გადაწყვეტილება N 34 შ.პ.ს."საქართველოს თრანქული სისტემა"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ.

ნომერი: 34 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2000

შ.პ.ს."საქართველოს თრანქული სისტემა"-ს ხელახალ რეგისტრაციაში

გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში

სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ.

 

 

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

  • გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქართველოს თრანქული სისტემა"-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 24ოქტომბერს N5ა/4-1395 დადგენილებით) მიერ დამატებით წარმოდგენილი სამი ლიცენზია :
  • ა) N 360 ლიცენზია გაცემული 07.11.97 წ. - მოქმედების ვადა 18.03.02 წ.

    ლიცენზიის სახეობა – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

    ლიცენზიის საგანი - ტრანკული სატელეფონო ქსელის მშენებლობაზე ქ.თბილისში, ქ.რუსთავში და ქ. ჟინვალში.

    ბ )N 361 ლიცენზია გაცემული 07.11.97 წ. - მოქმედების ვადა 18.03.02 წ.

    ლიცენზიის სახეობა – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

    ლიცენზიის საგანი - ტრანკული სატელეფონო ქსელის ექსპლოატაციისათვის ქ.თბილისში, ქ.რუსთავში და ქ.ჟინვალში გამოეყოს 12 სიხშირე: 410,300; 410,325; 410,350; 410,375; 410,400; 410,425; 415,300; 415,325; 415,10350; 415,375; 415,400; 414,425 მგჰც.

    გ) N362 ლიცენზია გაცემული 07.11.98 წ. - მოქმედების ვადა 18.03.02 წ.

    ლიცენზიის სახეობა – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

    ლიცენზიის საგანი - ტრანკული სატელეფონო ქსელის მომსახურებისათვის ქ.თბილისში, ქ.რუსთავში და ქ.ჟინვალში გამოეყოს 12 სიხშირე: 410,300; 410,325; 410,350; 410,375; 410,400; 410,425; 415,300; 415,325; 415,10350; 415,375; 415,400; 414,425 მგჰც.

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
  •  

    კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები