გადაწყვეტილება N 35 შ.პ.ს."ქართული სატელეფონო კომპანია GTC"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემებისშეტანის შესახებ

ნომერი: 35 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2000

შ.პ.ს."ქართული სატელეფონო კომპანია GTC"-ს ხელახალ რეგისტრაციაში

გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში

სათანადო მონაცემებისშეტანის შესახებ

 

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

  • გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ქართული სატელეფონო კომპანია GTC" (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1998 წლის 29 აპრილის N 5/4-1645 დადგენილებით):
  • ა) ლიცენზია N 545 გაცემული 20.05.98წელს – მოქმედების ვადა 29.04.08 წელი.

    ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - თბილისში უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირის მშენებლობა

    ბ) ლიცენზია N 546 გაცემული 20.05.98წელს– მოქმედების ვადა 29.04.08 წელი.

    ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - თბილისში უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირის ექსპლუატაცია – 1890-1900 მგჰც-მიღებაზე 1920-1930 მგჰც გადაცემაზე სიხშირეებისა და 20 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით

    ლიცენზია N 546-ის დანართი: შეიცვალა ლიცენზიის საგანი: 1880-1900 მგჰც, 1900-1910 მგჰც და 1920-1930 მგჰც სიხშირეების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის გარდა) უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირის შესაქმნელად

    გ) ლიცენზია N 547 გაცემული 20.05.98წელს – მოქმედების ვადა 29.04.08 წელი.

    ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - თბილისში უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირის მომსახურება – 1890-1900 მგჰც-მიღებაზე 1920-1930 მგჰც გადაცემაზე სიხშირეებისა და 20 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

    დ) ლიცენზია N 548 გაცემული 20.05.98წელს – მოქმედების ვადა 29.04.08 წელი.

    ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - მონაცემთა გადაცემის ქსელის მშენებლობა

    ე) ლიცენზია N 549 გაცემული 20.05.98წელს – მოქმედების ვადა 29.04.08 წელი.

    ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - მონაცემთა გადაცემის ქსელის ექსპლუატაცია

    ვ)ლიცენზია N 550 გაცემული 20.05.98წელს – მოქმედების ვადა 29.04.08 წელი.

    ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - მონაცემთა გადაცემის ქსელის მომსახურება

    ზ) ლიცენზია N 551 გაცემული 20.05.98წელს – მოქმედების ვადა 29.04.08 წელი.

    ლიცენზიის სახეობა - საცნობარო და სპეციალური სერვისით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - საინფორმაციო სატელეფონო-საცნობარო სამსახური

    თ) ლიცენზია N 739 გაცემული 16.09.98წელს – მოქმედების ვადა ათი(10)წელი.

    ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირის მშენებლობა შემდეგი სამუშაო სიხსირეების გამოყენებით 1890-1900 მგჰც მიღებაზე და 1920-1930 მგჰც გადაცემაზე ქ. თბილისში.

    ი) ლიცენზია N 740 გაცემული 16.09.98წელს – მოქმედების ვადა ათი(10)წელი.

    ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირის ექსპლუატაცია შემდეგი სამუშაო სიხსირეების გამოყენებით 1890-1900 მგჰც მიღებაზე და 1920-1930 მგჰც გადაცემაზე ქ. თბილისში.

    კ) ლიცენზია N 741 გაცემული 16.09.98წელს – მოქმედების ვადა ათი(10)წელი.

    ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირით მომსახურება

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
  •  

    კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები