გადაწყვეტილება N 28 შ.პ.ს."არკადია"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 28 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2000

შ.პ.ს."არკადია"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების

შეტანის შესახებ

 

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

  • გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "არკადია" (რეგისტრირებული ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონიონული სასამართლოს 1995 წლის 15 ივნისის N1/4-13 დადგენილებით):
  • N 1111 ლიცენზია გაცემული 11.08.99 წ. - მოქმედების ვადა 03.08.2009 წ.

    ლიცენზიის სახეობა – ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.

    ლიცენზიის საგანი – სატელეგრაფო, ფაქსების, ადგილობრივი, საქალაქთაშორისო სალაპარაკო პუნქტების მოწყობა და მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე.

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
  •  

     

    კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე

     

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები