გადაწყვეტილება N 37 შ.პ.ს."ჯეოსელი"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ.

ნომერი: 37 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2000

შ.პ.ს."ჯეოსელი"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ.

 

 

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ იტ ა :

 

  • გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ჯეოსელი" (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 13 სექტემბრის N4/4-741 დადგენილებით):
  • ა)ლიცენზია N 259 გაცემული 02.04.97 წ. - მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - GSM სისტემის ფიჭური სატელეფონო ქსელის მშენებლობა

    ბ). ლიცენზია N 260 გაცემული 02.04.97 წ. - მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული სისტემის ფიჭური სატელეფონო ქსელის ექსპლუატაციისთვის რადიო (895-905 და 940-950 მგჰც) სიხშირეების გამოყენება.

    გ). ლიცენზია N 261 გაცემული 02.04.97 წ. - მოქმედების ვადა ათი(10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი - საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული სისტემის ფიჭური სატელეფონო ქსელის გამოყენებით კავშირგაბმულობის სხვადასხვა საშუალებებით იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მომსახურების გაწევა.

    დ). ლიცენზია N 302 გაცემული 03.09.97 წ. - მოქმედების ვადა ათი (10) წელი.

    ლიცენზიის სახეობა - ტელეკომუნიკაციის ნუმერაციის სისტემის გამოყენებით მომსახურება

    ლიცენზიის საგანი- მოსახლეობის მომსახურება სამნიშნა სერიული ნომრის 928-ის გამოყენებით

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
  •  

    კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე.

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები