გადაწყვეტილება N 30 შ.პ.ს."კავკასუს ნეთვორქ"-ის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 30 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2000

შ.პ.ს."კავკასუს ნეთვორქ"-ის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების

შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

  • გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "კავკასუს ნეთვორქი" (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონიონული სასამართლოს 2000 წლის 11 სექტემბრის N5ა/4-1930 დადგენილებით):
  • ა) N862 ლიცენზია გაცემული 08.04.99 წ.- მოქმედების ვადა 12.02.2002 წ.

    ლიცენზიის სახეობა – ტელეკომუნიკაციის ნუმერაციის სისტემის გამოყენებით მომსახურება.

    ლიცენზიის საგანი: სერიული ნომრის 92-53 გამოყენება ათი შემაერთებელი ხაზით.

    ბ) N1074 ლიცენზია გაცემული 27.07.99წ.- მოქმედების ვადა20.07.2002 წ.

    ლიცენზიის სახეობა – თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემების გამოყენებით მომსახურება.

    ლიცენზიის საგანი –მონაცემთა გადაცემის ქსელის მშენებლობა და ექსპლოატაცია საქართველოს შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, თბილისი, რუსთავი და თელავი.

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
  •  

       კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე

     

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები