გადაწყვეტილება N 31 შ.პ.ს."მეგაკომი"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 31 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2000

შ.პ.ს."მეგაკომი"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

 

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

  • გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მეგაკომი" (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისნის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 ოქტომბრის N7/4-411 დადგენილებით):
  • ა)ლიცენზია N 4 გაცემული 23.07.93 წ. მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი – ლიცენზირებული სიხშირეები : დიაპაზონები 824,040 მგჰც-დან 848,970 მგჰც-მდე და 869,040 მგჰც-დან 893,970 მგჰც-მდე; სულ: 1664 სიხშირული არხი.

    დანართი : შ.პ.ს. ‘მეგაკომ"-ს გამოეყო კოდი - 8-97 და ექვსციფრიანი სააბონენტო ნომრის საწყისი ორნიშა ინდექსი 57 XXXXX.

    ბ). ლიცენზია N 402 გაცემული 23.01.98წ. მოქმედების ვადა 12.02.2001 წ.

    ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი – სამუსაო სიხშირეები : 6141,631; 6151,515; 6161,398 და 6171,875 მგჰც-გადაცემაზე 6393,671; 6403,555; 6413,438 და6423,750მგჰც- მიღებაზე 2ვტ-მდე სიმძლავრის გამოყენებით რადიო-სარელეო ქსელისათვის.

    გ). ლიცენზია N 804 გაცემული 16.12.98 წ. მოქმედების ვადა 04.12.1999 წ.

    ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი – რადიო-სარელეო კავშირის შექმნა შემდეგი სამუშაო სიხშირეების 2,128 გგჰც და 2,178 გგჰც გამოყენებით ( დროებით სარგებლობაში ).

    დანართი : ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 12.03. 2003 წლამდე.

    ლიცენზიის განსაკუთრებული პირობები : თ) ლიცენზიანტი ვალდებულია კ/გისა და ფოსტის სამინისტროს მიერ პირველი მოთხოვნისთანავე გაანთავისუფლოს გამოყოფილი სიხშირეები წერილობითი მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში ამ სიხშირული ზოლის სხვა მომხმარებელზე გაცემისას ურთიერთხელშეშლების წარმოქმნის შემთხვევაში;

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
  •  

    კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები