გადაწყვეტილება N 38 შ.პ.ს."სერვისი"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 38 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2000

შ.პ.ს."სერვისი"-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების

შეტანის შესახებ

 

 

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ იტ ა :

 

  • გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ""სერვისი" (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 15 თებერვლის N 5ა/4-7027 დადგენილებით):
  • N 1056 ლიცენზია გაცემული27.07.99 წ.- მოქმედების ვადა 20.07.2002 წ.

    ლიცენზიის სახეობა – საცნობარო და სპეციალური სერვისით მომსახურება.

    ლიცენზიის საგანი – მონაცემთა გადაცემის ქსელის ტექნიკური საშუალებების სერვისი.

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
  •  

    კომისიიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები