.01.99 წ.-მოქმედების ვადა 30.12.08 წ.

ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მშენებლობა, ექსპლუატაცია და მომსახურება ქ.თბილისში.

დ) N969 ლიცენზია გაცემული 18.05.99 წ. – მოქმედების ვადა 30.12.08 წ.

ლიცენზიის სახეობა – ტელეკომუნიკაციის ნუმერაციის სისტემის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - სერიული 334545 ნომრის გამოყენება.

ე) N1072 ლიცენზია გაცემული 29.07.99 წ. – მოქმედების ვადა 20.07.09 წ.

ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - მოსახლეობისა და ორგანიზაციების მომსახურება ინტერნეტის საშუალებით.

N1072 ლიცენზიის დანართი:

კავშიგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს 1999 წლის 17სექტემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი N88 ) შეიცვალა ლიცენზიის საგანი: მოსახლეობისა და ორგანიზაციების მომსახურეობა საერთაშორისო სატელეფონო და ფაქსიმილური კავშირებით და უცხოური პარტნიორებისათვის საქართველოში შემოსასვლელი სატელეფონო არხების მიწოდება ინტერნეტის პროტოკოლებისა და არხების გამოყენებით.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

 

კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები