გადაწყვეტილება N 29 შ . პ . ს .” არკადია ”- ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 29 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2000

  შ.პ.ს.”არკადია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების

შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების  მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

  • გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „არკადია” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონიონული სასამართლოს 1995 წლის 15 ივნისის N1/4-13  დადგენილებით):
  •   N 1111 ლიცენზია გაცემული 11.08.99 წ. - მოქმედების ვადა 03.08.2009 წ.

       ლიცენზიის სახეობა – ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება.

       ლიცენზიის საგანი – სატელეგრაფო, ფაქსების, ადგილობრივი, საქალაქთაშორისო სალაპარაკო პუნქტების მოწყობა და მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე.

    2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
  •           კომისიის თავმჯდომარე :                                                       ვ.აბაშიძე                                            

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები